განჩინებაპირველი კოლეგიასხვა აქტი

N1/7/20· 14.01.1997

მოქალაქე ლადო სანიკიძე და მოქალაქე კობა დავითაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

– საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 24-ე, 65-ე, 65`-ე, 66-ე, 66`-ე, 67-ე, 68-ე, 69-ე, 78-ე, 78`-ე, 104-ე, 117-ე, 209`-ე, 258-ე მუხლების სანქციათა იმ ნაწილების კონსტიტუციურობა, რომლებიც ითვალისწინებენ სასჯელის განსაკუთრებულ ღონისძიებას – სიკვდილით დასჯას.

საკვანძო სამართლებრივი პოზიცია და ტესტი

სტრუქტურირებული ანალიზი (AI) · გადაამოწმეთ ტექსტში

სასამართლომ განმარტა მოთხოვნის შეცვლის უფლების ფარგლები და განასხვავა მისგან ახალი თანამოსარჩელის ჩართვა.

განხილული საკითხები

  • შეუძლიათ თუ არა მოსარჩელეებს სარჩელის საგნის შეცვლით ახალი კანონის კონსტიტუციურობის საკითხის დაყენება?
  • შეიძლება თუ არა მოთხოვნის შეცვლის გზით საქმეში ახალი თანამოსარჩელის ჩართვა?
  • სასარჩელო მოთხოვნის საგნის შეცვლა

    პროცესუალური

    მოსარჩელეებს შეუძლიათ დააყენონ 1996 წლის 11 დეკემბრის ცვლილებების კანონის კონსტიტუციურობის საკითხი კონსტიტუციის მე-15 მუხლთან მიმართებით.

    შეფასების სტანდარტი:
    სასარჩელო მოთხოვნის საგნისა და საფუძვლის შეცვლის საპროცესო დასაშვებობა
    გამოყენების ფარგლები:
    განჩინება არ წყვეტს ცვლილებების კანონის კონსტიტუციურობას არსებითად.
  • ახალი თანამოსარჩელის ჩართვა და წარმომადგენლობა

    პროცესუალური

    მოთხოვნის შეცვლის უფლება არ იძლევა ახალი თანამოსარჩელის ჩართვის შესაძლებლობას, რადგან ეს არსებითად ახალი სასარჩელო მოთხოვნაა.

    შეფასების სტანდარტი:
    ახალი მოთხოვნის კანონით დადგენილი წესით წარდგენისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების მოთხოვნები
    გამოყენების ფარგლები:
    გელა გოგიჩაიშვილს შეუძლია დამოუკიდებლად შეიტანოს კონსტიტუციური სარჩელი; უზენაეს სასამართლოში მისი დაცვის ორდერი საკონსტიტუციო სასამართლოში წარმომადგენლობის მოთხოვნებს არ პასუხობს.

სადავო ნორმები და შედეგი

  • საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის — მუხ. 258
    კონსტიტუციურად ცნობილია

აქტის სრული ტექსტი

25 პარაგრაფი
სატიტულო ნაწილი და რეკვიზიტები (10 პარაგრაფი)

კოლეგიის შემადგენლობა:

1. იაკობ ფუტკარაძე – კოლეგიის თავმჯდომარე, სხდომის თავმჯდომარე

2. ოთარ ბენიძე - წევრი

3. ნიკოლოზ შაშკინი – წევრი

4. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი – წევრი, (მომხსენებელი მოსამართლე).

სხდომის მდივანი – დარეჯან ჩალიგავა

საქმის დასახელება: – მოქალაქე ლადო სანიკიძე და მოქალაქე კობა დავითაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

დავის საგანი: – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 24-ე, 65-ე, 65`-ე, 66-ე, 66`-ე, 67-ე, 68-ე, 69-ე, 78-ე, 78`-ე, 104-ე, 117-ე, 209`-ე, 258-ე მუხლების სანქციათა იმ ნაწილების კონსტიტუციურობა, რომლებიც ითვალისწინებენ სასჯელის განსაკუთრებულ ღონისძიებას – სიკვდილით დასჯას.

საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე – - ლ. სანიკიძე და კ. დავითაშვილი.

განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელეების – ლადო სანიკიძისა და კობა დავითაშვილის იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომ “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტზე დაყრდნობით:

სრული ტექსტი

1.

