საოქმო ჩანაწერიპირველი კოლეგიანაწილობრივ მიღებულია განსახილველად

N1/2/330,331· 15.06.2005

საქართველოს მოქალაქეები პაატა ქობულაძე და ალექსი მარიამიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

კონსტიტუციურია თუ არა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და მე-14 მუხლთან მიმართებით „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს 2000 წლის 23 თებერვლის კანონის 74^1 მუხლის პირველი პუნქტი, 74^3 და 74^4 მუხლები, 74^6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები.

საკვანძო სამართლებრივი პოზიცია და ტესტი

სტრუქტურირებული ანალიზი (AI) · გადაამოწმეთ ტექსტში

განხილული საკითხები

  • მიღებულია თუ არა მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების სადავო ნორმები არსებითად განსახილველად სასამართლოს უფლების ჭრილში?
  • რა მნიშვნელობა აქვს სადავო ნორმასა და კონსტიტუციურ დებულებას შორის მიმართების დასაბუთებას სარჩელის მიღებისას?
  • შეიძლება თუ არა ერთი და იმავე საგნის მქონე სარჩელების ერთ საქმედ გაერთიანება?
  • სარჩელების ნაწილობრივი მიღება

    დასაშვებია

    74^1 მუხლის პირველი პუნქტისა და 74^3 მუხლის კონსტიტუციურობის საკითხი 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით არსებითად განსახილველად მიიღება.

    შეფასების სტანდარტი:
    სარჩელის კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა, მოსარჩელის უფლებამოსილება და საკითხის სასამართლოსადმი განსჯადობა
    გამოყენების ფარგლები:
    მიღება შემოიფარგლება დაზუსტებული მოთხოვნის მითითებული ნორმებითა და კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით.
  • სარჩელის დასაბუთება

    დაუშვებელია

    მოსარჩელეებმა ვერ დაასაბუთეს 74^6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების არსებითი განხილვის აუცილებლობა და სადავო ნორმების მიმართება კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტთან.

    შეფასების სტანდარტი:
    სადავო ნორმის არსებითი განხილვის აუცილებლობისა და შესაბამის კონსტიტუციურ დებულებასთან მიმართების დასაბუთების მოთხოვნა
    გამოყენების ფარგლები:
    არ ვრცელდება 74^1 მუხლის პირველი პუნქტისა და 74^3 მუხლის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით მიღებულ მოთხოვნებზე.
  • სარჩელების გაერთიანება

    პროცესუალური

    სასამართლომ ორი სარჩელი ერთობლივი განხილვისთვის ერთ საქმედ გააერთიანა, რადგან მოსარჩელეები საქართველოს მოქალაქეები არიან და დავის საგანი ერთი და იგივეა.

    შეფასების სტანდარტი:
    დავის საგნის ერთგვაროვნების გათვალისწინება სარჩელების გაერთიანებისას
    გამოყენების ფარგლები:
    ეხება №330 და №331 სარჩელებს.

სადავო ნორმები და შედეგი

  • „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს 2000 წლის 23 თებერვლის კანონის — მუხ. 74¹(1)
    პროცესუალური / დასაშვებობა
  • „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს 2000 წლის 23 თებერვლის კანონის — მუხ. 74³
    პროცესუალური / დასაშვებობა
  • „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს 2000 წლის 23 თებერვლის კანონის — მუხ. 74⁴
    პროცესუალური / დასაშვებობა
  • „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს 2000 წლის 23 თებერვლის კანონის — მუხ. 74⁶(1, „ა“ და „ბ“)
    პროცესუალური / დასაშვებობა

აქტის სრული ტექსტი

30 პარაგრაფი
სატიტულო ნაწილი და რეკვიზიტები (10 პარაგრაფი)

კოლეგიის შემადგენლობა:

1. ბესარიონ ზოიძე (თავმჯდომარე);

2. ვახტანგ გვარამია(მომხსენებელი მოსამართლე);

3. იაკობ ფუტკარაძე;

4. ნიკოლოზ შაშკინი.

სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.

საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები პაატა ქობულაძე და ალექსი მარიამიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: კონსტიტუციურია თუ არა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და მე-14 მუხლთან მიმართებით „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს 2000 წლის 23 თებერვლის კანონის 74^1 მუხლის პირველი პუნქტი, 74^3 და 74^4 მუხლები, 74^6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები.

საქმის განხილვის მონაწილენი:

მოსარჩელეები - პაატა ქობულაძე და ალექსი მარიამიძე, მოსარჩელე ალექსი მარიამიძის წარმომადგენელი – მანანა კობახიძე, ქეთევან მეხუზლა, თეიმურაზ ქორიძე და ვანდა ჯიჯელავა; მოპასუხის –საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები მარინე რობაქიძე და იოსებ ლომაშვილი.

