გადასახადი არის სახელმწიფოს ფინანსური საჭიროებით განპირობებული ფულადი ვალდებულება, რომლის მეშვეობითაც სახელმწიფო საჯარო სერვისების დასაფინანსებლად რესურსებს აგროვებს. გადასახადის გადახდის ვალდებულება არ წარმოადგენს პირის დასჯას ან მისი გასაკიცხი ქმედების შედეგს. კონსტიტუცია გადასახადის ცნების ერთმნიშვნელოვან განმარტებასა და გადასახადების სახეების ამომწურავ ჩამონათვალს არ ადგენს.
შეფასების ტესტი და ელემენტები
- ვალდებულების წყარო სახელმწიფოს ფინანსური საჭიროებაა.
- გადასახადებით მოზიდული რესურსები საჯარო სერვისების დაფინანსებას ემსახურება.
- საგადასახადო ვალდებულება არ არის დასჯა ან გასაკიცხი ქმედების შედეგი.
- საგადასახადო ტვირთმა არ უნდა გააუფასუროს კერძო საკუთრების არსებობა და დაარღვიოს საკუთრების უფლების არსი.
გამიჯვნა და გამოყენების ფარგლები
გადასახადი მიზნისა და საფუძვლის მხრივ განსხვავდება სანქციისგან, რომელიც გასაკიცხ ქმედებას უკავშირდება. საგადასახადო ტვირთი უფრო ფართო ცნებაა და გადასახადის გადახდის შედეგად წარმოშობილ დატვირთვას აღნიშნავს; გადასახადების კონსტიტუციურობის შეფასებისას თანაზომიერების ტესტის ყველა ელემენტი თითოეულ შემთხვევაში ვერ გამოიყენება.
საკვანძო პრეცედენტები
„34. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით უკვე დადგენილია, რომ „შეუძლებელია კონსტიტუციური კონტროლის ფარგლებში შეფასდეს ამა თუ იმ მოცულობის გადასახადის გადახდევინება წარმოადგენს თუ არა საკუთრების უფლების აუცილებელ ან/და ყველაზე ნაკლებად მზღუდველ საშუალებას. შეუძლებელია საკონსტიტუციო სასამართლოს აბსოლუტური სიზუსტით შეფასდეს, რამდენად სწორად იღებს სახელმწიფო ბიუჯეტში თანხების მობილიზების შესახებ ამა თუ იმ გადაწყვეტილებას. ამდენად, გადასახადის ბუნების გათვალისწინებით, კონსტიტუციური კონტროლის ფარ…“
„10. საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლი თავისთავად მოიაზრებს სახელმწიფოს უფლებამოსილებას, შემოიღოს გადასახადი და მასთან დაკავშირებით განახორციელოს ეფექტური ადმინისტრირება. ამავე დროს აშკარაა, რომ ის, თუ რა რაოდენობის გადასახადი ესაჭიროება სახელმწიფოს მის ამოცანათა განსახორციელებლად, დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, მათ შორის სახელმწიფოს მიერ არჩეულ ფისკალური პოლიტიკის მოდელზე. სხვადასხვა სახელმწიფოთა კანონმდებლობები განსხვავებულ საგადასახადო ტვირთს ითვალისწინებენ. ზოგიერთ შეთხვევაში სახელმწიფოები ცდილობენ, შედარებით …“
„12. როგორც უკვე აღინიშნა, „კანონის უკუძალით გამოყენება სახეზეა მაშინ, როდესაც ესა თუ ის ნორმა აწესრიგებს ნორმის ამოქმედებამდე არსებულ ურთიერთობებს, ანუ სამართლებრივ შედეგებს აყენებს იმ ქმედებებთან თუ მოვლენებთან მიმართებით, რომლებიც წარსულში განხორციელდა“ (საქართველოს საკონტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 20 სექტემბრის №1/5/552 საოქმო ჩანაწერი საქმეზე სს „ლიბერთი ბანკი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“,II-4). შესაბამისად, კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუქნტის მიზნებისთვის უკუძალით საგადასახდო ტვირთის გაზრდა წარმოშო…“