გააფართოვონ სარჩელის საფუძველი – სიკვდილით დასჯის არსებული სისტემის არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვონ არა მხოლოდ მათი უფლებების დარღვევის გამო, არამედ იმიტომაც, რომ დარღვეულია მოქალაქე გელა გოგიჩაიშვილის სიცოცხლის უფლებაც, რადგანაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიამ მას 1996 წლის 18 დეკემბერს გამოუტანა სასიკვდილო განაჩენი და, აქედან გამომდინარე, საქმეში თანამოსარჩელედ ჩაირთოს მოქ. გელა გოგიჩაიშვილი თავისი ადვოკატის ქართლოს ღარიბაშვილის მეშვეობით;

2.

შეცვალონ სარჩელის საგანი იმის გამო, რომ საქართველოს პარლამენტმა 1996 წლის 11 დეკემბრის კანონი “საქართველოს სისხლის სამართლის და საქართველოს სსრ შრომა-გასწორების კოდექსებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” (რომელიც ორგანულ კანონს არ წარმოადგენს), მოსარჩელეთა აზრით, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის დარღვევით ხელახლა შემოიღო სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიება – სიკვდილით დასჯა, რაც შესაძლებელი იყო მხოლოდ ორგანული კანონის მეშვეობით,

§12

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

მოსარჩელის პოზიცია
§13

მოსარჩელეს, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, “უფლება აქვს შეცვალოს თავდაპირველი მოთხოვნის საგანი და საფუძველი, გაზარდოს ან შეამციროს მოთხოვნის მოცულობა, უარი თქვას სასარჩელო მოთხოვნაზე”.

§14

აქედან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეებს აქვთ უფლება დასვან საქართველოს საკონსტიტუცი სასამართლოს წინაშე “საქართველოს სისხლის სამართლის და საქართველოს სსრ შრომა-გასწოროების კოდექსებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” 1996 წლის 11 დეკემბრის კანონის კონსტიტუციურობის საკითხი საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლთან მიმართებით.

§15

რაც შეეხება საქმეში მოქალაქე გელა გოგიჩაიშვილის თანამოსარჩელედ ჩართვას მისი ადვოკატის ქართლოს ღარიბაშვილის მეშვეობით, ამის შესაძლებლობას, მოსარჩელელთა განცხადების საწინააღმდეგოდ, არ იძლევა “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი. ეს პუნქტი მოსარჩელეს უფლებას აძლევს შეცვალოს თავდაპირველი მოთხოვნის საგანი და საფუძველი, გაზარდოს ან შეამციროს მოთხოვნის მოცულობა, უარი თქვას სასარჩელო მოთხოვნაზე. საქმეში მოქალაქე გელა გოგიჩაიშვილის თანამოსარჩელედ ჩართვა მისი ადვოკატის ქართლოს ღარიბაშვილის მეშვეობით კი არსებითად ახალი სასარჩელო მოთხოვნაა და მოქალაქეს უფლება აქვს მიმართოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს – შეიტანოს კონსტიტუციური სარჩელი იმ წესების დაცვით, რომლებსაც ითვალისწინებს მოქმედი კანონმდებლობა.

§16

ამასთანავე, საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადვოკატ ქართლოს ღარიბაშვილის სახელზე გაცემული დაცვის ორდერი, რომელიც სასამართლოს წარმოუდგინა მოსარჩელე კობა დავითაშვილმა, შეეხება განსასჯელ გელა გოგიჩაიშვილის დაცვას საქართველოს უზენაეს სასამართლოში და იგი არ უპასუხებს კანონმდებლობით დადგენილ წესებს, კერძოდ კი, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

§17

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,

III. სარეზოლუციო ნაწილი

§18

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ა დ გ ე ნ ს:

1.

დაკმაყოფილდეს მოსარჩელეების – ლადო სანიკიძისა და კობა დავითაშვილის თხოვნა – დასვან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე “საქართველოს სისხლის სამართლის და საქართველოს სსრ შრომა-გასწორების კოდექსებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” 1996 წლის 11 დეკემბრის კანონის კონსტიტუციურობის საკითხი საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლთან მიმართებით;

2.

არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელეების – ლადო სანიკიძისა და კობა დავითაშვილის თხოვნა იმის შესახებ, რომ საქმეში თანამოსარჩელედ ჩაირთოს მოქალაქე გელა გოგიჩაიშვილი მისი ადვოკატის ქართლოს ღარიბაშვილის მეშვეობით.

შემადგენლობა და ხელმოწერები (4 პარაგრაფი)

იაკობ ფუტკარაძე

ოთარ ბენიძე

ნიკოლოზ შაშკინი

ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი

წყარო: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო (constcourt.ge). გადაწყვეტილების ოფიციალური ტექსტი.