საოქმო ჩანაწერიმეორე კოლეგიამიღებულია არსებითად განსახილველად

N2/5/384· 09.06.2006

მოქალაქეები დავით ჯიმშელეიშვილი, ნელი დალალიშვილი, ტარიელ გვეტაძე და მათი წარმომადგენელი ინგა გიორგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატებების და ცვლილებების შეტანის შესახებ“ პირველი მუხლის 1-ლი,მე-2 და მე-3 პუნქტების და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-40 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის,41-ე მუხლის მე-2 ნაწილის და 52-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით.

საკვანძო სამართლებრივი პოზიცია და ტესტი

სტრუქტურირებული ანალიზი (AI) · გადაამოწმეთ ტექსტში

განხილული საკითხები

  • მიიღო თუ არა სასამართლომ სისხლის სამართლის კოდექსის სადავო ნორმები საკუთრების უფლებასთან მიმართებით არსებითად განსახილველად?
  • შეჩერდა თუ არა სადავო აქტის მოქმედება საქმის არსებითად განხილვამდე?
  • სარჩელის არსებითად განსახილველად მიღება

    დასაშვებია

    სარჩელი აკმაყოფილებს სარჩელის ფორმისა და შინაარსის მოთხოვნებს და არ არსებობს მისი განსახილველად მიღებაზე უარის საფუძველი.

    შეფასების სტანდარტი:
    სარჩელის ფორმისა და შინაარსის მოთხოვნები და არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის კანონით გათვალისწინებული საფუძვლები
    გამოყენების ფარგლები:
    სარჩელი მიღებულია სადავო ნორმების კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით განსახილველად.
  • სადავო აქტის მოქმედების შეჩერება

    პროცესუალური

    სასამართლომ არსებით განხილვამდე სადავო აქტის მოქმედების შეჩერების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

    შეფასების სტანდარტი:
    სადავო აქტის მოქმედების შეჩერების კანონით დადგენილი წინაპირობები
    გამოყენების ფარგლები:
    უარი შეეხება საქმის არსებითად განხილვამდე შეჩერებას.
სამართლებრივი შედეგი: სასამართლომ სადავო აქტის მოქმედების შეჩერებაზე უარი თქვა.

სადავო ნორმები და შედეგი

აქტის სრული ტექსტი

22 პარაგრაფი
სატიტულო ნაწილი და რეკვიზიტები (8 პარაგრაფი)

კოლეგიის შემადგენლობა:

1.ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი (თავმჯდომარე);

2.ლამარა ჩორგოლაშვილი;

3.ზაურ ჯინჯოლავა (მომხსენებელი მოსამართლე).

სხდომის მდივანი: ელენე ლაღიძე.

საქმის დასახელება: მოქალაქეები დავით ჯიმშელეიშვილი, ნელი დალალიშვილი, ტარიელ გვეტაძე და მათი წარმომადგენელი ინგა გიორგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატებების და ცვლილებების შეტანის შესახებ“ პირველი მუხლის 1-ლი,მე-2 და მე-3 პუნქტების და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-40 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის,41-ე მუხლის მე-2 ნაწილის და 52-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით.

საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელეთა წარმომადგენელი ინგა გიორგაძე.

სრული ტექსტი

§8

2006 წლის 16 მაისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის N384)მომართეს მოქალაქეებმა დავით ჯიმშელეიშვილმა, ნელი დალალიშვილმა, ტარიელ გვეტაძემ და მათმა წარმომადგენელმა ინგა გიორგაძემ.

§9

კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი,89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ქვეპუნქტი,31-ე მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.

§10

კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელეები მოითხოვენ არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატებების და ცვლილებების შეტანის შესახებ“ პირველი მუხლის 1-ლი,მე-2 და მე-3 პუნქტები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-40 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი, 41-ე მუხლის მე-2 ნაწილი და 52-ე მუხლი საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით.

§11

სასამართლო კოლეგიას მიაჩნია, რომ კონსტიტუციურ სარჩელში დაცულია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი და მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები და არ არსებობს ამავე კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმისათვის.

მოსარჩელის პოზიცია
§12

მოსარჩელეები კონსტიტუციურ სარჩელში მოითხოვენ საქმის არსებითად განხილვამდე სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო კოლეგია მიუთითებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტს, რომლის თანახმად, „თუ საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია გამოიწვიოს ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგი, მას შეუძლია საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება“ კოლეგია თვლის, რომ არ არსებობს საფუძველი სადავო ნორმის შეჩერებისათვის, ვინაიდან სადავო აქტის მოქმედება არ გამოიწვევს ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელ შედეგს.

§13

იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით,21-ე მუხლის მეორე პუნქტით, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით და მე-18 მუხლით,

III. სარეზოლუციო ნაწილი

§14

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ა დ გ ე ნ ს :

§15

1.მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად მოქალაქეების დავით ჯიმშელეიშვილის, ნელი დალალიშვილის, ტარიელ გვეტაძის და მათი წარმომადგენელის ინგა გიორგაძის კონსტიტუციური სარჩელი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატებების და ცვლილებების შეტანის შესახებ“ პირველი მუხლის 1-ლი,მე-2 და მე-3 პუნქტების და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-40 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის, 41-ე მუხლის მე-2 ნაწილის და 52-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით;

§16

2.უარი ეთქვას საქმის არსებითად განხილვამდე სადავო აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ მოთხოვნაზე;

§17

3.საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

შემადგენლობა და ხელმოწერები (4 პარაგრაფი)

კოლეგიის წევრები:

1.ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი;

2.ლამარა ჩორგოლაშვილი;

3.ზაურ ჯინჯოლავა;

წყარო: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო (constcourt.ge). გადაწყვეტილების ოფიციალური ტექსტი.