ლექსიკონი

განსასჯელი

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტება

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებასასამართლო განმარტება

განსასჯელი სისხლის სამართლის პროცესში ბრალდებულის საპროცესო მდგომარეობის აღმნიშვნელი ტერმინია, რომელიც ისტორიული საპროცესო კანონმდებლობით სამართალში მიცემულ ბრალდებულს აღნიშნავდა. სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის შემდეგ იგი მსჯავრდებულის სტატუსს იძენს. კონსტიტუციური გარანტიების განმარტება საკანონმდებლო ტერმინოლოგიით არ შემოიფარგლება: კონსტიტუციური ტერმინი „ბრალდებული“ მოიცავს განსასჯელსაც და ბრალის წარდგენიდან დამნაშავედ ცნობამდე თავისუფლების შეზღუდვის არცერთი პერიოდი არ რჩება კონსტიტუციური დაცვის მიღმა.

გამიჯვნა და გამოყენების ფარგლები

განსასჯელი განსხვავდება მსჯავრდებულისგან, რომლის მიმართაც გამამტყუნებელი განაჩენია გამოტანილი. საპროცესო სახელწოდებათა განსხვავება თავისთავად არ გამორიცხავს განსასჯელის მიმართ ბრალდებულისთვის დადგენილი კონსტიტუციური გარანტიების გავრცელებას.

კონსტიტუციის მუხლები:მუხ. 18 (1995)

საკვანძო პრეცედენტები

  • N3/2/64615.09.2015გადაწყვეტილება
    „8. უნდა აღინიშნოს, რომ მითითებულ გადაწყვეტილებაში არ არის მოყვანლი არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ წარმოადგენდნენ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული „ბრალდებული“ და „განსასჯელი“ სხვადასხვა უფლებრივი სტატუსის მქონე სუბიექტებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტის მიზნებისათვის. სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ გვხვდება მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ კონსტიტუციური ტერმინი „ბრალდებული“ რატომ არ აერთიანებს ზემოთ დასახელებული გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის მოქმედ სისხლის სა…“
  • №1/2/38402.07.2007გადაწყვეტილება
    „სადავო ნორმა ითვალისწინებს დამატებითი სასჯელის შეფარდებას ეჭვმიტანილისთვის, ბრალდებულისთვის და მსჯავრდებულისთვის. ამ სუბიექტებს სისხლის სამართლის პროცესში განსხვავებული საპროცესო სტატუსი გააჩნიათ. სასჯელი (ძირითადი და დამატებითი) პირს შეიძლება შეეფარდოს მხოლოდ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. ამასთან, გამამტყუნებელი განაჩენი შეიძლება დადგეს მხოლოდ განსასჯელის მიმართ, რომელიც ამის შემდგომ იძენს მსჯავრდებულის სტატუსს. აქედან გამომდინარე, გაუგებარია, როგორ შეიძლება სასჯელი შეეფარდოს ეჭვმიტანილს ან ბრალდებულს. ასე…“
  • N2/3/182,185,19129.01.2003გადაწყვეტილება
    „სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის II კარის თანახმად, სისხლის სამართლის პროცესის სხვა მონაწილეებთან ერთად დასახელებულია მხოლოდ ეჭვმიტანილი და ბრალდებული. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ, როგორც სისხლის სამართლის პროცესის უშუალო მონაწილე, აგრეთვე არ არის მოხსენიებული განსასჯელიც, თუმცა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 44-ე მუხლის 25-ე ნაწილის თანახმად, განსასჯელი განმარტებულია როგორც იგივე ბრალდებული, რომელიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წე…“

წყარო: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა