საოქმო ჩანაწერიმეორე კოლეგიამიღებულია არსებითად განსახილველად

N2/5/245· 01.10.2003

მოქალაქე კახაბერ ძაგანია საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის წინააღმდეგ

„საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2003 წლის 14 აგვისტოს დადგენილება №13.

საკვანძო სამართლებრივი პოზიცია და ტესტი

სტრუქტურირებული ანალიზი (AI) · გადაამოწმეთ ტექსტში

განხილული საკითხები

  • მიიღო თუ არა სასამართლომ №13 დადგენილების წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი არსებითად განსახილველად?
  • შეჩერდა თუ არა სადავო დადგენილების მოქმედება საბოლოო გადაწყვეტილებამდე?
  • სარჩელის არსებითად განსახილველად მიღება

    დასაშვებია

    სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, რადგან დაცულია სარჩელის მიმართ წაყენებული მოთხოვნები და არ არსებობს მიღებაზე უარის თქმის კანონით გათვალისწინებული საფუძველი.

    შეფასების სტანდარტი:
    სარჩელის ფორმალური მოთხოვნებისა და მიუღებლობის საფუძვლების შემოწმება
    გამოყენების ფარგლები:
    სარჩელი მიღებულია №13 დადგენილების კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან და 39-ე მუხლთან მიმართებით შესაფასებლად.
  • სადავო აქტის მოქმედების შეჩერება

    პროცესუალური

    სადავო აქტის შეჩერების საფუძველი არ არსებობს, რადგან აქციათა მართვის უფლების გადაცემა გარდამავალ პერიოდშია და მონაწილეთა უფლებრივი მდგომარეობის გარკვევა საქმის არსებითი განხილვისას იქნება შესაძლებელი.

    შეფასების სტანდარტი:
    სადავო აქტის საბოლოო გადაწყვეტილებამდე შეჩერების საფუძვლების შეფასება
    გამოყენების ფარგლები:
    უარი ეხება აქტის დროებით შეჩერებას და არ წყვეტს მისი კონსტიტუციურობის საკითხს არსებითად.
სამართლებრივი შედეგი: სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილებამდე სადავო აქტის შეჩერების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

აქტის სრული ტექსტი

27 პარაგრაფი
სატიტულო ნაწილი და რეკვიზიტები (9 პარაგრაფი)

კოლეგიის შემადგენლობა:

1.ოთარ ბენიძე - სხდომის თავმჯდომარე;

2.ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი-წევრი;

3. ლამარა ჩორგოლაშვილი - მომხსენებელი მოსამართლე;

4. ზაურ ჯინჯოლავა-წევრი.

სხდომის მდივანი: ლია ჯალაღონია

საქმის დასახელება: მოქალაქე კახაბერ ძაგანია საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის წინააღმდეგ.

დავის საგანი: „საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2003 წლის 14 აგვისტოს დადგენილება №13.

საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე – კახაბერ ძაგანია და მისი წარმომადგენელი დავით ნოზაძე.

სრული ტექსტი

§9

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 21-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად საქმე წარმოებაში მიიღო საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ

§10

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

§11

2003 წლის 10 სექტემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №245) მომართა მოქალაქე კახაბერ ძაგანიამ და მოითხოვა საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2003 წლის 14 აგვისტოს №13 დადგენილების არაკონსტიტუციურად ცნობა და საბოლოო გადაწყვეტილებამდე სადავო აქტის შეჩერება.

§12

კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლი და „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლი.

§13

კოლეგიას მიაჩნია, რომ კონსტიტუციურ სარჩელში დაცულია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი და მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნები და არ არსებობს ამავე კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმისათვის.

§14

ამასთან კოლეგია თვლის, რომ არ არსებობს საფუძველი საბოლოო გადაწყვეტილებამდე სადავო აქტის მოქმედების შეჩერებისათვის, ვინაიდან სააქციო საზოგადოება „თბილგაზის“ ადგილობრივ საკუთრებაში არსებულ აქციათა მართვის უფლების გადაცემა გარდამავალ პერიოდშია და გაურკვეველია თითოეული მონაწილის უფლებრივი მდგომარეობა, რაც მხოლოდ საქმის არსებითი განხილვის დროს იქნება შესაძლებელი.

§15

იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე და 89-ე მუხლებით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე–2 პუნქტით, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტებით და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით, 21-ე მუხლის პირველი პუნქტით და 22-ე მუხლით,

III. სარეზოლუციო ნაწილი

§16

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ა დ გ ე ნ ს:

1.

მიღებულ იქნეს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად მოქალაქე კახაბერ ძაგანიას კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წინააღმდეგ, 2003 წლის 14 აგვისტოს №13 დადგენილების კონსტიტუციურობის თაობაზე, საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტი და 39-ე მუხლთან მიმართებით;

2.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია;

3.

საქმის არსებითად განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში „ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ 2002 წლის 12 თებერვლის ორგანული კანონის 35-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, რაზედაც მხარეებს ეცნობებათ დამატებით;

4.

საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ მოთხოვნაზე უარი ეთქვას.

5.

საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას და გადასინჯვას არ ექვემდებარება.

შემადგენლობა და ხელმოწერები (5 პარაგრაფი)

კოლეგიის წევრები:

1. ოთარ ბენიძე;

2. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი;

3. ლამარა ჩორგოლაშვილი;

4. ზაურ ჯინჯოლავა.

წყარო: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო (constcourt.ge). გადაწყვეტილების ოფიციალური ტექსტი.