Legal.geLegal.ge
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს პროფესიული მარკეტფლეისი.

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961

თბილისი, საქართველო

სპეციალისტთა კატალოგი

სისხლის სამართალი ადვოკატისისხლის სამართალი იურისტისამოქალაქო სამართალი ადვოკატისამოქალაქო სამართალი იურისტიკორპორაციული და კომერციული სამართალი ადვოკატიკორპორაციული და კომერციული სამართალი იურისტიშრომის სამართალი ადვოკატიშრომის სამართალი იურისტისაგადასახადო სამართალი ადვოკატისაგადასახადო სამართალი იურისტიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა ადვოკატიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა იურისტი

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

  1. მთავარი
  2. /
  3. კომპანიები
  4. /
  5. "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"
"გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"

"გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"

„გიორგი ფანცულაია და პარტნიორები“ თანამედროვე ქართული იურიდიული ფირმაა, რომელიც მაღალი ხარისხის იურიდიულ მომსახურებას სთავაზობს ფიზიკურ პირებს, ბიზნესებსა და საერთაშორისო კლიენტებს. ჩვენი საქმიანობა ორიენტირებულია სიზუსტეზე, გამჭვირვალობასა და გაზომვად შედეგებზე.

ვერიფიცირებული
თბილისი, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის 1, ოფისი 33თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, გორი, თელავი, გურჯაანი, ზუგდიდი, ფოთი, ახალციხე, რუსთავი, დუშეთი, ბაღდათი, ამბროლაური, ბოლნისი, ბორჯომი, ზესტაფონი, მარტვილი, ოზურგეთი, სამტრედია, საგარეჯო, სიღნაღი, კასპი, მარნეული, ლანჩხუთი, საჩხერე, ქარელი, სენაკი, ონი, მცხეთა, დმანისი, გარდაბანი, თიანეთი, ცაგერი, ყვარელი, ჭიათურა, ხონი, ხელვაჩაური, ჩხოროწყუ, ხაშური, ჩოხატაური, ქობულეთი, ტყიბული, ხაშური
მია ზოიძელექსო სვიმონიშვილიგურანდა გრიგოლიაგიორგი ფანცულაია
4 სპეციალისტი

პლატფორმაზე

რუკაზე ნახვა

პირდაპირი კონტაქტი

ვერიფიცირებული

4 სპეციალისტი

ჩვენი სპეციალისტები

მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

მია ზოიძე არის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ადვოკატი და იურიდიული კომპანია „გიორგი ფანცულაია და პარტნიორები“-ს დამფუძნებელი პარტნიორი. იგი ფლობს სამართლისა და სოციალური ფსიქოლოგიის მაგისტრის ხარისხებს და პროფესიულ საქმიანობაში აქტიურად იყენებს როგორც სამართლებრივ ცოდნას, ასევე კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების ფსიქოლოგიურ მიდგომებს. მია ზოიძე მუშაობს სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით. მისი პრაქტიკა მოიცავს ბიზნესთან დაკავშირებულ დავებს, ხელშეკრულებით ურთიერთობებს, ქონებრივ და საოჯახო საკითხებს, ასევე რთულ და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საქმეებს. ჩაბარებული აქვს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სპეციალიზაციის გამოცდები როგორც სისხლის, ასევე სამოქალაქო სამართლის სფეროში. პრაქტიკის განმავლობაში მონაწილეობდა საზოგადოებისთვის ცნობილ არაერთ რეზონანსულ საქმეში. აქვს გამოცდილება მედიასთან, ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დიპლომატიურ კორპუსთან, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან და სახელმწიფო ინსტიტუტებთან თანამშრომლობის მიმართულებით. მია ზოიძე ახორციელებს სამართლებრივ წარმომდგენლობას ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.

4 ბეჯისაბანკო დავებიმემკვიდრეობისა და ქონების სამართალი+3
პროფილის ნახვა
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

ლექსო სვიმონიშვილი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი და სისხლის სამართლის მიმართულების ადვოკატია. მას აქვს მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება ამ სფეროში. პრაქტიკის განმავლობაში ჩართული იყო არაერთ მნიშვნელოვან სისხლის სამართლის საქმეში, რომელთა დიდი ნაწილი წარმატებით დასრულდა. მუშაობისას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საქმის დეტალურ შესწავლას და დაცვის ეფექტური სტრატეგიის დაგეგმვას. მისთვის მნიშვნელოვანია კლიენტთან ღია და გულწრფელი ურთიერთობა - ცდილობს, თითოეულ ადამიანს ჰქონდეს განცდა, რომ მისი საქმე ნამდვილად მნიშვნელოვანია და პროცესში გვერდით ჰყავს სანდო და ერთგული დამცველი. 2022 წლიდან არის იურიდიული კომპანია „გიორგი ფანცულაია და პარტნიორები“-ს წევრი ადვოკატი. ჩაბარებული აქვს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სპეციალიზაციის გამოცდა. გამოირჩევა პრინციპულობითა და საქმისადმი მაღალი პასუხისმგებლობით.

