ლექსიკონი

იურიდიული პასუხისმგებლობა

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტება

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებასასამართლო განმარტება

კონსტიტუციური გარანტიის მიზნებისთვის პასუხისმგებლობა მოიცავს ნებისმიერი სახის იურიდიულ პასუხისმგებლობას. ქმედებისათვის პასუხისმგებლობის დაწესება გულისხმობს ამ ქმედების სამართალდარღვევად გამოცხადებას, ხოლო პასუხისმგებლობის გაუქმება, პირველ რიგში, მის სამართალდარღვევათა კატალოგიდან ამორიცხვას. ქმედების დასჯადად გამოცხადება კანონმდებლის უფლებამოსილებაა, რომლის განხორციელებაც კონსტიტუციური შეზღუდვებით არის შებოჭილი.

სინონიმები: პასუხისმგებლობა

შეფასების ტესტი და ელემენტები

  1. ქმედების სამართალდარღვევად ან დასჯადად განსაზღვრა კანონმდებლის უფლებამოსილებაა.
  2. პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის განჭვრეტადობის შეფასებისას მნიშვნელობა აქვს საერთო სასამართლოების პრაქტიკას, მათ შორის, ნორმის ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებების არსებობას.
  3. პასუხისმგებლობის დამდგენი ღონისძიების კონსტიტუციურობის შეფასება შეიძლება მოიცავდეს მისი ლეგიტიმური მიზნის მიღწევისათვის აუცილებლობის შემოწმებას.
  4. სასჯელის კონსტიტუციურობის შეფასებისას მნიშვნელობა აქვს ადამიანის ღირსების დაცვისა და სასტიკი, არაჰუმანური ან ღირსების შემლახველი სასჯელის აკრძალვის გარანტიებს.

გამიჯვნა და გამოყენების ფარგლები

იურიდიული პასუხისმგებლობა მხოლოდ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით არ შემოიფარგლება. ქმედების დასჯადად გამოცხადება და სასჯელის კონკრეტული ზომის განსაზღვრა ერთმანეთისგან განსხვავებული საკითხებია.

კონსტიტუციის მუხლები:მუხ. 9 (2018)მუხ. 31 (2018)მუხ. 17 (1995)მუხ. 42 (1995)

საკვანძო პრეცედენტები

  • N1/2/88224.06.2026გადაწყვეტილება
    „39. განსახილველ საქმეზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე დაადგინა, რომ კანაფის ფისის პირადი მოხმარების მიზნით შეძენისა და შენახვისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესება წარმოადგენს მხოლოდ საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვის ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგ საშუალებას. შესაბამისად, საქმის გადაწყვეტის მოცემულ ეტაპზე, სწორედ ხსენებული მიზნის ფარგლებში წარიმართება მსჯელობა იმის თაობაზე, რამდენად შეესაბამება სადავო ნორმით დადგენილი ღონისძიება თანაზომიერების პრინციპის აუცილებლობის ელემენტს.“
  • N1/1/153722.02.2023გადაწყვეტილება
    „60. მნიშვნელოვანია განიმარტოს, რომ „ტერმინ „პასუხისმგებლობაში“ იგულისხმება ნებისმიერი იურიდიული პასუხისმგებლობა. რაც შეეხება „პასუხისმგებლობის გაუქმებას“, აქ, პირველ რიგში, იგულისხმება ამა თუ იმ მართლსაწინააღმდეგო ქმედების სამართალდარღვევათა კატალოგიდან ამორიცხვა. შესაბამისად, ქმედებისათვის პასუხისმგებლობის დაწესება იქნება ამ ქმედების სამართალდარღვევად გამოცხადება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 13 მაისის №1/1/428,447,459 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს მოქალაქე ე…“
  • N1/8/92604.11.2022გადაწყვეტილება
    „20. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებების შესაბამისად, როდესაც სადავო ნორმა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის მიზნებისთვის ადგენს სამართალდარღვევისა და პირის პასუხისმგებლობაში მიცემის სამართლებრივ საფუძველს, იგი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციის ამ დებულებით დადგენილ სტანდარტებს.“
  • N2/1/128915.07.2021გადაწყვეტილება
    „7. საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, ისეთი მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებების მიღება, როგორიცაა ქმედების დასჯადად გამოცხადება და პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება, უნდა ხდებოდეს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს - საქართველოს პარლამენტის მიერ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ქმედების დასჯადად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების მიღება კანონმდებლის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას წარმოადგენს. შესაბამისად, მან ეს უფლებამოსილება ისე უნდა გამოიყენოს, რომ საშუალება არ მიეცეს სამართა…“
  • N1/4/59224.10.2015გადაწყვეტილება
    „21. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით აკრძალულია: ა)წამება; ბ)არაჰუმანური, სასტიკი მოპყრობა და სასჯელი; გ) პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელი. მოცემული დავის ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლო არ დგას კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის ამომწურავი განმარტების საჭიროების წინაშე. სასამართლომ მხოლოდ უნდა გასცეს პასუხი კითხვას, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის სახით თავისუფლების აღკვეთის არაპროპორციული სასჯელის დაწესება/გამოყენება შეიძლება თუ არა ჩაითვალოს არაჰუმანურ, სასტიკ, ა…“
  • N1/2/55204.03.2015გადაწყვეტილება
    „6. ასევე მნიშვნელოვანია განიმარტოს, რომ „ტერმინ ,,პასუხისმგებლობაში“ იგულისხმება ნებისმიერი იურიდიული პასუხისმგებლობა. „რაც შეეხება პასუხისმგებლობის გაუქმებას, აქ, პირველ რიგში, იგულისხმება ამა თუ იმ მართლსაწინააღმდეგო ქმედების სამართალდარღვევათა კატალოგიდან ამორიცხვა. შესაბამისად, ქმედებისათვის პასუხისმგებლობის დაწესება იქნება ამ ქმედების სამართალდარღვევად გამოცხადება” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 13 მაისის N1/1/428,447,459 გადაწყვეტილება საქმეზე “საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს მოქალ…“

წყარო: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა