Legal.geLegal.ge
ჩვენ შესახებსპეციალისტებიორგანიზაციებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიორგანიზაციებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.geLegal.ge

საქართველოს პროფესიული მარკეტფლეისი.

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ტრენინგები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961

თბილისი, საქართველო

სპეციალისტთა კატალოგი

სისხლის სამართალი ადვოკატისისხლის სამართალი იურისტისამოქალაქო სამართალი ადვოკატისამოქალაქო სამართალი იურისტიკორპორაციული და კომერციული სამართალი ადვოკატიკორპორაციული და კომერციული სამართალი იურისტიშრომის სამართალი ადვოკატიშრომის სამართალი იურისტისაგადასახადო სამართალი ადვოკატისაგადასახადო სამართალი იურისტიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა ადვოკატიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა იურისტი

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

დაბრუნდი პანელზე

კითხვიდან შერჩეული შედეგები

აღწერე პრობლემა და შევარჩიოთ შესაბამისი სპეციალისტები

მოკლედ დაწერე რა მოხდა, რა გჭირდება და რა შედეგს ელი — ამის მიხედვით დაგანახებთ შესაბამის სპეციალისტებს.

როგორ შეირჩა სია

სისტემამ კითხვა შეადარა სამართლის მიმართულებებს და აჩვენა სპეციალისტები, რომლებსაც ამ თემებზე მუშაობენ.

შენი აღწერილი პრობლემა

მაქს. 3 სპეციალისტი
დარჩა 1200 სიმბოლო

ამოცნობილი მიმართულება

მიმართულება ვერ ამოვიცანით — გაჩვენებთ ყველა ვერიფიცირებულ სპეციალისტს
მხოლოდ ვერიფიცირებული პროფილებიშეგიძლია ერთდროულად 3-მდე სპეციალისტს მისწეროკითხვა ინახება კონფიდენციალურად
მაქს. 3 სპეციალისტიშესაბამისი მიმართულებები:ყველა მიმართულება

აირჩიე სპეციალისტები, ვისაც კითხვა გაეგზავნება

ბარათზე დაჭერით მონიშნავ სპეციალისტს. პროფილის ნახვა შეგიძლია ცალკე გახსნილი ბმულით, ხოლო კითხვა ამ გვერდზე არ დაიკარგება.

სრული დირექტორიის ნახვა

ვერიფიცირებული სპეციალისტების სია

ნაპოვნია 47 სპეციალისტი

მხოლოდ ვერიფიცირებული პროფილები
ჯერ შეინახე კითხვა, რომ სპეციალისტები მონიშნო
ლიანა ზაგაშვილი | legal.ge

ლიანა ზაგაშვილი

იურისტი

ტოპ ავტორი

ლიანა ზაგაშვილი არის იურისტი საქართველოდან, რომელმაც 2020 წელს დაასრულა ბაკალავრიატი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2022 წელს მას მიენიჭა მაგისტრის აკადემიური ხარისხი სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში და ამავე უნივერსიტეტში 2023 წლიდან განაგრძო სადოქტორო საფეხურზე სწავლება. მისი გამოცდილება აერთიაბებს, როგორც კერძო სექტორში, ასევე საჯარო დაწესებულებიდან მიღებულ ცოდნას. დასაქმებულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის პოზიციაზე სხვადასხვა დაწესებულებებში და 2020 წლიდან იკავებს უმაღლესს საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციისა და ავტორიზაციის ექსპერტის პოზიციას. მისი კვლევის სფერო წარმოადგენს ხელოვნურ ინტელექტსა და საავტორო უფლებების დაცვას ლიტერატურული ნაწარმოების ფარგლებში.

პროფილის ნახვა
სანდრო სარუხანიშვილი | legal.ge

სანდრო სარუხანიშვილი

იურისტი

აქტიური ავტორი

სანდრო სარუხანიშვილი არის სამართლის დოქტორი კვალიფიციური იურისტი, რომელიც სპეციალიზებულია სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში, დიდი მონაცემების, ციფრული კომერციისა და ციფრული ბაზრების სამართალში. მას აქვს მნიშვნელოვანი გამოცდილება საბანკო საქმეში, იურიდიული დოკუმენტაციის მომზადებაში, კონტრაქტების ანალიზსა და შესაბამისობის უზრუნველყოფაში. სანდრომ სამართლის მაგისტრის ხარისხი მიიღო სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში (2020-2022). მანამდე, 2015-2019 წლებში, სამართლის ბაკალავრის ხარისხი მოიპოვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (თსუ). სანდრო გაცვლითი პროგრამით სწავლობდა კადისის უნივერსიტეტში, კადისი, ესპანეთი, (2024-2025), LUMSA-ს, რომი, იტალია (2021-2022) და ვილნიუსის უნივერსიტეტში, ვილნიუსი, ლიეტუვა (2017-2018). სანდროს პროფესიული უნარები მოიცავს სამართლებრივ კვლევას, პრობლემის გადაჭრას, ანალიტიკურ აზროვნებას და სამართლებრივ წერას. ის ფლობს Microsoft Office-ის პროგრამებსა და სამართლებრივ ბაზებზე მუშაობის უნარს.  მისი ძლიერი მხარეებია დეტალებზე ორიენტირებულობა, კრიტიკული ანალიზი, ადაპტირებულობა, ორგანიზებულობა და კომუნიკაციის უნარი.

პროფილის ნახვა
ვახტანგ ბარამაშვილი | legal.ge

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

GBA
აქტიური ავტორი

ვახტანგ ბარამაშვილი ადვოკატია საქართველოდან. მან 2016 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო სამართლის ბაკალავრის ხარისხი, ხოლო 2018 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში - ბიზნეს სამართლის მაგისტრის ხარისხი. კარიერის დასაწყისში გამოცდილება დააგროვა ადგილობრივ ფირმებში ასისტენტად და უმცროს იურისტად და 2016 წელს მცირე ხნით იმუშავა GLCorp-ში. 2018 წლისთვის ის ხელმძღვანელობდა სამოქალაქო სამართლის დეპარტამენტს Amaglobeli Holding-ში. 2018 წლის ბოლოს ბარამაშვილი გახდა იურიდიული ფირმის „სოხაძე, ბარამაშვილი და პარტნიორები“ თანადამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი. ამ თანამდებობის ფარგლებში ის ხელმძღვანელობდა სამოქალაქო სამართლის ფართო პრაქტიკას და კლიენტების წარმომადგენლობას. 2019 წლის იანვრიდან არის არბიტრი (საბჭოს წევრი) თბილისის საერთაშორისო ტრიბუნალში, არბიტრაჟში. გარდა ამისა, ბარამაშვილმა 2020 წელს დაიკავა უფროსი იურისტის თანამდებობა გენეტიკის ეროვნულ ლაბორატორიაში, სადაც იურიდიულ საკითხებში კონსულტაციებს უწევდა ამ სამეცნიერო დაწესებულებას. ამ თანამდებობებთან ერთად, იგი განუწყვეტლივ ეწეოდა ადვოკატის პრაქტიკას და აქტიურად მოღვაწეობდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში. 2019 წლიდან არის მოწვეული პროფესორი სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში.!

პროფილის ნახვა
მორის გიგაური | legal.ge

მორის გიგაური

იურისტი, მედიატორი

Mediator
ტოპ ავტორი

მორის გიგაური არის იურისტი, რომლის აკადემიური და პროფესიული გზა გამორჩეულია სამართლის სფეროში მიღწეული უწყვეტი პროგრესით. 2017-2021 წლებში მან წარჩინებით დაასრულა ბაკალავრიატი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე. 2021-2023 წლებში იმავე უნივერსიტეტში წარჩინებით მიიღო კერძო (ბიზნეს) სამართლის მაგისტრის ხარისხი. 2024-2025 წლებში მორისმა წარმატებით დაასრულა მიუნსტერის უნივერსიტეტის (გერმანია) იურისტთა სპეციალიზაციის ონლაინ კურსი, რომელიც ფოკუსირებულია ინფორმაციული ტექნოლოგიების ევროპულ სამართალზე. მორისს ჩაბარებული აქვს შემდეგი პროფესიული გამოცდები: — ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა (საერთო სპეციალიზაცია) — მედიატორობის მსურველ პირთა სასერტიფიკატო პროგრამა, რომელიც მოიცავს როგორც თეორიული ცოდნის, ისე პრაქტიკული უნარ-ჩვევების დამადასტურებელ შემოწმებას. მისი კარიერული გამოცდილება მოიცავს მუშაობას როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში. 2022 წლიდან დღემდე მორისი დასაქმებულია BDO ლეგალში (BDO საქართველო) იურისტის პოზიციაზე, სადაც სამართლებრივ მომსახურებას უწევს ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს. 2023 წლიდან იგი თანამშრომლობს საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრთან, სადაც უძღვება ტრენინგებს, ლექციებსა და სემინარებს სამართლის სხვადასხვა მიმართულებით -მათ შორის საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგებისთვის. მანამდე, 2020-2021 წლებში, მორისი მუშაობდა „სოხაძე, ბარამაშვილი და პარტნიორებში“ და მუდმივმოქმედ არბიტრაჟში „სამართლიანი არბიტრი“ უმცროს იურისტად. მორისის პრაქტიკული გამოცდილება მოიცავს ბიზნესის სამართლებრივ მხარდაჭერას, ბიზნეს სუბიექტების რეგისტრაციას, სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებას და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციების სამართლებრივ მართვას. თუმცა, მისი ყველაზე ძლიერი და უკვე ოთხწლიანი გამოცდილება დაკავშირებულია საიმიგრაციო სამართალთან, რომელშიც მას მომზადებული აქვს 1000-ზე მეტი წარმატებულად დამუშავებული საიმიგრაციო საქმე.

