საოქმო ჩანაწერიმეორე კოლეგიამიღებულია არსებითად განსახილველად

N2/8/342· 28.09.2005

საქართველოს მოქალაქე გვიდონ გადელია საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

“სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” 1996 წლის 16 ოქტომბრის საქართველოს კანონის და საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 10 ივნისის №213 და საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 30 დეკემბრის №624 ბრძანებულებების – “საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის №139 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ” კონსტიტუციურობა, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 38-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

საკვანძო სამართლებრივი პოზიცია და ტესტი

სტრუქტურირებული ანალიზი (AI) · გადაამოწმეთ ტექსტში

განხილული საკითხები

  • მიღებულია თუ არა გვიდონ გადელიას კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად?
  • როდის შეიძლება ორი კონსტიტუციური სარჩელის ერთ საქმედ გაერთიანება?
  • კონსტიტუციური სარჩელის დასაშვებობა

    დასაშვებია

    სარჩელი აკმაყოფილებს სამართალწარმოების კანონით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის საფუძველი.

    შეფასების სტანდარტი:
    სარჩელის დასაშვებობის კანონით დადგენილი მოთხოვნები და უარის საფუძვლები
    გამოყენების ფარგლები:
    სარჩელი მიღებულია კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 38-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; სადავო აქტების კონსტიტუციურობა არსებითად არ გადაწყვეტილა.
  • სარჩელების ერთ საქმედ გაერთიანება

    პროცესუალური

    არსებითად ერთგვაროვანი დავის საგნის მქონე კონსტიტუციური სარჩელები შეიძლება გაერთიანდეს და ერთობლივად განიხილებოდეს.

    შეფასების სტანდარტი:
    დავის საგნების არსებითი ერთგვაროვნების კრიტერიუმი
    გამოყენების ფარგლები:
    გაერთიანდა №326 და №342 კონსტიტუციური სარჩელები.

აქტის სრული ტექსტი

25 პარაგრაფი
სატიტულო ნაწილი და რეკვიზიტები (8 პარაგრაფი)

კოლეგიის შემადგენლობა:

1. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი (სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე);

2. ლამარა ჩორგოლაშვილი - წევრი;

3. ზაურ ჯინჯოლავა - წევრი.

სხდომის მდივანი: ელენე ლაღიძე.

საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე გვიდონ გადელია საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” 1996 წლის 16 ოქტომბრის საქართველოს კანონის და საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 10 ივნისის №213 და საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 30 დეკემბრის №624 ბრძანებულებების – “საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის №139 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ” კონსტიტუციურობა, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 38-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე გვიდონ გადელია.

სრული ტექსტი

§8

წარმოდგენილი 342-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შემოტანილია 2005 წლის 27 ივლისს.

§9

კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტი, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტი და “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.

§10

342-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელის გაანალიზების, განმწესრიგებელ სასამართლო სხდომაზე გამოსული მოსარჩელის განცხადებათა საფუძველზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ გამოარკვია კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებასთან და მისი 326-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელთან ერთ საქმედ გაერთიანებასთან დაკავშირებული გარემოებანი.

§11

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას მიაჩნია, რომ 342-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელში, დაცულია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის და მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნები და არ არსებობს ამავე კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული არც ერთი საფუძველი, წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმისათვის.

§12

ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ 326-ე და 342-ე ნომრებით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელები შესაძლებელია გაერთიანდეს ერთ საქმედ და არსებითად ერთობლივად იქნეს განხილული, რადგან დასახელებულ ორივე კონსტიტუციურ სარჩელში დავის საგანი არსებითად ერთგვაროვანია.

§13

იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტით, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მეორე პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტითა და მეორე პუნქტით, 43-ე მუხლის მე-2 და მე-8 პუნქტებით, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით და 22-ე მუხლით,

III. სარეზოლუციო ნაწილი

§14

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია ა დ გ ე ნ ს:

1.

მიღებულ იქნეს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად საქართველოს მოქალაქე გვიდონ გადელიას 342-ე ნომრით რეგისტრირებული საკონსტიტუციო სარჩელი, რომელიც ეხება “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” 1996 წლის 16 ოქტომბრის საქართველოს კანონის და საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 10 ივნისის №213 და საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 30 დეკემბრის №624 ბრძანებულებების “საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის №139 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ” კონსტიტუციურობას, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 38-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

2.

326-ე და 342-ე ნომრებით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელები გაერთიანდეს ერთ საქმედ და ერთობლივად იქნეს არსებითად განხილული;

3.

პირველ და მე-2 პუნქტებში დასახელებული კონსტიტუციური სარჩელების არსებით განხილვასთან დაკავშირებით მოპასუხეა საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს პარლამენტი;

4.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია. მე-2 პუნქტში დასახელებული კონსტიტუციური სარჩელების ერთ საქმედ გაერთიანებასთან დაკავშირებით, არსებითი განხილვის დროს მომხსენებელი მოსამართლე იქნება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი ბატონი ოთარ ბენიძე;

5.

საქმის არსებითი განხილვა დაიწყება “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქრთველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რაზედაც მხარეებს ეცნობებათ დამატებით;

6.

საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

შემადგენლობა და ხელმოწერები (4 პარაგრაფი)

1. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი

2. ლამარა ჩორგოლაშვილი

3. ზაურ ჯინჯოლავა

ასლი დედანთან სწორია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანი იაკობ ფუტკარაძე

წყარო: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო (constcourt.ge). გადაწყვეტილების ოფიციალური ტექსტი.