N2/17/1· 10.01.1997
ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლი.
საკვანძო სამართლებრივი პოზიცია და ტესტი
სტრუქტურირებული ანალიზი (AI) · გადაამოწმეთ ტექსტშისასამართლომ განმარტა, რომ მოქალაქის კონსტიტუციური სარჩელი საკუთარი კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას უნდა ემსახურებოდეს.
განხილული საკითხები
- შეუძლია თუ არა მოქალაქეს კონსტიტუციური სარჩელით სხვა პირის უფლებების სავარაუდო დარღვევის გასაჩივრება?
- რა პირობით განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლო მოქალაქის სარჩელს კონსტიტუციის მეორე თავთან მიმართებით?
მოქალაქის უფლებამოსილება კონსტიტუციური სარჩელის შესატანად
დაუშვებელიამოქალაქის სარჩელის საფუძველზე სასამართლო ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობას კონსტიტუციის მეორე თავთან მიმართებით განიხილავს მხოლოდ მაშინ, თუ დარღვეულია თავად მოსარჩელის კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები.
- შეფასების სტანდარტი:
- მოსარჩელის უფლებამოსილებისა და საკუთარი უფლების დარღვევის დასაშვებობის სტანდარტი
- გამოყენების ფარგლები:
- წესი შეეხება მოქალაქის მიერ კონსტიტუციის მეორე თავთან მიმართებით ნორმატიული აქტის გასაჩივრებას.
სადავო ნორმები და შედეგი
- საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის — მუხ. 81პროცესუალური / დასაშვებობა
აქტის სრული ტექსტი
26 პარაგრაფისატიტულო ნაწილი და რეკვიზიტები (9 პარაგრაფი)
კოლეგიის შემადგენლობა:
1. გია მეფარიშვილი (თავმჯდომარე);
2. ავთანდილ აბაშიძე;
3. ლამარა ჩორგოლაშვილი;
4. ზაურ ჯინჯოლავა (მომხსენებელი).
სხდომის მდივანი: თამარ გაჩეჩილაძე.
საქმის დასახელება: ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლი.
საქმის განხილვის მონაწილენი: 1. მოსარჩელე: ირაკლი ოქრუაშვილი; 2. მოპასუხე: საქართველოს პარლამენტი.
სრული ტექსტი
სასამართლო კოლეგიამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა
1996 წლის 19 ნოემბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მომართა საქართველოს მოქალაქე ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელშიც იგი ითხოვდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას.
კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე აღნიშნავს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ 1996 წლის 17 ოქტომბერს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, დაკავებულ იქნა საქართველოს მოქალაქე კ. ყურაშვილი. 1996 წლის 18 ოქტომბერს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის საფუძველზე, ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის პროკურორმა ა. ჯანიაშვილმა გასცა სანქცია კ. ყურაშვილის, როგორც ეჭვმიტანილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის გამოყენების შესახებ. იმავე წლის 25 ოქტომბერს დაკავებიდან მე-8 დღეს, ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის პროკურატურის გამომძიებელმა გ. დანელიამ, კ. ყურაშვილს წარუდგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 152-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
წინასწარი გამოძიების სტადიაზე ბრალდებულ კ. ყურაშვილის დაცვას ახორციელებდა მოსარჩელის მამა _ ადვოკატი კ. დ. ოქრუაშვილი, მოსარჩელე ირაკლი ოქრუაშვილი თვლის, რომ სამართალდამცავ ორგანოთა აღნიშნული ქმედებით დაირღვა მოქალაქის (ამ შემთხვევაში კ. ყურაშვილის) კონსტიტუციით დაცული უფლება, კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტი, რომლის მიხედვითაც დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილის დაკავების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 72 საათს.
სასამართლო კოლეგიას მიაჩნია, რომ კონსტიტუციური სარჩელი შემოტანილი არ არის უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის) მიერ.
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
ამრიგად, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით, ყოველ ადამიანს აქვს უფლება მიმართოს სასამართლოს მხოლოდ თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად, ე.ი. ??? დარღვეულია მისი, როგორც კონკრეტული პირის უფლებები და თავისუფლებები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოქალაქის სარჩელის საფუძველზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია განიხილოს ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავის საკითხებთან მიმართებით, მხოლოდ პირობით, თუ დარღვეულია სარჩელის შემომტანი პირის Kკონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები.
იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით, 89-ე მუხლით, საქართველოს კანონი “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” მე-18 მუხლის “ბ” პუნქტით,
III. სარეზოლუციო ნაწილი
შემადგენლობა და ხელმოწერები (5 პარაგრაფი)
კოლეგიის წევრები:
1. გ. მეფარიშვილი (თავმჯდომარე);
2. ა. აბაშიძე;
3. ლ. ჩორგოლაშვილი;
4. ზ. ჯინჯოლავა (მომხსენებელი).
წყარო: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო (constcourt.ge). გადაწყვეტილების ოფიციალური ტექსტი.