პროფილის ნახვა
ნინო ლიპარტია | legal.ge

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

GBA
აქტიური ავტორი

ნინო ლიპარტია — სამართლის დოქტორი (PhD), ადვოკატი, სამედიცინო, შრომისა და სადაზღვევო სამართლის სპეციალისტი, 15+ წლიანი მრავალმხრივი პროფესიული გამოცდილებით. არის „Medical Disputes Centre“-ის დამფუძნებელი და პარტნიორი. ამჟამად წარმოადგენს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრს, UN Global Compact Network Georgia-ს საბჭოს წევრს, კლინიკა „იმედის“ მთავარ იურიდიულ მრჩეველს და ორგანიზაციის „Georgian Lawyers for Independent Profession“ აღმასრულებელ დირექტორს. ასევე არის აზიისა და ყურის ქვეყნების ბიზნეს პალატის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. პროფესიული საქმიანობის ფარგლებში მრავალი წლის განმავლობაში იკავებდა ხელმძღვანელ პოზიციებს სადაზღვევო სექტორში, მათ შორის იყო იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი „Ardi Insurance“-ში და მთავარი იურიდიული მრჩეველი სადაზღვევო კომპანია „Avtografi“-ში. აქვს პრაქტიკული გამოცდილება ადვოკატურ საქმიანობაში, წარმომადგენლობით სასამართლო და საარბიტრაჟო დავებში, ასევე მუშაობს არბიტრად დავების გადაწყვეტის ცენტრში (DRC). აკადემიური და პედაგოგიური მიმართულებით არის ასოცირებული პროფესორი და ლექტორი რამდენიმე წამყვან უნივერსიტეტში (Ilia State University, Grigol Robakidze University, Sulkhan-Saba University, Tbilisi State University და სხვ.), სადაც კითხულობს კურსებს სამედიცინო, შრომისა და ადამიანის უფლებათა სამართალში. ასევე აქტიურად მონაწილეობს პროფესიული ტრენინგების ჩატარებაში როგორც ტრენერი და პროგრამების ხელმძღვანელი. არის „Legal Profession Development Center“-ის დამფუძნებელი და თავმჯდომარე, მრავალი პროფესიული ფორუმისა და ტრენინგის ორგანიზატორი და სპიკერი. საერთაშორისო დონეზე მონაწილეობს კონფერენციებსა და კვლევით პროექტებში როგორც სპიკერი და დელეგატი (ევროპა, აზია), სადაც მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს: • სამედიცინო სამართალსა და ბიოეთიკას • პაციენტის ინფორმირებულ თანხმობასა და ავტონომიას • ვაქცინაციის სამართლებრივ და ეთიკურ საკითხებს • ჯანდაცვის სისტემაში სამართლებრივ რეგულირებასა და პასუხისმგებლობას • ძვირადღირებულ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიისა და სახელმძღვანელოს ავტორი და თანაავტორი, მათ შორის სამოქალაქო სამართლის კომენტარების, შრომის სამართლისა და ალტერნატიული დავების გადაწყვეტის (ADR) მიმართულებით. მისი პროფესიული საქმიანობა აერთიანებს პრაქტიკულ იურიდიულ გამოცდილებას, აკადემიურ ცოდნასა და საერთაშორისო ხედვას, რაც მიმართულია სამართლებრივი სტანდარტების გაუმჯობესებისა და ეფექტიანი სამართლებრივი მექანიზმების განვითარებაზე.