3 ბეჯიაპელაციაძალადობრივი დანაშაულები და ადამიანის უფლებები+3
პროფილის ნახვა
გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

ვარ სერტიფიცირებული ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით. მაქვს დამატებითი სპეციალიზაცია ბავშვთა უფლებებისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით. ამჟამად ვსაქმიანობ კერძო საადვოკატო ბიუროში “გიორგი ფანცულაია და ადვოკატები” სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით. ჩემი პროფესიული საქმიანობა მოიცავს, როგორც კლიენტების ინტერესების დაცვას სასამართლო და ადმინისტრაციულ ორგანოებში, ისე კომპლექსურ სამართლებრივ კონსულტაციებსა და სახელშეკრულებო ურთიერთობების მართვას. ჩემი სამუშაო პრაქტიკა დაიწყო 2014 წლიდან, მაქვს კერძო და საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, რაც მეხმარება კლიენტის პრობლემას შევხედო კომპლექსურად. რაში შემიძლია დაგეხმაროთ: ინდივიდუალური და ბიზნეს კონსულტაციები (ონლაინ და ფიზიკურად); წარმომადგენლობა სასამართლოში, სახელმწიფო უწყებებსა და კერძო ორგანიზაციებში; სამართლებრივი დოკუმენტების, ხელშეკრულებებისა და სარჩელების მომზადება; დავები განათლების სამართლის მიმართულებით; შრომის სამართლის მიმართულებით; საოჯახო და სამემკვიდრეო სამართალი; ბავშვთა უფლებები; საკორპორაციო სამართალი; განათლება და აკრედიტაცია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრი -(2010-2014) აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო სამართლის მაგისტრი-(2014-2017) ჩემი მიდგომა ჩემთვის უმთავრესია პროფესიული ეთიკა, კლიენტთან ღია, გამჭვირვალო კომუნიკაცია და მისი ინტერესების მაქსიმალური დაცვა. მიზნად ვისახავ, რომ იურიდიული პროცესი კლიენტისთვის იყოს მაქსიმალურად მარტივი, გასაგები და სტრესისგან თავისუფალი. სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, გერმანული, რუსული;

3 ბეჯი
პროფილის ნახვა
გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

გიორგი ფანცულაია არის სისხლის სამართლის მიმართულების ადვოკატი და იურიდიული კომპანია „გიორგი ფანცულაია და პარტნიორები“-ს დამფუძნებელი და დირექტორი. 2025 წლის 14 დეკემბერს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების გადაწყვეტილებით არჩეულ იქნა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად. აქვს 13-წლიანი წარმატებული საადვოკატო პრაქტიკა სისხლის სამართლის სფეროში. პროფესიული საქმიანობის მანძილზე მონაწილეობდა განსაკუთრებით რთულ და რეზონანსულ საქმეებში, მათ შორის პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების, დეკანოზ გ.მ.-ის ე.წ. „ციანიდის“, ტელეკომპანია „იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფის“, „კავკასიის ავტო იმპორტის“ საქმეებში, ასევე კლუბ „ბასიანის“ სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებული პირების, ნამახვანჰესის პროტესტთან დაკავშირებულ საქმეებში და სხვადასხვა საზოგადოებრივად მნიშვნელოვან პროცესებში. მუშაობისას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს კეთილსინდისიერებას, პროფესიულ ეთიკას და კლიენტის ინტერესების თანმიმდევრულ დაცვას. გიორგი ფანცულაიას აქვს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სამართალწარმოების პრაქტიკა. ასევე ფლობს მედიასთან ურთიერთობის მრავალწლიან გამოცდილებას და ხშირად მონაწილეობს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან სამართლებრივ საკითხებზე საჯარო განხილვებსა და პროფესიულ დისკუსიებში. 2018 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მენტორი ადვოკატი. 2016 წელს წარმატებით ჩააბარა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სპეციალიზაციის გამოცდა. გარდა პრაქტიკული საქმიანობისა, აქტიურად არის ჩართული პროფესიულ და საგანმანათლებლო პროექტებში. 2014–2015 წლებში იყო მიწვეული ტრენერი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საპარლამენტო დებატების მიმართულებით. 2014 წელს გახდა საქართველოს ჩემპიონი იურისტებს შორის საპარლამენტო დებატებში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ეგიდით. 2010 წელს წარმატებით ჩააბარა საქართველოს პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა. 2010–2014 წლებში მონაწილეობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თბილისის ოფისის მნიშვნელოვან პროექტებში. გიორგი ფანცულაიამ სამართლის მაგისტრის ხარისხი წარჩინებით მოიპოვა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ხოლო უფრო ადრე წარჩინებით დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ბაკალავრიატი. გაიარა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თბილისის სასწავლო ცენტრის განგრძობადი განათლების კურსები სისხლისა და სამოქალაქო სამართლის მიმართულებით.

