№1/15/213· 31.12.2002
საქართველოს მოქალაქეები - უტა ლიპარტია, გიორგი ხმელიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 39-ე მუხლებთან მიმართებით.
საკვანძო სამართლებრივი პოზიცია და ტესტი
სტრუქტურირებული ანალიზი (AI) · გადაამოწმეთ ტექსტშიგანხილული საკითხები
- მიიღება თუ არა არსებითად განსახილველად სარჩელი თბილისის მერის დანიშვნის წესის კონსტიტუციურობის შესახებ?
სარჩელის არსებითად განსახილველად მიღება
დასაშვებიასარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, რადგან ძირითადად დაცულია ფორმალური მოთხოვნები, მოსარჩელეები უფლებამოსილი სუბიექტები არიან, დავა სასამართლოს განსჯადია და მიუღებლობის საფუძველი არ არსებობს.
- შეფასების სტანდარტი:
- სარჩელის ფორმალური მოთხოვნების, მოსარჩელის უფლებამოსილების, სასამართლოს განსჯადობისა და მიუღებლობის საფუძვლების შემოწმება
- გამოყენების ფარგლები:
- განხილვის საგანია 22-ე მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადება კონსტიტუციის მე-14 და 39-ე მუხლებთან მიმართებით.
სადავო ნორმები და შედეგი
- პროცესუალური / დასაშვებობა
აქტის სრული ტექსტი
25 პარაგრაფისატიტულო ნაწილი და რეკვიზიტები (9 პარაგრაფი)
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ბესარიონ ზოიძე (სხდომის თავმჯდომარე);
2. ავთანდილ აბაშიძე;
3. იაკობ ფუტკარაძე (მომხსენებელი მოსამართლე);
4. ნიკოლოზ შაშკინი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები - უტა ლიპარტია, გიორგი ხმელიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ .
დავის საგანი: „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 39-ე მუხლებთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე გიორგი ხმელიძის წარმომადგენლები ლევან ჩხეიძე და გიორგი ბერიშვილი.
სრული ტექსტი
საქართველოს მოქალაქეების უტა ლიპარტიასა და გიორგი ხმელიძის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას 2002 წლის 20 დეკემბერს გადმოეცა არსებითად განხილვისათვის მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით. კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა 26 დეკემბერს გაიმართა.
კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტი აწესებს აშკარა დისკრიმინაციას მოქალაქეთა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. რუსთავის, ქუთაისისა და ბათუმის მერებს ირჩევენ მათივე თანამოქალაქეები. თბილისის მოქალაქეებს კი არ აქვთ მერის არჩევის უფლება. სადავო ნორმის ძალით, თბილისის მერს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
მოსარჩელეები საკონსტიტუციო სასამართლოს თხოვენ სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებას და სადავო ნორმის ანტიკონსტიტუციურად ცნობას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ კონსტიტუციური სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების, მოსარჩელის წარმომადგენელთა განმარტების საფუძველზე გამოარკვია, რომ სარჩელში ძირითადად დაცულია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნები. მოსარჩელეები საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სუბიექტებია, სარჩელში მითითებული სადავო საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია და არ არსებობს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული არც ერთი გარემოება, რომელთა გამოც კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად არ მიიღება.
იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-2 პუნქტით, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, 21-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 22-ე მუხლით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-ე და 31-ე მუხლებით,
III. სარეზოლუციო ნაწილი
საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს:
მიღებული იქნეს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად საქართველოს მოქალაქეების –უტა ლიპარტიასა და გიორგი ხმელიძის 213-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადების კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 39-ე მუხლებთან მიმართებით.
საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია;
საქმის არსებითად განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე 2002 წლის 12 თებერვლის ორგანული კანონის 35-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, რაზედაც მხარეებს ეცნობებათ დამატებით.
საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
შემადგენლობა და ხელმოწერები (5 პარაგრაფი)
კოლეგიის წევრები:
ბ. ზოიძე (სხდომის თავმჯდომარე);
ა. აბაშიძე;
ი. ფუტკარაძე (მომხსენებელი მოსამართლე);
ნ. შაშკინი.
წყარო: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო (constcourt.ge). გადაწყვეტილების ოფიციალური ტექსტი.

