ბოლო განახლება: 28 ნოემბერი, 2026· ვერსია 1.0

AILI: თანხმობა სენსიტიური ინფორმაციის დამუშავებაზე

სარჩევი

Legal.Ge (შპს ლეგალ სენდბოქს ჯორჯია) ენები: ქართული, ინგლისური და რუსული. ვერსიებს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ქართულ ტექსტს.


თანხმობის ტექსტი

ვეთანხმები, რომ შპს ლეგალ სენდბოქს ჯორჯიამ (Legal.Ge) ჩემს შეკითხვაზე პასუხის გასაცემად და AILI-ის გასაუმჯობესებლად, მათ შორის მისი გასაწვრთნელად, დაამუშაოს ის, რასაც AILI-ში ვწერ, მათ შორის ინფორმაცია ჩემი ჯანმრთელობის, სისხლის სამართლის საქმის ან ნასამართლობის შესახებ და სხვა ინფორმაცია, რომელსაც კანონი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემად მიიჩნევს, და ამ მიზნით ჩემი შეკითხვა გადასცეს მომსახურების მიმწოდებელს, რომელიც საქართველოს ფარგლებს გარეთ უზრუნველყოფს იმ ენობრივი მოდელის მუშაობას, რომელიც პასუხებს წერს.

ინფორმირებული ვარ, რომ Legal.Ge არ ეყრდნობა დასკვნას, რომ სახელმწიფო, სადაც ჩემი შეკითხვა მუშავდება, პერსონალური მონაცემების იმავე დონის დაცვას უზრუნველყოფს, რასაც საქართველოს კანონმდებლობა; რომ იმ დამუშავებაზე, რომელსაც ეს მიმწოდებელი იქ ახორციელებს, საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობა არ ვრცელდება; რომ იქაურ სახელმწიფო ორგანოებს თავიანთი კანონმდებლობის საფუძველზე შეიძლება ჰქონდეთ ამ მონაცემებზე წვდომა; და რომ ჩემი უფლებების განხორციელება ან დარღვეული უფლების აღდგენა შეიძლება უფრო რთული იყოს.

ამ თანხმობის გამოხმობა შემიძლია ნებისმიერ დროს, AILI-ის გვერდზე, ტექსტების ქვეშ არსებული ბმულით „თანხმობის გამოხმობა“, ისევე მარტივად, როგორც გავეცი. ამის შემდეგ AILI ჩემთვის აღარ იმუშავებს, ხოლო AILI-ში ჩემი შეკითხვები და პასუხები 10 სამუშაო დღის ვადაში წაიშლება. ის, რაც AILI-მ მათგან უკვე ისწავლა, არ იშლება. ჩამოჭრილი LEX-ის ჩანაწერი, რომელიც შეკითხვისა და პასუხის ტექსტს არ შეიცავს, ინახება. გამოხმობა არ აუქმებს იმას, რაც გამოხმობამდე გაკეთდა.

მოკლე ტექსტები მის გარშემო

  • ველის წარწერა: ვეთანხმები ზემოთ აღწერილ დამუშავებას.
  • თუ ველი ცარიელი რჩება: ამ თანხმობის გარეშე AILI პასუხს ვერ გასცემს. თქვენი Legal.Ge-ის ანგარიში მასზე დამოკიდებული არ არის.
  • მინიშნება შეკითხვის ველის ქვეშ: გთხოვთ, როცა სხვა ადამიანს აღწერთ, არ მიუთითოთ მისი სახელი ან სხვა მონაცემი, რომლითაც მისი ამოცნობა შეიძლება, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე მის ჯანმრთელობას ან სისხლის სამართლის საქმეს ეხება.

© 2026 Legal.Ge. ყველა უფლება დაცულია.