განჩინებაპლენუმისაქმის წარმოება შეწყდა

№1/4/123/4· 24.03.2000

საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

„საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 54–ე მუხლის მე–10 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 28–ე მუხლთან და 49–ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

საკვანძო სამართლებრივი პოზიცია და ტესტი

სტრუქტურირებული ანალიზი (AI) · გადაამოწმეთ ტექსტში

განხილული საკითხები

  • რა შედეგი მოჰყვება საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვისას სადავო დებულების ძალადაკარგვას?
  • სადავო დებულების ძალადაკარგვის შედეგი

    პროცესუალური

    საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში სამართალწარმოების შეწყვეტას.

    შეფასების სტანდარტი:
    სამართალწარმოების შეწყვეტის წინაპირობა: სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგვა საქმის განხილვის მომენტისათვის
    გამოყენების ფარგლები:
    სადავო დებულებამ ძალა დაკარგა საკანონმდებლო ცვლილების გამოქვეყნებისთანავე, 2000 წლის 23 მარტს.

სადავო ნორმები და შედეგი

  • „საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის — მუხ. 54(10)
    პროცესუალური / დასაშვებობა

აქტის სრული ტექსტი

27 პარაგრაფი
სატიტულო ნაწილი და რეკვიზიტები (14 პარაგრაფი)

პლენუმის შემადგენლობა :

1.ავთანდილ დემეტრაშვილი (სხდომის თავმჯდომარე);

2.ნიკოლოზ შაშკინი;

3.ავთანდილ აბაშიძე;

4.ოთარ ბენიძე (მომხსენებელი მოსამართლე);

5.ბესარიონ ზოიძე;

6.იაკობ ფუტკარაძე;

7.ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი;

8.ლამარა ჩორგოლაშვილი;

9.ზაურ ჯინჯოლავა.

სხდომის მდივანი: ლილი მელაშვილი.

საქმის დასახელება: საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: „საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 54–ე მუხლის მე–10 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 28–ე მუხლთან და 49–ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

საქმის განხილვის მონაწილენი: 1.მოსარჩელის – საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფის წარმომადგენელი, საქართველოს პარლამენტის წევრი ვალერი გელბახიანი; 2. მოპასუხის– საქართველოს პარლამეტის წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტის წევრი კობა დავითაშვილი.

სრული ტექსტი

§14

„საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 54–ე მუხლის მე–10 პუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფის კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განხილვის სხდომაზე საქმეზე მომხსენებელმა მოსამართლემ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს მოახსენა, რომ 2000 წლის 23 მარტს ოფიციალურ ბეჭვდით ორგანოში <<საქართველოს საკანონმდებლო მაცნე>>(N10) გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა <<საქართველოს ორგანული კანონი <<საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ>> საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე >>, რის შედეგადაც სადავო დებულებამ ძალა დაკარგა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას ,საკონსტიტუციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა <<საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ >> კანონის მე–13 მუხლის მეორე პუნქტით

III. სარეზოლუციო ნაწილი

§15

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1.

შეწყდეს სამართალწარმოება საქმეზე – „საქართველოს პარლამენტის ჯგუფი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“;

2.

საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

შემადგენლობა და ხელმოწერები (9 პარაგრაფი)

ავთანდილ დემეტრაშვილი (სხდომის თავმჯდომარე);

ნიკოლოზ შაშკინი;

ავთანდილ აბაშიძე;

ოთარ ბენიძე (მომხსენებელი მოსამართლე);

ბესარიონ ზოიძე;

იაკობ ფუტკარაძე;

ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი;

ლამარა ჩორგოლაშვილი;

ზაურ ჯინჯოლავა.

წყარო: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო (constcourt.ge). გადაწყვეტილების ოფიციალური ტექსტი.