საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებაძირითადი უფლება
დიფერენცირებული მოპყრობა არის არსებითად თანასწორი პირების მიმართ კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობაში განსხვავებული მოპყრობა. იგი თანასწორობის უფლებით დაცულ სფეროში ჩარევას წარმოადგენს, თუმცა თავისთავად დისკრიმინაციას არ ნიშნავს. მისი კონსტიტუციურობა დამოკიდებულია განსხვავების საფუძველზე, ინტენსივობასა და სათანადო გამართლებაზე.
სინონიმები: დიფერენციაცია, განსხვავებული მოპყრობა
შეფასების ტესტი და ელემენტები
- შესადარებელი პირების არსებითი თანასწორობის დადგენა შესაბამის სამართლებრივ ურთიერთობასთან მიმართებით
- განსხვავებული მოპყრობის, მისი ნიშნისა და ინტენსივობის გამოვლენა
- კლასიკური ნიშნით დიფერენცირების ან განსაკუთრებულად მაღალი ინტენსივობის შემთხვევაში მკაცრი შეფასების ტესტის გამოყენება
- რაციონალური დიფერენცირების ტესტის გამოყენებისას დიფერენციაციის ობიექტურ მიზეზსა და მის შედეგს შორის რეალური და რაციონალური კავშირის შემოწმება
გამიჯვნა და გამოყენების ფარგლები
დიფერენცირებული მოპყრობა დისკრიმინაციისგან იმით განსხვავდება, რომ განსხვავება შესაძლებელია კონსტიტუციურად გამართლებული იყოს. თანასწორობის უფლება არ მოითხოვს არსებითად თანასწორი პირების ყველა შემთხვევაში სრულ გათანაბრებას, თუმცა კრძალავს გაუმართლებელ დიფერენცირებას.
საკვანძო პრეცედენტები
„8. სადავო ნორმა პენსიაზე უფლების წარმოშობის თვალსაზრისით, ქალებსა და მამაკაცებს უდგენს განსხვავებულ ასაკს. შესაბამისად, უდავოა, რომ სადავო ნორმის საფუძველზე, დადგენილია დიფერენცირებული მოპყრობა. [...] 18. როგორც აღინიშნა, გასაჩივრებული ნორმით, დადგენილია დიფერენცირება ქალებსა და მამაკაცებს შორის. შესაბამისად, განსახილველ საქმეში შესადარებელ სუბიექტებს შორის განსხვავებული მოპყრობის ნიშანს სქესი წარმოადგენს. თავის მხრივ, სქესი per se არის კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით სახელდებით განსაზღვრული ნიშანი, შესაბ…“
„20. სისხლის დონორად ყოფნის სურვილი უკავშირდება ადამიანის პიროვნული ღირებულებების პრაქტიკულ რეალიზაციას, რისი ინტერესი და ფაქტობრივი შესაძლებლობა თანაბრად გააჩნიათ პირებს მათი სექსუალური ქცევებისა და ორიენტაციის მიუხედავად. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ დიფერენცირებული პირები, განსახილველ სამართლებრივ ურთიერთობაში წარმოადგენენ არსებითად თანასწორ სუბიექტებს. შესაბამისად, სადავო ნორმები ადგენენ დიფერენცირებულ მოპყრობას არსებითად თანასწორ პირებს შორის, რაც, თავის მხრივ, შეფასებადია საქართველოს კონს…“
„24. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნებისმიერი განსხვავებული მოპყრობა, თავისთავად, დისკრიმინაციას არ ნიშნავს. იმავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ რამდენიმე საქმეზე მიუთითა, რომ თანასწორობის უფლების თავისებურებებიდან გამომდინარე, დიფერენციაციის დამდგენი ნორმების კონსტიტუციურობის შეფასებისას, მას თითოეული მათგანისადმი ვერ ექნება იდენტური, ერთგვაროვანი მიდგომა. “კონსტიტუციის მე-14 მუხლი უზრუნველყოფს ადამიანების დაცვას საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში გაუმართლებელი დიფერენცირებული მოპყრობისაგან. თუმცა,…“
„აღსანიშნავია, რომ თანასწორობის უფლება არ არის აბსოლუტური. კონსტიტუციის მე-14 მუხლი არ ავალდებულებს სახელმწიფოს, ნებისმიერ შემთხვევაში, სრულად გაათანაბროს არსებითად თანასწორი პირები. იგი უშვებს გარკვეული დიფერენცირების შესაძლებლობას. „არსებითად თანასწორი პირების მიმართ ნებისმიერი განსხვავებული მოპყრობა თავისთავად დისკრიმინაციას არ ნიშნავს. ცალკეულ შემთხვევაში, საკმარისად მსგავს სამართლებრივ ურთიერთობებშიც კი, შესაძლოა დიფერენცირებული მოპყრობა საჭირო და გარდაუვალიც იყოს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვ…“
„3. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი კრძალავს როგორც პირდაპირ, ისე არაპირდაპირ დისკრიმინაციას. იმავდროულად, არსებითად თანასწორი პირების მიმართ ნებისმიერი განსხვავებული მოპყრობა თავისთავად დისკრიმინაციას არ ნიშნავს. ცალკეულ შემთხვევაში, საკმარისად მსგავს სამართლებრივ ურთიერთობებშიც კი, შესაძლოა დიფერენცირებული მოპყრობა საჭირო და გარდაუვალიც იყოს. [...] როგორც აღინიშნა, კონსტიტუციის მე-14 მუხლი უზრუნველყოფს ადამიანების დაცვას საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში გაუმართლებელი დიფერენცირებული მოპყრობისაგან. …“

