საოქმო ჩანაწერიმეორე კოლეგიანაწილობრივ მიღებულია განსახილველად

№2/2/172· 13.02.2003

საქართველოს მოქალაქე ავთანდილ ლომთაძის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ

„შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის №48 ბრძანებულების 42-ე პუნქტის პირველი აბზაცის მე-2 წინადადების, 50-ე და 51-ე პუნქტების, აგრეთვე 63-ე პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველ წინადადებასთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით.

საკვანძო სამართლებრივი პოზიცია და ტესტი

სტრუქტურირებული ანალიზი (AI) · გადაამოწმეთ ტექსტში

განხილული საკითხები

  • რომელ ნაწილში მიიღეს არსებითად განსახილველად სარჩელი შრომითი დაზიანებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების წესზე?
  • რატომ არ მიიღეს არსებითად განსახილველად სარჩელი ბრძანებულების 50-ე, 51-ე და 63-ე პუნქტების ნაწილში?
  • გაერთიანდა თუ არა №172 სარჩელი №198 სარჩელთან?
  • 42-ე პუნქტის გასაჩივრების დასაშვებობა

    დასაშვებია

    42-ე პუნქტის პირველი აბზაცის მეორე წინადადების კონსტიტუციურობაზე სარჩელი 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით აკმაყოფილებს სარჩელისათვის დადგენილ მოთხოვნებს და მიიღება არსებითად განსახილველად.

    შეფასების სტანდარტი:
    კონსტიტუციური სარჩელის დასაშვებობის საკანონმდებლო მოთხოვნები
    გამოყენების ფარგლები:
    მიღება შეეხება მხოლოდ მითითებული წინადადების კონსტიტუციურობას კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
  • 50-ე, 51-ე და 63-ე პუნქტების გასაჩივრების დასაშვებობა

    დაუშვებელია

    სარჩელი ამ ნაწილში არ შეესაბამება საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნას და არ მიიღება არსებითად განსახილველად.

    შეფასების სტანდარტი:
    კონსტიტუციური სარჩელის დასაშვებობის საკანონმდებლო მოთხოვნები
    გამოყენების ფარგლები:
    არ მიიღება 50-ე და 51-ე პუნქტებისა და 63-ე პუნქტის პირველი წინადადების გასაჩივრება მითითებულ სამ კონსტიტუციურ დებულებასთან მიმართებით.
  • სარჩელების გაერთიანება

    პროცესუალური

    არსებითად იდენტური დავის საგნის გამო №172 და №198 სარჩელები მიიღებული მოთხოვნის ნაწილში ერთ საქმედ გაერთიანდა.

    შეფასების სტანდარტი:
    დავის საგნის არსობრივი იდენტურობა
    გამოყენების ფარგლები:
    ერთობლივი განხილვა შეეხება 42-ე პუნქტის პირველი აბზაცის მეორე წინადადებას კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

აქტის სრული ტექსტი

28 პარაგრაფი
სატიტულო ნაწილი და რეკვიზიტები (9 პარაგრაფი)

კოლეგიის შემადგენლობა:

1.ოთარ ბენიძე - თავმჯდომარე;

2. ლამარა ჩორგოლაშვილი - წევრი;

3. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;

4. ზაურ ჯინჯოლავა – წევრი.

სხდომის მდივანი: ლიკა ჯალაღონია

საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ავთანდილ ლომთაძის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ.

საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე ავთანდილ ლომთაძე.

დავის საგანი: „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის №48 ბრძანებულების 42-ე პუნქტის პირველი აბზაცის მე-2 წინადადების, 50-ე და 51-ე პუნქტების, აგრეთვე 63-ე პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველ წინადადებასთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით.

სრული ტექსტი

§9

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას მიმდინარე წლის 29 იანვარს გადმოეცა საქართველოს მოქალაქე ავთანდილ ლომთაძის კონსიტუციური სარჩელი მისი საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად მიღებისა და მისი 198-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელთან ერთ საქმედ გაერთიანების საკითხის გადასაწყვეტად.

§10

172-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლი.

§11

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ კონსტიტუციური სარჩელის, თანდართული დოკუმენტების განხილვისა და განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელის განმარტებათა საფუძველზე, გამოარკვია წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების და მისი საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 2002 წლის 30 ივლისის განმწესრიგებელი სხდომის საოქმო ჩანაწერით (№2/9/198) არსებითად განსახილველად მიღებულ 198-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელთან ერთ საქმედ გაერთიანებასთან დაკავშირებული გარემოებანი, ვინაიდან, დასახელებულ ორივე კონსტიტუციურ სარჩელში დავის საგანი არსობრივად იდენტურია.

§12

სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ 172-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელში დაცულია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნები იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის №48 ბრძანებულების 42-ე პუნქტის პირველი აბზაცის მე-2 წინადადების, კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

§13

რაც შეეხება კონსტიტუციური სარჩელის იმ ნაწილს, რომელიც ეხება „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის №48 ბრძანებულების 50-ე და 51-ე პუნქტების, აგრეთვე 63-ე პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველ წინადადებასთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით, სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ იგი არ შეესაბამება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნას. (იხილეთ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 2002 წლის 30 ივლისის №2/9/198 საოქმო ჩანაწერი).

§14

იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მეორე პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტების „ა“ ქვეპუნქტითა და მე-2 პუნქტით, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტებით, აგრეთვე „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლების მე-5 პუნქტით, 21-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 22-ე მუხლით,

III. სარეზოლუციო ნაწილი

§15

საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია ა დ გ ე ნ ს:

1.

მიღებულ იქნეს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად მოქალაქე ავთანდილ ლომთაძის 172-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის №48 ბრძანებულების 42-ე პუნქტის პირველი აბზაცის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;

2.

წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელი და 198-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციური სარჩელი გაერთიანდეს ერთ საქმედ და ერთობლივად იქნეს არსებითად განხილული იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის №48 ბრძანებულების 42-ე პუნქტის პირველი აბზაცის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;

3.

არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად 172-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის №48 ბრძანებულების 50-ე და 51-ე პუნქტების, აგრეთვე 63-ე პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველ წინადადებასთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით;

4.

პირველ პუნქტში დასახელებულ კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით მოპასუხეა საქართველოს პრეზიდენტი.

5.

საქმეს არსებითად განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია;

6.

საქმის არსებითად განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში „ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ 2002 წლის 12 თებერვლის საქართველოს ორგანული კანონის 35-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, რაზედაც მხარეებს ეცნობებათ დამატებით;

7.

საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

შემადგენლობა და ხელმოწერები (5 პარაგრაფი)

კოლეგიის წევრები:

1. ოთარ ბენიძე (თავმჯდომარე);

2. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი (წევრი, მომხსენებელი მოსამართლე);

3. ლამარა ჩორგოლაშვილი (წევრი);

4. ზაურ ჯინჯოლავა (წევრი).

წყარო: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო (constcourt.ge). გადაწყვეტილების ოფიციალური ტექსტი.