პროფილის ნახვა
სულხან კაპანაძე | legal.ge

სულხან კაპანაძე

სასამართლო წარმომადგენლობა

GBA

LCG Legal -ის მმართველი პარტნიორი, ადვოკატი საერთო სპეციალიზაციით. 12 წლიანი პროფესიული გამოცდილება, მათ შორის 10 წლიანი საადვოკატო პრაქტიკა. კერძოდ, 2013-2014 წლებში მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოცდილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროში; 2014-2015 წლებში საადვოკატო ბიურო „კორძახია&ჟღენტის“ უმცროსი ადვოკატი; ხოლო, 2015-2019 წლებში-თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი იურისტი. 2019 წლიდან იურიდიული კომპანია LCG Legal-ის დამფუძნებელი პარტნიორი. პროფესიული საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს: სანივთო სამართალი სახელშეკრულებო სამართალი, დელიქტური სამართალი, სამშენებლო სამართალი, ადმინისტრაციული სამართალი, შრომის სამართალი, საკორპორაციო სამართალი, ადამიანის უფლებათა სამართალი და წარმომადგენლობა სტრასბურგის სასამართლოში.

პროფილის ნახვა
ნინო ხუციშვილი | legal.ge

ნინო ხუციშვილი

იურისტი

ნინო ხუციშვილი არის ადვოკატი, რომელიც სპეციალიზირებულია სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში. 2016-2020 წლებში წარჩინებით დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, ხოლო 2020-2022 წლებში სწავლობდა სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში, კერძო სამართლის მიმართულებით. ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს. 2016-2018 წლებში იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თვითმმართველობის აქტიური წევრი. 2018 წელს საქმიანობდა ა(ა)იპ „ასოციაცია პირველი თანასწორთა შორის“-ში იურისტისა და ორგანიზაციის წევრის სტატუსით. მონაწილეობდა პროექტების ორგანიზებაში, ჯგუფების ხელმძღვანელობასა და მენტორობაში, მათ შორის, სკოლებს შორის იმიტირებულ სისხლის სამართლის პროცესებში. 2018 წლიდან არის ა(ა)იპ „თავისუფალი განვითარებისა და სამართლის ცენტრი“-ს თანადამფუძნებელი, სადაც აქტიურად იყო ჩართული პროექტების წერასა და ორგანიზებაში, მოლაპარაკებების წარმოებასა და ორგანიზაციულ მართვაში. 2018-2019 წლებში გაიარა სტაჟირება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის კლინიკის იურიდიული კონსულტაციის ცენტრში, 2018-2020 წლებში - მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის დაენიშნა სახელმწიფო სტიპენდია და 2019-2020 წლებში - გაიარა სახელმწიფო სტაჟირება თბილისის საქალაქო სასამართლოში. 2019-2020 წლებში მუშაობდა ადვოკატის თანაშემწედ მერიის ა(ა)იპ იურიდიულ კლინიკაში - „ჩემი ადვოკატი“. 2020-2024 წლებში მუშაობდა სს „თიბისი ბანკში“ იურისტის პოზიციაზე. მისი საქმიანობა მოიცავდა საკრედიტო და იურიდიული დოკუმენტაციის მომზადებასა და ვიზირებას, კლიენტებთან კომუნიკაციას, დოკუმენტების კანონმდებლობასთან და ბანკის შიდა სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას, საკრედიტო პროდუქტების პროგრამულ რეგისტრაციას, სესხების გაცემისა და გადაფარვის პროცედურების განხორციელებასა და საკრედიტო დოკუმენტაციის სრულ ადმინისტრირებას, ხოლო 2024 წლიდან მუშაობს იურისტად სს “პროკრედიტ ბანკში”. 2021-2024 წლებში იყო შპს „რეესტრი+“-ის ავტორიზებული პირი და ახორციელებდა საჯარო რეესტრში უძრავი ქონებისა და მასთან დაკავშირებული ცვლილებების რეგისტრაციას, ასევე, შსს მომსახურების სააგენტოში - სატრანსპორტო საშუალებების გირავნობის რეგისტრაციას. არის იურისტი და დამოუკიდებელი სპეციალისტი, რომელიც თანამშრომლობს Legal.ge-ის იურიდიული სერვისების პლატფორმასთან. 2026 წლის მარტიდან არის არასამთავრობო ორგანიზაცია "იურისტთა საერთაშორისო საზოგადოების" წევრი. მისი პროფესიული საქმიანობა მოიცავს იურიდიული კონსულტაციების გაწევას და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ აქტოვობებში აქტიურ ჩართულობას. გავლილი აქვს არაერთი პროფესიული ტრენინგი და კურსი, მიღებული აქვს უამრავი სერთიფიკატი. მისი პროფესიული კარიერა მოიცავს როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორებში მუშაობას, სადაც მან დააგროვა მნიშვნელოვანი გამოცდილება სამართლის სხვადასხვა დარგებში.

