მოსარჩელე ფედლი კულაევი და მისი წარმომადგენლები: თამარ კორძაია და ბესარიონ ბოხაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
№2/1/314· 09.02.2005
საკვანძო სამართლებრივი პოზიცია და ტესტი
სტრუქტურირებული ანალიზი (AI) · გადაამოწმეთ ტექსტშიმოსამართლე სარჩელის მიუღებლობას ეთანხმება, მაგრამ განჩინების დასაბუთებასა და დეპორტირებულთა სტატუსის შესახებ მის მითითებას აკრიტიკებს.
მოსამართლე ეთანხმება სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარს, მაგრამ მიიჩნევს, რომ განჩინებამ სადავო დებულების მიმართ უარი არ დაასაბუთა და საერთო სასამართლოს კომპეტენციას შეზღუდა.
განხილული საკითხები
- რატომ მიიჩნევს მოსამართლე დეპორტირებულთა რეაბილიტაციის ცალკე მოწესრიგებას თავისთავად არადისკრიმინაციულად?
- შეუძლია თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოს იმსჯელოს მომავალში მისაღები ნორმის კონსტიტუციურობაზე?
- რა ხარვეზს ხედავს მოსამართლე სარჩელის მიუღებლობის განჩინების დასაბუთებაში?
პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების კომპეტენცია
განსხვავებული აზრიმოსამართლის აზრით, განჩინების მითითება პირთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებაზე შეზღუდავს საერთო სასამართლოს, რომლის კომპეტენციასაც ამ საკითხის გადაწყვეტა განეკუთვნება.
- შეფასების სტანდარტი:
- სასამართლოთა კომპეტენციების გამიჯვნა
- გამოყენების ფარგლები:
- ეხება სადავო კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ აღიარებას.
დეპორტირებულთა ცალკე საკანონმდებლო მოწესრიგება
განსხვავებული აზრიმოსამართლის აზრით, განსხვავებული საკანონმდებლო მოწესრიგება ყოველთვის არ არის თანასწორობის დარღვევა; დეპორტირებულთა რეაბილიტაციის ცალკე მოწესრიგება ეფუძნება დეპორტაციის სპეციფიკურობას და არა ეთნიკურ კუთვნილებას.
- შეფასების სტანდარტი:
- თანასწორობისა და ეთნიკური დისკრიმინაციის შეფასება
- გამოყენების ფარგლები:
- შეფასება ეხება დეპორტირებულ ეთნიკურ ჯგუფებს მიკუთვნებულ პირთა რეაბილიტაციის წესს.
მომავალი საკანონმდებლო რეგულირების კონტროლი
განსხვავებული აზრიმოსამართლის აზრით, საკონსტიტუციო სასამართლო ვერ იმსჯელებს იმ ნორმის კონსტიტუციურობაზე, რომელიც კანონმდებელმა მომავალში უნდა მიიღოს.
- შეფასების სტანდარტი:
- საკონსტიტუციო კონტროლის საგნისა და პარლამენტის კომპეტენციის გამიჯვნა
- გამოყენების ფარგლები:
- სადავო კანონით დეპორტირებულთა რეაბილიტაციის წესი არ არის განსაზღვრული და მისი ცალკე მოწესრიგებაა გათვალისწინებული.
სარჩელის მიუღებლობის დასაბუთება
განსხვავებული აზრიმოსამართლის აზრით, განჩინებამ არ დაასაბუთა, რატომ არ მიიღო სარჩელი არსებითად განსახილველად სადავო დებულებასთან მიმართებით.
- შეფასების სტანდარტი:
- სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის დასაბუთების მოთხოვნა
- გამოყენების ფარგლები:
- კრიტიკა ეხება სადავო კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტს.
აქტის სრული ტექსტი
11 პარაგრაფისატიტულო ნაწილი და რეკვიზიტები (1 პარაგრაფი)
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ლამარა ჩორგოლაშვილის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 9 თებერვლის N2/1/314 განჩინებასთან დაკავშირებით
საქართველოს საკონტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 9 თებერვლის განჩინება, რომლითაც ფედლი კულაევს უარი ეთქვა კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე, სწორად მიმაჩნია, მაგრამ არ ვეთანხმები განჩინების სამოტივაციო ნაწილის პირველ პუნქტს, რომელიც პირდაპირ მიანიშნებს ამ პირთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებაზე. საკონსტიტუციო სასამართლოს მითითება სავალდებულოა და შემდგომში უსათუოდ შეზღუდავს საერთო სასამართლოს, რომლის კომპეტენციაში შედის პოლიტიკური რეპრსიების მსხვერპლად აღიარების საკითხის გადაწყვეტა, სადავო კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად.
