ეჭვმიტანილი არის პირი, რომლის მიმართაც არსებობს კონკრეტული დანაშაულის ჩადენის ეჭვი. პირის დაკავების კონსტიტუციურობის შეფასებისთვის გადამწყვეტია სავარაუდო დანაშაულისა და დაკავებამდე არსებული გონივრული ეჭვის არსებობა, ხოლო ეჭვმიტანილის სტატუსის ფორმალურად მიღების დრო გადამწყვეტი არ არის. დაკავების ფაქტი თავისთავად ვერ წარმოშობს გონივრულ ეჭვს.
სინონიმები: ეჭვმიტანილი პირი
შეფასების ტესტი და ელემენტები
- დაკავებას წინ უნდა უსწრებდეს სავარაუდო დანაშაულისა და გონივრული ეჭვის არსებობა.
- დაკავების ფაქტი თავისთავად ვერ წარმოშობს გონივრულ ეჭვს.
გამიჯვნა და გამოყენების ფარგლები
ეჭვმიტანილის ფორმალური სტატუსი და დაკავება ერთმანეთისგან განსხვავდება: პირის დაკავების კონსტიტუციურობის შეფასება სტატუსის ფორმალურად მიღების დროზე არ არის დამოკიდებული. ეჭვმიტანილის კანონიერ მფლობელობაში არსებული ქონება ექცევა საკუთრების კონსტიტუციური დაცვის სფეროში, თუმცა ეს არ გამორიცხავს კონსტიტუციასთან შესაბამისი შეზღუდვების დაწესებას.
საკვანძო პრეცედენტები
„101. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლით განსაზღვრული დაკავება სახეზეა მაშინ, როდესაც უფლებაშემზღუდველ ღონისძიებას მკვეთრად გამოხატული მიზნები აქვს. კერძოდ, „დაკავებასთან გვაქვს საქმე, როდესაც პირი ეჭვმიტანილია კონკრეტული დანაშაულის ან სამართალდარღვევის ჩადენაში და როდესაც მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით, აუცილებელია საზოგადოებისგან პირის დროებით იზოლირება, ან მისი დახურულ სივრცეში გადაყვანა (მოთავსება) აუცილებელია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წ…“
„26. კოლეგია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისას მნიშვნელობა არ აქვს, თუ როდის მიიღებს პირი ფორმალურად ეჭვმიტანილის სტატუსს. გადამწყვეტია ის, თუ რამდენად არის სახეზე ზემოთმოყვანილი კომპონენტები -სავარაუდო დანაშაული და გონივრული ეჭვი, რაც წინ უნდა უსწრებდეს პირის დაკავებას. ცალკე აღებული პირის დაკავების ფაქტი, რა თქმა უნდა, გონივრულ ეჭვს ვერ გააჩენს. [...] 28. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილი კიდევ უფრო ავიწროებს დანაშაულთა წრეს და დაკავების …“
„ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ეჭვმიტანილის ბრალდებულის, მსჯავრდებულის კანონიერ მფლობელობაში არსებული დანაშაულის საგანი, იარაღი და დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთი წარმოადგენს იმ ქონებას, რომელზეც ვრცელდება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცული სფერო. თუმცა ეს არ გამორიცხავს ასეთი საკუთრებით სარგებლობისთვის გარკვეული ფარგლების დადგენას, ანუ სახელმწიფოს მიერ შეზღუდვების დაწესებას, რაც ასევე კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით შეფასებას ექვემდებარება.“

