განათლების უფლება მოიცავს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლებას და სახელმწიფოს შესაბამის ვალდებულებებს. მისი ეფექტიანი რეალიზება პიროვნების თავისუფალი განვითარებისა და სხვა უფლებებით სარგებლობის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. განათლება ინდივიდუალურ სიკეთესთან ერთად საზოგადოებრივი ღირებულებაა, რომელიც დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს განვითარებას ემსახურება.
შეფასების ტესტი და ელემენტები
- განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება
- ზოგადი განათლების სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსება კანონით დადგენილი წესით
- საქართველოს მოქალაქეებისთვის პროფესიული და უმაღლესი განათლების სახელმწიფოს დაფინანსებით მიღების შესაძლებლობის საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა
გამიჯვნა და გამოყენების ფარგლები
განათლების უფლება პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებისგან განცალკევებული კონსტიტუციური გარანტიაა, თუმცა მისი რეალიზება პიროვნების განვითარებას უწყობს ხელს. ზოგადი განათლების სრული დაფინანსების ვალდებულება განსხვავდება პროფესიული და უმაღლესი განათლების სახელმწიფო დაფინანსების შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნის ვალდებულებისგან.
საკვანძო პრეცედენტები
„5. უმაღლესი და პროფესიული განათლების უფლების სრულყოფილი რეალიზება მჭიდროდ არის დაკავშირებული იმ საკანონმდებლო რეგულირებებთან, რომლებითაც განისაზღვრება სახელმწიფო დაფინანსების მოპოვების წესი და პირობები. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, „განათლების დაფინანსებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, როგორც განათლების სუბიექტისთვის, ისე თავად სახელმწიფოსთვის. განათლების დაფინანსებას ვერ განვიხილავთ როგორც სახელმწიფოს მიერ პირისთვის მინიჭებულ პრივილეგიას ან შემწეობას. პირველ რიგში იმიტომ, რომ განათლების უფლე…“
„2. საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ გაუსვა ხაზი განათლების განსაკუთრებულ როლს ადამიანის პიროვნული განვითარების კუთხით. სასამართლოს განმარტებით, „განათლების უფლებით სრულყოფილ რეალიზაციაზეა დამოკიდებული ადამიანის პიროვნული თავისუფლება იმდენად, რამდენადაც შესაბამისი განათლების გარეშე ადამიანი რთულად თუ შეძლებს საკუთარი პიროვნების თავისუფალ განვითარებას. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს განათლებული საზოგადოების ჩამოყალიბებას... ადამიანის უფლებების დაცვის საუკეთესო გარანტიას განათლე…“
„2. საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-4 წინადადება ადგენს, რომ „მოქალაქეებს უფლება აქვთ კანონით დადგენილი წესით სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღონ პროფესიული და უმაღლესი განათლება“. აღნიშნული კონსტიტუციური დანაწესი სახელმწიფოს ავალდებულებს, შექმნას საკანონმდებლო ჩარჩო, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღონ უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ განათლების დაფინანსებას განსაკუთრებული მნიშვნელო…“
„4. პიროვნების თავისუფალი განვითარება უზოგადესი უფლებაა. მისი შეუფერხებელი რეალიზება გულისხმობს მრავალი სხვადასხვა სახის გარანტიისა და უფლებრივი კომპონენტის ერთობლივ მოქმედებას. პიროვნების თავისუფალი განვითარების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიებს შეიცავს საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით აღიარებული სხვადასხვა უფლებებიც, რომლებიც განამტკიცებს პიროვნების თავისუფალი განვითარების ცალკეულ გამოვლინებებთან დაკავშირებულ კონსტიტუციურსამართლებრივ სტანდარტებს. მაგალითად, შესაბამისი კონსტიტუციური დებულებებით არის დაცული რწმენის …“
„12. როგორც აღინიშნა, საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ზოგად განათლებას, კანონით დადგენილი წესით, სრულად აფინანსებს სახელმწიფო. ამგვარად, კონსტიტუციით გარანტირებული განათლების უფლება გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას, სრულად დააფინანსოს ზოგადი განათლება. ამასთანავე, სრულად დაფინანსების წესი განისაზღვრება კანონით. კანონი, რომელიც განსაზღვრავს დაფინანსების ოდენობას, უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციის მატერიალურ მოთხოვნებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სამართლებრივი სახე…“

