შერჩეული სპეციალისტები
ნაპოვნია 1 სპეციალისტიშესაბამისი მიმართულებები:განათლების სამართალიმაქს. 3 სპეციალისტისრული დირექტორიის ნახვა
იურისტი
იურისტი
ლიანა ზაგაშვილი არის იურისტი 7-წლიანი პროფესიული გამოცდილებით. 2020 წელს მან დაასრულა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატი. 2022 წელს მას მიენიჭა სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში, სადაც 2023 წლიდან სწავლას განაგრძობს სადოქტორო პროგრამაზე. მისი პროფესიული გამოცდილება მოიცავს როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში საქმიანობას. Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, იგი ორჯერ იყო ნომინირებული სადოქტორო კვლევისთვის და იმყოფებოდა კვიპროსის ღია უნივერსიტეტში (Open University of Cyprus, 2025 წ.) და ესპანეთში, კადისის უნივერსიტეტში (Universidad de Cádiz, 2026 წ.). ლიანა დასაქმებულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის (DPO) პოზიციაზე სხვადასხვა ორგანიზაციაში, ხოლო 2020 წლიდან არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტი. მისი სამეცნიერო-კვლევითი ინტერესის სფეროს წარმოადგენს ხელოვნური ინტელექტი და საავტორო უფლებების დაცვა ლიტერატურულ ნაწარმოებებთან მიმართებით. იგი ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო სამართლის თემატიკაზე გამოქვეყნებული არაერთი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორია. მისი ძირითადი სპეციალიზაცია სწორედ ინტელექტუალური საკუთრების სამართალს მოიცავს.