საოქმო ჩანაწერიმეორე კოლეგიამიღებულია არსებითად განსახილველად

№2/1/130· 29.03.2002

საქართველოს მოქალაქე გურამ შამანიდის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს წინააღმდეგ

„ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიიდან შემოყვანილი სატრანსპორტო საშუალებათა ექსპულუატაციის საკითხების მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 10 თებერვლის N46/02 ერთობლივი ბრძანების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებთან, მე-13 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, მე-14 მუხლთან, 22-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, მე-40 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით.

საკვანძო სამართლებრივი პოზიცია და ტესტი

სტრუქტურირებული ანალიზი (AI) · გადაამოწმეთ ტექსტში

განხილული საკითხები

  • მიიღო თუ არა სასამართლომ არსებითად განსახილველად სარჩელი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის შესახებ მინისტრთა ერთობლივი ბრძანების წინააღმდეგ?
  • ერთობლივი ბრძანების კონსტიტუციურობის არსებითი განხილვა

    დასაშვებია

    სასამართლომ გურამ შამანიდის სარჩელი ერთობლივი ბრძანების კონსტიტუციურობის თაობაზე არსებითად განსახილველად მიიღო.

    შეფასების სტანდარტი:
    სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების დასაშვებობის სტანდარტი
    გამოყენების ფარგლები:
    განხილვა შეეხება ბრძანების კონსტიტუციურობას მითითებულ კონსტიტუციურ დებულებებთან მიმართებით; არსებით საკითხზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

აქტის სრული ტექსტი

22 პარაგრაფი
სატიტულო ნაწილი და რეკვიზიტები (7 პარაგრაფი)

კოლეგიის შემადგენლობა:

1.ოთარ ბენიძე - თავმჯდომარე;

2.ლამარა ჩორგოლაშვილი - წევრი;

3. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;

4.ზაურ ჯინჯოლავა - წევრი.

სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.

საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე გურამ შამანიდი.

სრული ტექსტი

§7

კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შემოტანილია 2000 წლის 27 მარტს.

§8

კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის საფუძვლად დასახელებულია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.

§9

დავის საგანი: „ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიიდან შემოყვანილი სატრანსპორტო საშუალებათა ექსპულუატაციის საკითხების მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 10 თებერვლის N46/02 ერთობლივი ბრძანების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებთან, მე-13 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, მე-14 მუხლთან, 22-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, მე-40 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით.

§10

საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე გურამ შამანიდის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს წინააღმდეგ.

§11

იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტისა „ა“ ქვეპუნქტითა და მე-2 პუნქტით, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით, მე-18 მუხლით, 21-ე მუხლის პირველი პუნქტით და 22-ე მუხლით,

III. სარეზოლუციო ნაწილი

§12

საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია ა დ გ ე ნ ს:

1.

მიღებულ იქნეს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად მოქალაქე გურამ შამანიდის კონსტიტუციური სარჩელის „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიიდან შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებათა ექსპლუატაციის საკითხების მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 10 თებერვლის N46/02 ერთობლივი ბრძანების კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებთან, მე-13 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, მე-14 მუხლთან, 22-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, მე-40 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით.

2.

პირველ პუნქტში დასახელებულ კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით მოპასუხეა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინსტრო და საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტრო;

3.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია;

4.

საქმეს არსებითად განხილვა დაიწყოს 11 აპრილს 11 საათზე;

5.

საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

შემადგენლობა და ხელმოწერები (4 პარაგრაფი)

ოთარ ბენიძე (თავმჯდომარე)

ლამარა ჩორგოლაშვილი (წევრი)

ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი (წევრი, მომხსენებელი მოსამართლე)

ზაურ ჯინჯოლავა (წევრი)

წყარო: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო (constcourt.ge). გადაწყვეტილების ოფიციალური ტექსტი.