სრული ტექსტი

§10

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში 2005 წლის 19 და 20 მაისს, შესაბამისად, შემოვიდა საქართველოს მოქალაქეების – პაატა ქობულაძისა და ალექსი მარიამიძის 330-ე და 331-ე ნომრებით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელები. ამავე წლის 25 მაისს ისინი გადმოეცა საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას არსებითი განხილვისათვის მიღებისა და მათი გაერთიანების საკითხების გადაწყვეტის მიზნით. სასამართლო კოლეგიის ღია განმწესრიგებელი სხდომა გაიმართა 2005 წლის 7 ივნისს.

§11

სარჩელების შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე–10 მუხლის პირველი პუნქტი და მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები.

მოსარჩელის პოზიცია
§12

მოსარჩელეები, რომლებიც დისციპლინური გადაცდომის გამო განთავისუფლდნენ მოსამართლის თანამდებობიდან, კონსტიტუციურ სარჩელში მიუთითებენ, რომ „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ კანონის 74^1 მუხლის პირველი პუნქტით, 74^3 და 74^4 მუხლებითა და 74^6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით ირღვევა მათი კონსტიტუციური უფლებები. სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის მიზნით მოსარჩელეები მოითხოვენ კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებას.

§13

განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელეებმა დააზუსტეს კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული მოთხოვნები და დავის საგნად მიიჩნიეს „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ კანონის 74^1 მუხლის პირველი პუნქტის, 74^3 მუხლისა და 74^6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობის საკითხი საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.

§14

მოპასუხე მხარის – საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელთა აზრით, კონსტიტუციური სარჩელები არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.

§15

სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ მოსარჩელეებმა ვერ დაასაბუთეს „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ კანონის 74^6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების არსებითად განსახილველად მიღების, მათი არსებითად განხილვის აუცილებლობა. ამასთან ერთად, მოსარჩელეებმა ყურადღება ძირითადად გაამახვილეს სადავო ნორმების კონსტიტუციურობის შემოწმებაზე კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მათ ვერ დაასაბუთეს სადავოდ დასახელებული ნორმების მიმართება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტთან. თანაც, სასამართლო კოლეგია მიუთითებს, რომ შესაბამის საკითხთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე იმსჯელა და მიიღო სათანადო გადაწყვეტილება (№1/3/209,276).

§16

ამგვარად, სასამართლო კოლეგია მიიჩნევს, რომ მოქალაქე პაატა ქობულაძის 330-ე ნომრით რეგისტრირებული და მოქალაქე ალექსი მარიამიძის 331-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელები დაზუსტებული სახით ნაწილობრივ მისაღებია არსებითად განსახილველად. კერძოდ არსებითად განხილული უნდა იქნეს „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს 2000 წლის 23 თებერვლის კანონის 74^1 მუხლის პირველი პუნქტისა და 74^3 მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. კონსტიტუციური სარჩელები ამ ნაწილებში ძირითადად შეესაბამებიან „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, მოსარჩელეები საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სუბიექტები არიან და სადავო საკითხები საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია.

§17

ამასთან, სასამართლო კოლეგია მიუთითებს, რომ 330-ე და 331-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელებში მოსარჩელეები საქართველოს მოქალაქეებია და დავის საგანიც ერთი და იგივეა. ამ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლო კოლეგიას შესაძლებლად მიაჩნია მათი ერთ საქმედ გაერთიანება და ერთობლივად განხილვა.

§18

ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე–2 პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-2 პუნქტით, 43-ე მუხლის მე-2, მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით, 21-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 22-ე მუხლით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-ე და 31-ე მუხლებით და 33-ე მუხლის პირველი პუნქტით,

III. სარეზოლუციო ნაწილი

§19

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ა დ გ ე ნ ს

1.

მიღებულ იქნეს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად საქართველოს მოქალაქეების - პაატა ქობულაძის და ალექსი მარიამიძის 330-ე და 331-ე ნომრებით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ იმის თაობაზე, რომ კონსტიტუციურია თუ არა „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს 2000 წლის 23 თებერვლის კანონის 74^1 მუხლის პირველი პუნქტი და 74^3 მუხლი, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

2.

330-ე და 331-ე ნომრებით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელები გაერთიანდეს ერთობლივად განხილვის მიზნით ერთ საქმედ – „საქართველოს მოქალაქეები – პაატა ქობულაძე და ალექსი მარიამიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

3.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია;

3.

საქმის არსებითად განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად;

2.

საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

შემადგენლობა და ხელმოწერები (5 პარაგრაფი)

კოლეგიის წევრები:

ბ.ზოიძე

ვ. გვარამია(მომხსენებელი მოსამართლე);

ი. ფუტკარაძე;

ნ. შაშკინი.

წყარო: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო (constcourt.ge). გადაწყვეტილების ოფიციალური ტექსტი.