„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“
Article 6. მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის
1. მშენებლობის ( გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა ) ნებართვისათვის მოსაკრებლის გადამხდელია მშენებარე ობიექტის მესაკუთრე ფიზიკური ან / და იურიდიული პირი .
2. საკრებულოს მიერ დაწესებული მოსაკრებლის ოდენობა ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისთვის არ უნდა აღემატებოდეს: ა) ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის − 4 ლარს; ბ) საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისთვის − 11 ლარს; გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მშენებლობების გარდა, ყველა სხვა მშენებლობისთვის − 10 ლარს. 2 1 . ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის შემთხვევაში საკრებულოს მიერ დაწესებული მოსაკრებლის ოდენობა ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული თითოეული გრძივი მეტრისათვის არ უნდა აღემატებოდეს 1 ლარს. 2 2 . ისეთი შენობა-ნაგებობის (გარდა ხაზობრივი ნაგებობისა) მშენებლობის შემთხვევაში, რომელსაც არ აქვს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობი, საკრებულოს მიერ დაწესებული მოსაკრებლის ოდენობა II კლასის ობიექტებისთვის არ უნდა აღემატებოდეს 50 ლარს, III კლასის ობიექტებისთვის − 200 ლარს, ხოლო IV კლასის ობიექტებისთვის − 400 ლარს.
3. საკრებულოს გადაწყვეტილებით მოსაკრებლის გადახდისაგან შეიძლება განთავისუფლდეს ან შეღავათი დაუწესდეს სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობას . საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4241-სსმ I, №50, 30.12.2006წ., მუხ.392 საქართველოს 2018 წლის 13 ივნისის კანონი №2517 – ვებგვერდი, 27.06.2018წ. საქართველოს 2022 წლის 2 ნოემბრის კანონი №1980 – ვებგვერდი, 14.11.2022წ.
