№2/1/219· 11.02.2003
„მოძრაობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
1996 წლის 28 ივნისის „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე–6 მუხლის მე–2 ნაწილის მე–3 ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე–13 მუხლის პირველ პუნქტთან, მე–14 მუხლთან და 22–ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
საკვანძო სამართლებრივი პოზიცია და ტესტი
სტრუქტურირებული ანალიზი (AI) · გადაამოწმეთ ტექსტშიგანხილული საკითხები
- მიიღება თუ არა დევნილთა შესახებ კანონის სადავო ნორმაზე შეტანილი სარჩელი არსებითად განსახილველად?
სარჩელის არსებითად განსახილველად მიღება
დასაშვებიასარჩელი აკმაყოფილებს საკანონმდებლო მოთხოვნებს და არ არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
- შეფასების სტანდარტი:
- სარჩელის ფორმალური მოთხოვნებისა და დაუშვებლობის საკანონმდებლო საფუძვლების შემოწმება
- გამოყენების ფარგლები:
- სადავო ნორმის კონსტიტუციურობა არსებითად განიხილება კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-14 მუხლთან და 22-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
სადავო ნორმები და შედეგი
- 1996 წლის 28 ივნისის „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის — მუხ. 6(2, ქვეპუნქტი 3)პროცესუალური / დასაშვებობა
აქტის სრული ტექსტი
23 პარაგრაფისატიტულო ნაწილი და რეკვიზიტები (9 პარაგრაფი)
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ოთარ ბენიძე (თავმჯდომარე);
2. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი;
3. ლამარა ჩორგოლაშვილი;
4. ზაურ ჯინჯოლავა (მომხსენებელი მოსამართლე).
სხდომის მდივანი: ლია ჯალაღონია.
საქმის დასახელება: „მოძრაობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: 1996 წლის 28 ივნისის „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე–6 მუხლის მე–2 ნაწილის მე–3 ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე–13 მუხლის პირველ პუნქტთან, მე–14 მუხლთან და 22–ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელეები – ელეონორა ლაგვილავა, ნინო უბერი, მურთაზ თოდრია.
სრული ტექსტი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 23 იანვარს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის ნომერი №219) მომართა მოსარჩელე „მოძრაობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის“.
კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლი, 45–ე მუხლი და 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამრთლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 23–ე მუხლის პირველი პუნქტი, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე–2 პუნქტი, მე–10 მუხლის პირველი პუნქტი.
განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელეებმა გააფართოვეს სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვეს სადავო ნორმის კონსტიტუციურობის დადგენა როგორც საქართველოს კონსტიტუციის მე–13 მუხლის პირველ პუნქტთან და მე–14 მუხლთან ასევე 22–ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
სასამართლო კოლეგიას მიაჩნია, რომ კონსტიტუციურ სარჩელში დაცულია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე–2 პუნქტი და მე–16 მუხლის პირველი და მე–2 პუნქტები და არ არსებობს ამავე კანონის მე–18 მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმისათვის.
იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე–19 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით, 21–ე მუხლის მეორე პუნქტით, 22–ე მუხლით, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით და მეორე პუნქტით, 43–ე მუხლის მე–5 და მე–8 პუნქტებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის პირველი და მე–2 პუნქტებით,
III. სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს:
მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად მოსარჩელე „მოძრაობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის“ კონსტიტუციური სარჩელი 1996 წლის 28 ივნისის „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე–6 მუხლის მე–2 ნაწილის მესამე ქვეპუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის მე–13 მუხლის პირველ პუნქტთან, მე–14 მუხლთან და 22–ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია;
საქმის არსებითად განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში „ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ 2002 წლის 12 თებერვლის საქართველოს ორგანული კანონის 35–ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, რაზედაც მხარეებს ეცნობებათ დამატებით;
საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
შემადგენლობა და ხელმოწერები (4 პარაგრაფი)
1. ოთარ ბენიძე;
2. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი;
3. ლამარა ჩორგოლაშვილი;
4. ზაურ ჯინჯოლავა.
წყარო: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო (constcourt.ge). გადაწყვეტილების ოფიციალური ტექსტი.

