JustLaw

JustLaw

ვერიფიცირებული
ზუბალაშვილი 31ბათუმი

კომპანიის შესახებ

JustLaw იურიდიული კომპანიაა ბათუმში, რომელიც ფიზიკურ პირებსა და ბიზნესს სთავაზობს იურიდიულ კონსულტაციას, კომპანიის რეგისტრაციასა და მუდმივ იურიდიულ მომსახურებას - აუთსორსინგს. კონსულტაციები ტარდება ოფისში და დისტანციურად. განვიხილავთ თქვენს საკითხს, ვაფასებთ დოკუმენტებსა და სამართლებრივ რისკებს და გთავაზობთ შემდგომ ნაბიჯებს. ვმუშაობთ სამოქალაქო, სისხლისა და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით, მათ შორის ბიზნეს, ქონებრივ, შრომით, საოჯახო და სამემკვიდრეო დავებზე. ასევე ვუწევთ სამართლებრივ დახმარებას მიგრაციის, სამედიცინო სამართლისა და აღსრულების საკითხებზე. ვამზადებთ ხელშეკრულებებს, ვმონაწილეობთ მოლაპარაკებებში და ვიცავთ კლიენტების ინტერესებს სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში.