Legal.geLegal.ge
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს პროფესიული მარკეტფლეისი.

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961

თბილისი, საქართველო

სპეციალისტთა კატალოგი

სისხლის სამართალი ადვოკატისისხლის სამართალი იურისტისამოქალაქო სამართალი ადვოკატისამოქალაქო სამართალი იურისტიკორპორაციული და კომერციული სამართალი ადვოკატიკორპორაციული და კომერციული სამართალი იურისტიშრომის სამართალი ადვოკატიშრომის სამართალი იურისტისაგადასახადო სამართალი ადვოკატისაგადასახადო სამართალი იურისტიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა ადვოკატიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა იურისტი

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

  1. მთავარი
  2. /
  3. კომპანიები
  4. /
  5. შპს სტრატეგიულ მრჩეველთა ჯგუფი
შპს სტრატეგიულ მრჩეველთა ჯგუფი

შპს სტრატეგიულ მრჩეველთა ჯგუფი

ვერიფიცირებულიEnterprise
Irakli Abashidze Street, T'bilisi, Georgiaთბილისი
სალომე კობერიძე
1 სპეციალისტი

პლატფორმაზე

ვებსაიტირუკაზე ნახვა

პირდაპირი კონტაქტი

ვერიფიცირებული

1 სპეციალისტი

ჩვენი სპეციალისტები

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

იურისტი

სალომე კობერიძე არის Strategic Counsel Group-ის პარტნიორი 10 წელზე მეტი პროფესიული გამოცდილებით საკორპორაციო და სამოქალაქო სამართლის სფეროებში. მისი საქმიანობა მოიცავს ბიზნეს პროცესების სრულ სამართლებრივ მხარდაჭერას, სასამართლოში წარმომადგენლობის ჩათვლით. პროფესიული საქმიანობის ფარგლებში მან მნიშვნელოვანი გამოცდილება შეიძინა სხვადასხვა სექტორში ოპერირებად მსხვილ ორგანიზაციებში მუშაობისას, მათ შორის, შპს „ჯიარ ლოგისტიკში“ (სს „საქართველოს რკინიგზის“ შვილობილი კომპანია), შპს „საქართველოს ფოსტასა“ და სავაჭრო მარკეტების ქსელ შპს “გვირილა რითეილში”, სადაც პასუხისმგებელი იყო ორგანიზაციების საქმიანობის სრულ სამართლებრივ მხარდაჭერაზე. პარალელურად სალომე კობერიძე ეწევა აქტიურ აკადემიურ საქმიანობას, არის სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის აფილირებული ასისტენტი და დოქტორანტი, მონაწილეობს საერთაშორისო აკადემიურ პროექტებსა და სამართლებრივ კვლევებში. სალომე კობერიძე არის არაერთი სტატიის ავტორი. მისი აკადემიური და პროფესიული გამოცდილება მოიცავს საერთაშორისო კომპონენტებს, მათ შორის, დოქტორანტურის საფეხურზე სწავლას კადისის უნივერსიტეტში (Cadiz University, Spain) და კვლევით ვიზიტს მაქს პლანკის ინსტიტუტში (Max Planck Institute for Comparative and International Private Law in Hamburg, Germany).

საბანკო დავებისახელშეკრულებო სამართალი+20
პროფილის ნახვა

კომპანიის შესახებ

Strategic Counsel Group წარმოადგენს მაღალკვალიფიციური იურისტებისა და აუდიტორების გუნდს, რომელსაც აქვს მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. ჩვენი პროფესიული კომპეტენცია ეფუძნება კომპლექსურ სამართლებრივ ცოდნას, სტრატეგიულ ხედვასა და ბიზნესის საჭიროებებზე მორგებულ პრაქტიკულ მიდგომებს. ჩვენი გუნდი წარმატებით უწევს სამართლებრივ მომსახურებას მსხვილ ინფრასტრუქტურულ, ენერგეტიკულ, სამშენებლო, არქიტექტურულ და საპროექტო კომპანიებს, ასევე სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია სახელმწიფო შესყიდვებთან, ადმინისტრაციულ ზედამხედველობასთან, მაღალი რისკის შემცველ კერძო-სამართლებრივ გარიგებებსა და მათთან დაკავშირებულ პოტენციურ დავებთან. ჩვენი მომსახურების ძირითადი მიმართულება არის კლიენტისთვის ეფექტიანი სამართლებრივი თავდაცვის სისტემის შექმნა, რომელიც ორიენტირებულია რისკების წინასწარ იდენტიფიცირებაზე, მინიმიზაციასა და ზიანის პრევენციაზე.

სპეციალიზაციები

საბანკო დავებისახელშეკრულებო სამართალივალდებულებითი სამართალისაკუთრების სამართალიდელიქტური სამართალიბიზნეს შესაბამისობაკორპორაციული ფორმირება და სტრუქტურირებაკორპორაციული მართვაშერწყმა-შეძენა და ტრანზაქციებიაპელაციასამოქალაქო სასამართლოკორპორაციული დავებისარჩელის უზრუნველყოფა და დროებითი ღონისძიებებისაავტორო უფლებებისასაქონლო ნიშნებიშრომითი ხელშეკრულებები და ურთიერთობებიშრომითი დავებიშრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა და შემცირებასამუშაო ადგილის პოლიტიკა და პროცედურებისამშენებლო ნებართვებივიზები და ბინადრობასამუშაო ნებართვა

ხედვა და ღირებულებები

კომპანიის მიდგომა ეფუძნება პროცესების მრავალმხრივ ანალიზს და მათ შეფასებას ყველა დაინტერესებული მხარის პერსპექტივიდან, რაც საშუალებას გვაძლევს წინასწარ გამოვავლინოთ პოტენციური რისკები და თავიდან ავირიდოთ მოვლენების ნეგატიური განვითარება. Strategic Counsel Group ახორციელებს ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი რისკების კვალიფიციურ შეფასებას და კლიენტებს სთავაზობს რეკომენდაციებს სანდო და საკმარისი ინფორმაციის საფუძვლიან სამართლებრივ ანალიზზე დაყრდნობით, რაც უზრუნველყოფს ინფორმირებული ბიზნესგადაწყვეტილებების მიღებას. ჩვენ ვმართავთ სამართლებრივ სტრატეგიას — ბიზნესგადაწყვეტილებას იღებს კლიენტი. ჩვენი მიზანია, კლიენტებმა დაგვინახონ არა მხოლოდ როგორც წარმომადგენლები სასამართლოში მიმდინარე დავებზე, არამედ როგორც სტრატეგიული სამართლებრივი მრჩეველი და პარტნიორი, რომელიც მართავს კლიენტის ურთიერთობებს მესამე პირებთან, მათ შორის, სახელმწიფო უწყებებთან. თანამედროვე ბიზნესგარემოში სამართლებრივი რეაგირება საკმარისი აღარ არის — გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს წინასწარ ჩამოყალიბებული, გამართული და მუდმივად კონტროლირებადი სამართლებრივი დაცვის სისტემა, რომლის შექმნაც წარმოადგენს ჩვენი საქმიანობის ცენტრალურ ღირებულება.

ქალაქები, რომლებშიც ვმუშაობთ

თბილისი
კონტაქტი
სალომე კობერიძე
1 სპეციალისტი

პლატფორმაზე

ვებსაიტირუკაზე ნახვა

პირდაპირი კონტაქტი

ვერიფიცირებული