3 ბეჯისპეციალიზებული ადვოკატირება და ექსტრადიციასაზოგადოებრივი წესრიგი და ორგანიზებული დანაშაული+3
პროფილის ნახვა

კომპანიის შესახებ

იურიდიული კომპანია „გიორგი ფანცულაია და პარტნიორები“ ბოლო წლების ქართული იურიდიული სფეროს ისტორიის განუყოფელი ნაწილია. კომპანიამ დაფუძნებიდან დღემდე სამართლის სხვადასხვა დარგის მიმართულებით ორასზე მეტი წარმატებული საქმე აწარმოა. კომპანიის ადვოკატებმა აწარმოეს ისეთი საყოველთაოდ ცნობილი და რეზონანსული სისხლის სამართლის საქმეები როგორიცაა, პრემიერ მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული, დეკანოზ გ.მ, ე.წ "ციანიდის"; კლუბ ბასიანის სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებულების; ნამახვანჰესის საქმესთან, ასევე სხვადასხვა ცნობილ პოლიტიკოსთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეები. კომპანიის ადვოკატები იცავდნენ ისეთი დიდი და ცნობილ ორგანიზაციების ინტერესებს, როგორიცაა ტელეკომპანია „იბერია“ და „ომეგა ჯგუფი“; საერთაშორისო კომპანია „კავკასიის ავტოიმპორტი“ და სხვა. ჩვენი კომპანიის კლიენტები არიან ასევე უცხოელი ინვესტორები და ცნობილი ევროპული კომპანიები, როგორიცაა: Santander Consumer Bank AG, EOS Investment GmbH, AVS Group და სხვა. კომპანიის ადვოკატებს აქვთ გამოცდილება ტელევიზიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დიპლომატიურ კორპუსთან, სახალხო დამცველის აპარატთან და სახელმწიფო ინსტიტუტებთან საქმიანი თანამშრომლობისა. კომპანია "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები" კლიენტს სთავაზობს იურიდიული სერვისების ფართო სპექტრს. ჩვენ ვმუშაობთ სისხლის სამართლის, ადმინისტრაციული სამართლის, კერძო (სამოქალაქო) სამართლის მიმართულებით, ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივრის წარდგენა/წარმომადგენლობის მიმართულებით.

სპეციალიზაციები

საბანკო დავებიმემკვიდრეობისა და ქონების სამართალიაპელაციაიმიგრაციის დავებილტოლვილისა და თავშესაფრის სამართალივიზები და ბინადრობაძალადობრივი დანაშაულები და ადამიანის უფლებებიეკონომიკური და კიბერდანაშაულებისაზოგადოებრივი წესრიგი და ორგანიზებული დანაშაულისპეციალიზებული ადვოკატირება და ექსტრადიცია

მისია

ჩვენი მისიაა კლიენტებისთვის ეფექტური, პროფესიული და შედეგზე ორიენტირებული იურიდიული მხარდაჭერის უზრუნველყოფა, სამართლიანობის, პასუხისმგებლობისა და მაღალი პროფესიული ეთიკის პრინციპებზე დაყრდნობით

ხედვა და ღირებულებები

ჩვენი ღირებულებებია; ● სანდოობა, ● კლიენტზე ორიენტირებულობა ● ხარისხი, ● პროფესიონალიზმი, ● შეუპოვრობა, ● თანასწორობა, ● ხელმისაწვდომობა, ● მუდმივი განვითარება, ასევე კომპანიის მნიშვნელოვანი მისიაა, დაეხმაროს ახალგაზრდა სპეციალისტებს, იპოვონ ადგილი ჩვენს გუნდში, განვითარდნენ პროფესიულად და შემოუერთდნენ კომპანიის ღირებულებებს.

როგორ ვმუშაობთ

ჩვენი მუშაობა ეფუძნება სიზუსტეს, სტრატეგიასა და შედეგზე ორიენტირებულ მიდგომას. ყოველი საქმე იწყება დეტალური ანალიზით, რის შემდეგაც ვამუშავებთ მკაფიო სამართლებრივ სტრატეგიას, მორგებულს კლიენტის მიზნებზე. პროცესის განმავლობაში ვუზრუნველყოფთ გამჭვირვალე კომუნიკაციას და ვმოქმედებთ ეფექტურად, პრაქტიკული შედეგის მისაღწევად.

ისტორია

იურიდიული კომპანია „გიორგი ფანცულაია და პარტნიორები“ დაარსდა 2018 წელს და კლიენტებს სთავაზობს შედეგზე ორიენტირებულ იურიდიულ მომსახურებას

ქალაქები, რომლებშიც ვმუშაობთ

თბილისიბათუმიქუთაისიგორითელავიგურჯაანიზუგდიდიფოთიახალციხერუსთავიდუშეთიბაღდათიამბროლაურიბოლნისიბორჯომიზესტაფონიმარტვილიოზურგეთისამტრედიასაგარეჯოსიღნაღიკასპიმარნეულილანჩხუთისაჩხერექარელისენაკიონიმცხეთადმანისიგარდაბანითიანეთიცაგერიყვარელიჭიათურახონიხელვაჩაურიჩხოროწყუხაშურიჩოხატაურიქობულეთიტყიბულიხაშური
კონტაქტი
მია ზოიძელექსო სვიმონიშვილიგურანდა გრიგოლიაგიორგი ფანცულაია
4 სპეციალისტი

პლატფორმაზე

რუკაზე ნახვა

პირდაპირი კონტაქტი

ვერიფიცირებული