საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებასასამართლო განმარტება
ჰონორარი არის ანაზღაურება, რომელსაც, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლით, იღებს უფლებამოსილი პირი. იგი შეიძლება მიეცეს ადვოკატს გაწეული იურიდიული მომსახურების სანაცვლოდ ან ავტორსა თუ საავტორო უფლების სხვა მფლობელს ნაწარმოების პირადი სარგებლობისათვის რეპროდუცირებასთან დაკავშირებით. ჰონორარის გადახდის საფუძველი, ობიექტი და ოდენობის განსაზღვრის წესი შესაბამისი კანონმდებლობით წესრიგდება.
გამიჯვნა და გამოყენების ფარგლები
ჰონორარის ოდენობის განსაზღვრის წესი მატერიალური ვალდებულების შინაარსს ეხება და თავისთავად არ წარმოადგენს სამართლიანი სასამართლოს საპროცესო გარანტიას. ადვოკატის მიერ ჰონორარის მიღება არ გამორიცხავს მისი პროფესიული საქმიანობის საჯარო ინტერესთან კავშირსა და რეგულირებას.
კონსტიტუციის მუხლები:მუხ. 21 (1995)მუხ. 42 (1995)
საკვანძო პრეცედენტები
„17. საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, მართალია, ადვოკატი არის თავისუფალი პროფესიის პირი, რომელიც იღებს ჰონორარს გაწეული იურიდიული მომსახურების საფუძველზე, თუმცა ეს არ ნიშნავს საადვოკატო საქმიანობის აბსოლუტურ თავისუფლებას. პირიქით, საადვოკატო საქმიანობა არის რეგულირებადი პროფესია, რაც, პირველ რიგში, გულისხმობს პროფესიაში შესვლის და განხორციელების, ასევე პროფესიული ქცევის წესების შესაბამისი სტანდარტების დადგენას. ადვოკატის, როგორც მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მონაწილე პირის საქმიანობა ამ თვალსაზრისით, უ…“
„73. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ კანონით, ექსპლიციტურად არ არის განსაზღვრული ჰონორარის ოდენობის გამოთვლის კონკრეტული სახელმძღვანელო კრიტერიუმები. თუმცა კანონით განისაზღვრება ჰონორარის გადახდის საფუძველი და ობიექტი. კერძოდ, სადავო ნორმებით გათვალისწინებული „ჰონორარი“ გულისხმობს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ჰონორარს. დასახელებული საკანონმდებლო ნორმის თანახმად, „ფიზიკურ პირთა მიერ პირადი სარგებლობისათვის რეპროდუცირებისას აუდიოვიზუალურ…“
„16. როგორც უკვე აღინიშნა, გადასახდელი ჰონორარის მოცულობის განსაზღვრის წესს ადგენს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-6 პუნქტი. შესაბამისად, ჰონორარის მოცულობა დამოკიდებულია საავტორო უფლებების მმართველ ორგანიზაციასა და იმპორტიორებს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგებზე. ხოლო სადავო ნორმა განსაზღვრავს ავტორების მიერ საავტორო უფლებების მმართველი ორგანიზაციისათვის მომსახურების ანაზღაურების წესს. სადავო ნორმა აწესრიგებს ურთიერთობას საავტორო უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ…“

