Legal.geLegal.geLegal.ge
SpecialistsCompaniesLibraryBlog
More
AboutPricingContact
LegalTools
Loading accountLog in
AboutSpecialistsCompaniesLibraryBlogPricingContact
LegalTools
Loading accountLog in
Legal.ge

Georgia’s legal platform.

Download on the App StoreLegal.ge for iPhone

Quick Links

  • About Us
  • Specialists
  • Open tasks
  • Services
  • Laws & Codes
  • Firms
  • Organisations
  • Events
  • Blog
  • Contact

Legal

  • Legal library
  • Privacy Policy
  • Terms & Conditions
  • Cookie Policy

Contact

contact@legal.ge+995 551 911 961Need a lawyer? Find a specialist

Tbilisi, Georgia

© 2026 Legal.ge. All rights reserved.

Made with in Georgia

Loading…
Back to articles
  1. Blog
  2. რატომ არის ბრალდებულისთვის პირველი ორი თვე გადამ…
Article location
  1. Blog
  2. რატომ არის ბრალდებულისთვის პირველი ორი თვე გადამ…
This article is available in Georgian only.
Read in:ქართული

რატომ არის ბრალდებულისთვის პირველი ორი თვე გადამწყვეტი?

სისხლის სამართლის საქმეში პირველი ორი თვე ხშირად გადამწყვეტია. ამ პერიოდში ყალიბდება დაცვის სტრატეგია, ხდება მნიშვნელოვანი მტკიცებულებების მოპოვება და წყდება არაერთი საკითხი, რომელმაც შესაძლოა საქმის შემდგომ განვითარებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს
3 min·30 Aug 2026Giorgi Phantsulaia·"გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"
რატომ არის ბრალდებულისთვის პირველი ორი თვე გადამწყვეტი?

რატომ არის ბრალდებულისთვის პირველი ორი თვე გადამწყვეტი?

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი მკაცრად განსაზღვრავს, რომ სწორედ პირველ ორ თვეში უნდა მოხდეს ბრალდებულის უდანაშაულობის დასამტკიცებლად ყველა საჭირო მტკიცებულების მოპოვება, ასევე თუკი გამოძიების მიერ მტკიცებულებები უკანონოდ არის მოპოვებული, მათი დაუშვებლად ცნობის შუამდგომლობა.

როდესაც ორი თვის შემდგომ სასამართლოში საქმის დეტალური განხილვა დაიწყება, იმ ეტაპზე ამის შესაძლებლობა ბრალდებულს, როგორც წესი, აღარ ექნება.

შესაბამისად, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, პირის ბრალდებიდან საწყის ეტაპზე მოხდეს ადვოკატის სწორად შერჩევა, რომელიც შეისწავლის საქმეს და მყისიერად დასახავს დაცვის სტრატეგიას. შემდგომ კი, ამ სტრატეგიის სისრულეში მოსაყვანად, აღნიშნულ ორ თვეში მოიპოვებს ბრალდებულის გასამართლებლად ყველა საჭირო მტკიცებულებას და ასევე მოიძიებს შესაბამის მასალებს გამოძიების მიერ უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულებების (თუ ასეთს ადგილი აქვს) დაუშვებლად ცნობის შუამდგომლობისთვის.

თუ  საწყის ორ თვეში ეს არ მოხდება, კანონმდებლობით შემდგომ ამის განხორციელება შეუძლებელია (გარდა გამონაკლისი შემთხვევის - ახლად გამოვლენილი მტკიცებულებისა).

სსსკ-ის 208 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად - „წინასასამართლო სხდომა უნდა გაიმართოს პირის დაკავებიდან ან ბრალდებულად ცნობიდან (თუ ის არ დაუკავებიათ) არა უგვიანეს 60 დღისა. მხარეს უფლება აქვს, სასამართლოს მიმართოს დასაბუთებული შუამდგომლობით აღნიშნული ვადის გონივრულ ვადამდე გაგრძელების ან შემცირების შესახებ“

სსსკ-ის 83 მუხლის მეექვსე ნაწილის თანახმად - „წინასასამართლო სხდომის გამართვამდე არა უგვიანეს 5 დღისა მხარეებმა ერთმანეთს და სასამართლოს უნდა მიაწოდონ იმ მომენტისათვის მათ ხელთ არსებული სრული ინფორმაცია, რომლის მტკიცებულებად სასამართლოში წარდგენასაც აპირებენ“

სსსკ-ის 219 მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ პუნქტის თანახმად - „წინასასამართლო სხდომის მოსამართლე, განიხილავს მხარეთა შუამდგომლობებს მტკიცებულებათა დასაშვებობის თაობაზე“

სსსკ-ის 219 მუხლის მეოთხე ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად „წინასასამართლო სხდომის მოსამართლე, განიხილავს მხარეთა სხვა შუამდგომლობებს“ - ამ დროს განიხილება, მათ შორის, ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული უკანონო მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის საკითხი.

სსსკ-ის 219 მუხლის მეშვიდე ნაწილის თანახმად „წინასასამართლო სხდომის მოსამართლის გადაწყვეტილება მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობის შესახებ ერთჯერადად, 5 დღის ვადაში საჩივრდება გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მეშვეობით“ - სააპელაციო სასამართლოში.

რაც შეეხება ზემოთ ნახსენებ „ახლად გამოვლენილ მტკიცებულებას“, ეს ეხება სასამართლოში იმ მტკიცებულების წარდგენას, რომლის წარდგენაც აღნიშნული ორ თვიანი ვადის შემდგომ არის შესაძლებელი. ეს ისეთი სახის მტკიცებულებაა, რომლის მანამდე მოპოვება და წარდგენა ფიზიკურად შეუძლებელი იყო.

ახლად გამოვლენილი მტკიცებულების ეს გამონაკლისი შემთხვევა განისაზღვრება სსსკ-ის 239 მუხლის მეორე და მეხუთე ნაწილებით.

ბრალდებულის არგუმენტები: „მე იურისტი არ ვარ და ეს ყველაფერი არ ვიცოდი; ადვოკატს არ უთქვამს და ახალი ადვოკატი ამიტომ ავიყვანე“ და ა.შ. სამწუხაროდ არ მუშაობს - კანონმდებლობის და სასამართლო პრაქტიკის თანახმად, ამ საკითხზე არ არსებობს გაშვებული შესაძლებლობის აღდგენის საშუალება, რაც ხშირ შემთხვევაში სასამართლოში  უდანაშაულო ადამიანის მარცხის საფუძველი ხდება.

აღსანიშნავია, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივრის გაგზავნის შემთხვევაში, საჩივრის პერსპექტიულობისთვის აუცილებელია, საქართველოში ეს პროცედურები იქნას დაცული. სხვა შემთხვევაში, საქმის წარმოება იქაც უპერსპექტივო ხდება.

ამიტომ, სასამართლოში ბრალდებულის უდანაშაულობის დასამტკიცებლად, ხშირად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პირის ბრალდებიდან პირველი ორი თვის განმავლობაში დაცვის სტრატეგიის ადვოკატთან ერთად სწორად დაგეგმვას და მის სათანადოდ განხორციელებას.

Giorgi Phantsulaia

Have a question about this topic? Ask it free in chat or book a consultation.