სადავო კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტმა თვითონ განსაზღვრა, რომ მისი მოქმედება საქართველოს მოქალაქეებზე ვრცელდება, მაგრამ იმავე მუხლის მე-3 პუნქტში მიუთითა, რომ დეპორტირებულ ჯგუფებს იგი არ შეეხება. განჩინების პირველი პუნქტით არ არის დაძლეული კანონის ამ ორი ნორმის ერთობლივი მოქმედებით გამოწვეული შეუსაბამობა.
გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ კონსტიტუციური სარჩელის მოთხოვნა სადავო კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ, უპასუხოდ დარჩა. განჩინება არ მიუთითებს არცერთ არგუმენტს, რატომ არ იქნა მიღებული კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად, სწორედ ნორმის სადავო დებულებასთან მიმართებით.
ამავე დროს, სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმა მიმაჩნია მართებულად შემდეგი მოსაზრებებით:
,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებასა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“საქართველოს კანონის მე-2 და მე-3 მუხლები ამომწურავად ჩამოთვლის შემთხვევებს, რომლებიც პოლიტიკურ რეპრესიებად და პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად მიიჩნევა. აქ არ მოაზრება დეპორტირებულ ეთნიკურ ჯგუფებს მიკუთვნებული პირები, რომელთა რეაბილიტაციის წესი კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ცალკე უნდა იქნეს განსაზღვრული. კანონმდებელმა ეთნიკური ჯგუფების დეპორტაციის მასშტაბურობისა, თუ სხვა გარემოებათა გამო ამ საკითხის ცალკე კანონით მოწესრიგება მიიჩნია საჭიროდ.
მიმაჩნია, რომ განსხვავებული საკანონმდებლო რეგულირება ყველა შემთხვევაში არ ჩაითვლება კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპის დარღვევად და დისკრიმინაციად. მით უფრო, სადავო კანონი ამ საკითხის საკანონმდებლო მოწესრიგებას ცალკე იმიტომ კი არ გამოყოფს რომ ესა თუ ის პირი ამა თუ იმ ეთნიკურ ჯგუფს მიეკუთვნება (ე.ი. გამორიცხულია ეთნიკური დისკრიმინაცია), არამედ დეპორტაციის სპეციფიურობის გათვალისწინებით. ამ პირთა სტატუსის ყველა ასპექტის გადაწყვეტა ქვეყნის ხელისუფლების პრეროგატივაა, მაშინდელი საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრეობის გათვალისწინებით.
ვინაიდან დეპორტირებულ პირთა რეაბილიტაციის წესის დადგენაზე კანონმდებელს უარი არ უთქვამს, მხოლოდ მისი ცალკე მოწესრიგება სცნო საჭიროდ და სადავო კანონით ეს საკითხი გადაწყვეტილი არ არის, საკონსტიტუციო სასამართლო ვერ იმსჯელებს ნორმის კონსტიტუციურობაზე, რომელიც საკანონმდებლო ორგანომ მომავალში უნდა მიიღოს, თავის კომპეტენციის ფარგლებში და ვერ შეიჭრება პარლამენტის ფუნქციებში.
ამასთან ერთად, ვთვლი, რომ დეპორტირებულ პირთა სოციალური დაცვის საკითხი არ შეიძლება სამართლებრივი მოწესრიგების მიღმა დარჩეს და ვინაიდან საკანონმდებლო ორგანომ აიღო ეს ვალდებულება, იგი უნდა მიუბრუნდეს სადავო ნორმატიული აქტის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის მითითებას ამ პირთა რეაბილიტაციის ცალკე განსაზღვრის თაობაზე.
საქართველოს საკონსტიტუციო საამართლოს წევრი
ლამარა ჩორგოლაშვილი
წყარო: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო (constcourt.ge). გადაწყვეტილების ოფიციალური ტექსტი.

