ლექსიკონი

ანტისაზოგადოებრივი ქმედება

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტება

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებასასამართლო განმარტება

ანტისაზოგადოებრივი ქმედება სისხლის სამართლის კანონმდებლობაში გამოყენებული ცნებაა, რომელიც არასრულწლოვნის ასეთ ქმედებაზე დაყოლიების დასჯადობის განსაზღვრისას გამოიყენება. იგი მოიცავს ანტისაზოგადოებრივი ხასიათის ისეთ ქმედებასაც, რომელიც დანაშაულს არ წარმოადგენს. ცნების გამოყენება პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის განჭვრეტადობის კონსტიტუციურ მოთხოვნას უკავშირდება.

გამიჯვნა და გამოყენების ფარგლები

არასრულწლოვნის მათხოვრობაზე დაყოლიება და სხვა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაზე დაყოლიება სადავო ნორმით ერთმანეთისგან დამოუკიდებელ დასჯად ქმედებებად იყო განსაზღვრული. სასამართლომ ცალკე განიხილა ისეთი ანტისაზოგადოებრივი ქმედება, რომელიც დანაშაულს არ წარმოადგენს.

კონსტიტუციის მუხლები:მუხ. 42 (1995)

საკვანძო პრეცედენტები

  • N2/1/128915.07.2021გადაწყვეტილება
    „26. როგორც უკვე აღინიშნა, პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის განჭვრეტადობის შეფასების ერთ-ერთ კრიტერიუმს წარმოადგენს საერთო სასამართლოს პრაქტიკა. კერძოდ, ხომ არ არსებობს სადავო ნორმის/მისი რომელიმე ნორმატიული შინაარსის ურთიერთსაწინააღმდეგოდ განმარტების შემთხვევები. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის 2005 წლის 17 თებერვლის №:2კ-400აპ.-04 განჩინების თანახმად, სასამართლომ მიიჩნია, რომ არასრულწლოვანი პირის დაყოლიება ქურდობაზე, წარმოადგენდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 171-ე მუხლის პირველ…“
  • N2/3/128907.03.2019საოქმო ჩანაწერი
    „1. მოსარჩელე ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „არასრულწლოვნის დაყოლიება მათხოვრობაზე ან სხვა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაზე,“ არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით. კონსტიტუციის დასახელებული დებულება, დღეის მდგომარეობით, აღარ არის მოქმედი. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმების კონსტიტუციურობას შეაფასებს მოქმედი კონსტიტუციის იმ დ…“

წყარო: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა