გამოხატვის თავისუფლება იცავს ადამიანის უფლებას, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს საკუთარი აზრი სხვადასხვა ფორმითა და საშუალებით. იგი პიროვნული ავტონომიისა და თვითრეალიზაციის, აგრეთვე დემოკრატიული საზოგადოების არსებობისა და განვითარების აუცილებელი წინაპირობაა. აზრისა და ინფორმაციის შეუფერხებელი მიმოცვლა უზრუნველყოფს შეხედულებათა მრავალფეროვნებას, საზოგადოებრივ საკითხებზე ინფორმირებულ მსჯელობასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობას.
სინონიმები: სიტყვის თავისუფლება
შეფასების ტესტი და ელემენტები
- დაცული სფეროს დასადგენად ფასდება ინფორმაციის მიმოცვლის ხასიათი და შესაბამისი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი.
- უფლების შეზღუდვა უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს და მასთან მიზეზშედეგობრივ კავშირში უნდა იყოს.
- შეზღუდვა უნდა იყოს მიზნის მიღწევის აუცილებელი, პროპორციული და ნაკლებად მზღუდავი საშუალება.
- შეზღუდვის შეფასებისას მხედველობაში მიიღება მისი შესაძლო მსუსხავი ეფექტი.
გამიჯვნა და გამოყენების ფარგლები
გამოხატვის თავისუფლება არ გულისხმობს დაცული წყაროებიდან ინფორმაციის პროაქტიულად მოპოვების უფლებას და ინფორმაციის მიმოცვლის შემცველი ყველა ურთიერთობა თავისთავად არ ექცევა მის დაცულ სფეროში. შეკრება და მანიფესტაცია გამოხატვის მნიშვნელოვანი ფორმებია, თუმცა შეკრების უფლებას დამოუკიდებელი შინაარსიც აქვს.
საკვანძო პრეცედენტები
„12. შეკრების უფლების სათანადო გარანტირების განსაკუთრებულ მნიშვნელობას ხაზს უსვამს ის გარემოება, რომ საკუთარ, ავტონომიურ შინაარსთან ერთად, მას ინსტრუმენტული ხასიათიც გააჩნია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ გაუსვამს ხაზი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებების მჭიდრო ურთიერთკავშირის შესახებ. შეკრება და მანიფესტაცია გამოხატვის ერთ-ერთ უმთავრეს ფორმას წარმოადგენს. ეს ორი კონსტიტუციური უფლება კი, ერთობლივად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სხვა კონსტიტუციური უფლებების ეფექტიანი რეალიზებისათვის. [...] 64. დემო…“
„7. საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ გაუსვა ხაზი გამოხატვის თავისუფლების განსაკუთრებულ მნიშვნელობას: „გამოხატვის თავისუფლების უფლება დემოკრატიული საზოგადოების არსებობის, მისი სრულფასოვანი განვითარების ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა. აზრისა და ინფორმაციის შეუფერხებელი გავრცელება უზრუნველყოფს შეხედულებათა მრავალფეროვნებას, ხელს უწყობს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე საჯარო და ინფორმირებულ მსჯელობას, შესაძლებელს ხდის საზოგადოებრივ ცხოვრებაში საზოგადოების თითოეული წევრის ჩართულობას“ (საქართველოს საკონსტიტუც…“
„159. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულია ინფორმაციის „თავისუფალი გავრცელება და მიღება საყოველთაოდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან...” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის N2/2-389 გადაწყვეტილება, საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-14). აღნიშნული განმარტებიდან გამომდინარეობს, რომ კონსტიტუციის 24-ე მუხლი უზრუნველყოფს არა ინფორმაციის პროაქტიულად მოპოვების უფლე…“
„3. გამოხატვის თავისუფლება ადამიანის არსებობის თანმდევ, განუყოფელ ელემენტს წარმოადგენს. კონსტიტუციის 24-ე მუხლს ძალიან ფართო და მრავალმხრივი შინაარსი აქვს. მისი დაცვის ქვეშ ექცევა, ინფორმაციის ნებისმიერი ფორმით, როგორც ზეპირად და წერილობით, ასევე სხვადასხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით შეგროვება და გავრცელება. „...თავისუფალი საზოგადოება შედგება თავისუფალი ინდივიდებისაგან, რომლებიც ცხოვრობენ თავისუფალ ინფორმაციულ სივრცეში, თავისუფლად აზროვნებენ, აქვთ დამოუკიდებელი შეხედულებები და მონაწილეობენ დემოკრატიულ პროცესებ…“
„43. მოპასუხე ასევ მიიჩნევს, რომ საკაბელო ქსელის გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზირება ემსახურება სახელმწიფოს უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების და სხვათა უფლებების დაცვას და, ამდენად, აკმაყოფილებს კონსტიტუციის 24–ე მუხლის მე–4 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული მიზნები გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის კონსტიტუციურ საფუძველს მართლაც წარმოადგენს, თუმცა კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის გასამართლებად კონკრეტული საზოგადოებრივი სიკეთის დასახელება არ კმარა, აუცილებელია, რომ ლეგიტიმურ მიზა…“

