საოქმო ჩანაწერიმეორე კოლეგიანაწილობრივ მიღებულია განსახილველად

N2/1/359· 28.02.2006

ახალგზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე და 41-ე მუხლებთან მიმართებით.

საკვანძო სამართლებრივი პოზიცია და ტესტი

სტრუქტურირებული ანალიზი (AI) · გადაამოწმეთ ტექსტში

განხილული საკითხები

  • მიიღო თუ არა სასამართლომ არსებითად განსახილველად სახელმწიფო დაწესებულებების მიერ საბაჟო ორგანოებისათვის გადაცემული ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევის თაობაზე სარჩელი?
  • რა გავლენა იქონია მოსარჩელის მიერ მოთხოვნის შემცირებამ სარჩელის განხილვის ფარგლებზე?
  • სარჩელის არსებითად განსახილველად მიღება

    დასაშვებია

    სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება სახელმწიფო დაწესებულებების მიერ საბაჟო ორგანოებისათვის გადაცემული ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მითითების ნაწილში, რადგან დაცულია სარჩელის ფორმალური მოთხოვნები და არ არსებობს მიღებაზე უარის თქმის კანონით გათვალისწინებული საფუძველი.

    შეფასების სტანდარტი:
    სარჩელის ფორმალური მოთხოვნებისა და არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძვლების შემოწმება
    გამოყენების ფარგლები:
    მოსარჩელემ დანარჩენ ნაწილში მოთხოვნაზე უარი განაცხადა; სადავო ნორმის კონსტიტუციურობა არსებითად ჯერ არ შეფასებულა.

სადავო ნორმები და შედეგი

  • საქართველოს საბაჟო კოდექსის — მუხ. 165(1)
    პროცესუალური / დასაშვებობა

აქტის სრული ტექსტი

27 პარაგრაფი
სატიტულო ნაწილი და რეკვიზიტები (10 პარაგრაფი)

კოლეგიის შემადგენლობა:

1.ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;

2.ოთარ ბენიძე – წევრი;

3.ლამარა ჩორგოლაშვილი – მომხსენებელი მოსამართლე;

4.ზაურ ჯინჯოლავა – წევრი.

სხდომის მდივანი: ელენე ლაღიძე

საქმის დასახელება: ახალგზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე და 41-ე მუხლებთან მიმართებით.

საქმის განხილვის მონაწილენი:ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები:თამარ კორძაია და ნინო ლომჯარია

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად საქმე წარმოებაში მიიღო საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ.

III. სარეზოლუციო ნაწილი

§10

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

§11

2006 წლის 10 თებერვალს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №359) მომართა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და მოითხოვა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე და 41-ე მუხლებთან მიმართებით.

§12

კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლი,89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი და მე-16 მუხლი.

§13

განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა შეამცირა მოთხოვნის მოცულობა იმ მიმართებით, რომ საქართველოს საბაჯო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი პუნქტიდან მხოლოდ „სახელმწიფო დაწესებულების“ მიერ საბაჟო ორგანოებისათვის გადაცემული ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად აღიარების არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა;დანარჩენ ნაწილში მოთხოვნაზე უარი განაცხადა.

§14

კოლეგიას მიაჩნია,რომ კონსტიტუციურ სარჩელში დაცულია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-16 მუხლის პირველი და მეორე პუნქტის მოთხოვნები და არ არსებობს იმავე კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული არც ერთი საფუძველი კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმისათვის.

§15

იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე და 89-ე მუხლებით, „საქარტველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მეორე პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ქვეპუნქტით,43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტებით და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ’’საქართველოს კანონის მე-13,მე-16 და მე-18 მუხლებით, 21-ე მუხლის პირველი პუნქტით და 22-ე მუხლით,

§16

საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია ა დ გ ე ნ ს:

§17

1.ნაწილობრივ იქნეს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 24-ე და 41-ე მუხლებთან მიმართებით, სახელდობრ, სადავო მუხლის ის ნაწილი, რომელიც შეეხება სახელმწიფო დაწესებულებების მიერ საბაჟო ორგანოებისათვის გადაცემული ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მითითების არაკონსტიტუციურად ცნობას;

2.

კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით მოპასუხეა საქართველოს პარლამერნტი;

§19

3.საქმეს არსებითად განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია;

§20

4.საქმის არსებითად განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად;

§21

5.საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას და გადასინჯვას არ ექვემდებარება.

შემადგენლობა და ხელმოწერები (5 პარაგრაფი)

კოლეგიის წევრები:

1.ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი

2.ოთარ ბენიძე

3.ლამარა ჩორგოლაშვილი

4.ზაურ ჯინჯოლავა

წყარო: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო (constcourt.ge). გადაწყვეტილების ოფიციალური ტექსტი.