უზენაესი სასამართლო · სისხლის სამართლის პალატა
სასამართლო პრაქტიკა
სისტემატურობა გულისხმობს ძალადობის გარკვეული პერმანენტულობით, გამუდმებით, განუწყვეტლივ და რეგულარულად განმეორებას, რაც ქმნის სისტემას. პალატის განმარტებით, მომდევნო ქმედება სულ მცირე ორჯერ უნდა განმეორდეს და ქმედებები დროში ისე უნდა უკავშირდებოდეს ერთმანეთს, რომ დაზარალებული ჯერ კიდევ განიცდიდეს წინარე ძალადობის ტრავმას.
ნორმატიული საფუძველი:სსკ 11^1 და 126(2)

