LegalGELegalGE
ჩვენ შესახებსპეციალისტებისერვისებიტრენინგებიბლოგიკონტაქტი
...
Loading...
ჩვენ შესახებსპეციალისტებისერვისებიტრენინგებიბლოგიკონტაქტი
Loading...
LEGAL.GELEGAL.GE

საქართველოს პროფესიული მარკეტფლეისი.

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • სერვისები
  • კომპანიები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge

+995 551 911 961

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

ი

იურიდიული კომპანია IPLC

ჩვენი საქმიანობის სფეროებია: სამოქალაქო სამართალი და სამოქალაქო-საპროცესო სამართალი; ადმინისტრაციული და ადმინისტრაციული-საპროცესო სამართალი; სანივთო სამართალი; მემკვიდრეობითი სამართალი; საოჯახო სამართალი; სამეწარმეო და კორპორატიული სამართალი; სადაზღვევო სამართალი; შრომის სამართალი; ინტელექტუალური საკუთრების სამართალი; საგადასახადო სამართალი; კონსტიტუციური სამართალი;

info.01199@gmail.com
+995551911961
19 კოტე მარჯანიშვილის ქუჩა, თბილისი 0102, საქართველო

კომპანიის შესახებ

IPLC-ის მიზანია, თითოეულ ადამიანს ჰქონდეს შესაძლებლობა დაიცვას თავისი უფლებები. აღნიშნული მიზნის მისაღწევად ჰყავდეს ისეთი წარმომადგენელი, რომელიც მისი უფლებების დასაცავად იბრძოლებს და აღადგენს სამართლიანობას.

მისია

ჩვენი მისიაა კლიენტებს მივაწოდოთ სანდო, ეფექტიანი და დროული იურიდიული მომსახურება, პროფესიონალიზმისა და ეთიკის მაღალი სტანდარტების დაცვით, რათა უზრუნველვყოთ მათი უფლებებისა და ინტერესების მაქსიმალური დაცვა.

ხედვა და ღირებულებები

ჩვენი მისიაა კლიენტებს შევთავაზოთ მაღალი ხარისხის, პროფესიული და პასუხისმგებლიანი იურიდიული მომსახურება, მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ეფექტიანი დაცვის მიზნით.

ისტორია

კომპანია დაარსდა 2021 წლის თებერვალში მაღალი კვალიფიკაციის მქონე ადვოკატის, ია ფიროსმანაშვილის მიერ. დაარსების დღიდან კომპანია ორიენტირებულია პროფესიონალიზმზე, პასუხისმგებლობასა და კლიენტების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ეფექტიან დაცვაზე. კომპანიაში დასაქმებულია არაერთი პროფესიონალი ადვოკატი, რომლებიც თავიანთი გამოცდილებითა და ცოდნით უზრუნველყოფენ კლიენტებისთვის ხარისხიან და ეფექტიან იურიდიულ მომსახურებას. კომპანიის საქმიანობა ეფუძნება ეთიკის მაღალი სტანდარტების დაცვას, კანონის უზენაესობის პრინციპებსა და კლიენტებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბებას.

როგორ ვმუშაობთ

ჩვენი კომპანია მუშაობს კლიენტზე ორიენტირებული მიდგომით და თითოეულ საქმეს განიხილავს ინდივიდუალურად. ჩვენი მუშაობის პროცესი მოიცავს რამდენიმე ძირითად ეტაპს: 1. კონსულტაცია და პრობლემის ანალიზი ვუსმენთ კლიენტის საჭიროებებს, ვსწავლობთ საქმის გარემოებებს და ვაფასებთ სამართლებრივ მდგომარეობას. 2. სამართლებრივი სტრატეგიის შემუშავება საქმის დეტალური ანალიზის საფუძველზე ვადგენთ ეფექტიან სამართლებრივ სტრატეგიას და კლიენტთან ერთად ვგეგმავთ შემდგომ ნაბიჯებს. 3. იურიდიული მომსახურების გაწევა ვუზრუნველყოფთ დოკუმენტების მომზადებას, სამართლებრივ წარმომადგენლობას სასამართლოში და კლიენტის ინტერესების დაცვას სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო უწყებაში. 4. მუდმივი კომუნიკაცია კლიენტთან კლიენტი პროცესის ყველა ეტაპზე იღებს სრულ და დროულ ინფორმაციას საქმის მიმდინარეობის შესახებ. 5. შედეგზე ორიენტირებული მუშაობა ჩვენი მთავარი მიზანია კლიენტისთვის საუკეთესო სამართლებრივი შედეგის მიღწევა.