პროფილის ნახვა
იოსებ გაბარაევი | legal.ge

იოსებ გაბარაევი

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

GBA

ადვოკატი იოსებ გაბარაევი დაიბადა 1981 წლის 24 სექტემბერს ქალაქ გორში. 2003 წელს წარჩინებით დაამთავრა გორის ეკონომიკურ-ჰუმანიტარული უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. 2011 წელს სწავლა განაგრძო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურაში სისხლის სამართლის სპეციალობით. 2022 წელს წარმატებით დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი თემაზე – „ძალადობით ჩადენილი სქესობრივი დანაშაულის კვალიფიკაციის საკითხები“ და მიენიჭა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი. 2004 წლიდან ეწევა საადვოკატო საქმიანობას. 2007–2019 წლებში მუშაობდა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის შიდა ქართლის ბიუროს ადვოკატად, სადაც პროფესიული საქმიანობისთვის 2010 და 2015 წლებში გამოეცხადა მადლობა. 2019 წლიდან განაგრძობს კერძო საადვოკატო პრაქტიკას საერთო სპეციალიზაციით. პარალელურად მრავალი წელია ჩართულია აკადემიურ საქმიანობაში. არის გორის ეკონომიკურ-ჰუმანიტარული უნივერსიტეტის მოწვეული სპეციალისტი და კითხულობს პრაქტიკულ სასწავლო კურსებს, მათ შორის – „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებას“. 2024 წლის მარტიდან არის თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, ხოლო 2024 წლის ოქტომბრიდან – საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ასოცირებული პროფესორი; ასევე, 2025 წლიდან თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის პროფესორი. არის ორგანიზაცია „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის“ დირექტორთა საბჭოს წევრი. მისი საქმიანობა მოიცავს ადვოკატთა პროფესიული განვითარებისა და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას, ტრენინგების, სამუშაო შეხვედრებისა და საერთაშორისო სასწავლო ვიზიტების ორგანიზებას. არის რამდენიმე სამეცნიერო სტატიის ავტორი, მონაწილეობს ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, მათ შორის ევროპის სამართლის ინსტიტუტის (European Law Institute – ELI) ყოველწლიურ კონფერენციებსა და პროფესიულ შეხვედრებში, მათ შორის მომხსენებლის სტატუსით. 2024 წლიდან არის სამედიცინო სამართლის მსოფლიო ასოციაციის წევრი. ჩაბარებული აქვს ადვოკატთა, პროკურატურის მუშაკთა და მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდები სისხლის სამართლის სპეციალობით. გავლილი აქვს არაერთი პროფესიული ტრენინგი სისხლის სამართლის, სასამართლო უნარ-ჩვევების, ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტების, ოჯახში ძალადობისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით. პროფესიული განვითარების მიზნით არაერთხელ იმყოფებოდა სასწავლო ვიზიტებით ევროკავშირის ინსტიტუტებში, მათ შორის ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოში, ევროკომისიაში, ევროკავშირის პარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოში. პროფესიული საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია სისხლის სამართალი, სისხლის სამართლის პროცესი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ადამიანის უფლებები, სქესობრივი დანაშაულები და საადვოკატო პრაქტიკა.

პროფილის ნახვა
ᲔᲑ

ეთერ ბეჟანიშვილი

იურისტი

ავტორი

იურისტი ეთერ ბეჟანიშვილმა დაამთავრა სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი ბაკალავრის ხარისხით. სწავლის პერიოდში მან სრულად აითვისა როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული კურსი სამოქალაქო და სისხლის სამართლის მიმართულებებით. პროფესიული უნარ-ჩვევები და კომპეტენცია: სასამართლო წარმოება: ფლობს პირველი ინსტანციის სასამართლოში მუშაობისთვის საჭირო ყველა კომპეტენციას. დოკუმენტბრუნვა: აქვს სასამართლოსთვის წარსადგენი დოკუმენტაციის სრული პაკეტის შეგროვების, სისტემატიზაციისა და მოწესრიგების პრაქტიკული გამოცდილება. სახელშეკრულებო სამართალი: შეუძლია კომპანიებისთვის სხვადასხვა ტიპის იურიდიული ხელშეკრულებების ფორმების შემუშავება და შედგენა.

პროფილის ნახვა