ლექსიკონი

კანონის უკუძალა

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტება

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებაკონსტიტუციური პრინციპი

კანონის უკუძალა გულისხმობს კანონის გავრცელებას მის ამოქმედებამდე ჩადენილ ქმედებაზე. პასუხისმგებლობის დამდგენ ან დამამძიმებელ კანონს უკუძალა არ აქვს: არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან გამაუქმებელი კანონის უკუძალით გავრცელებას კონსტიტუციური საფუძველი აქვს, თუმცა ეს სახელმწიფოს არ აკისრებს მისი გავრცელების აბსოლუტურ და უპირობო ვალდებულებას.

სინონიმები: უკუძალის აკრძალვა

შეფასების ტესტი და ელემენტები

  1. ქმედების ჩადენის დროისა და იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის დადგენა
  2. შემდგომი კანონის პასუხისმგებლობის დამდგენ, დამამძიმებელ, შემამსუბუქებელ ან გამაუქმებელ კანონად შეფასება
  3. პასუხისმგებლობის დამდგენი ან დამამძიმებელი კანონის უკუძალით გავრცელების აკრძალვის დაცვა
  4. შემამსუბუქებელი ან გამაუქმებელი კანონის შემთხვევაში თავისუფლებაში ჩარევის აუცილებლობისა და სიმკაცრის შეფასება

გამიჯვნა და გამოყენების ფარგლები

უკუძალის აკრძალვა პასუხისმგებლობის დამდგენი ან დამამძიმებელი კანონის მიმართ აბსოლუტურია, ხოლო შემამსუბუქებელი ან გამაუქმებელი კანონის გავრცელება აბსოლუტურ და უპირობო ვალდებულებას არ წარმოადგენს. პრინციპი მხოლოდ სისხლისსამართლებრივი სამართალდარღვევებით არ შემოიფარგლება.

კონსტიტუციის მუხლები:მუხ. 31 (2018)მუხ. 42 (1995)

საკვანძო პრეცედენტები

  • N3/1/633,63413.04.2016გადაწყვეტილება
    „18. “საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-2 წინადადება ადგენს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და გამაუქმებელი კანონის უკუძალით გავრცელებისთვის კონსტიტუციურ საფუძველს. მართალია, ის არ ბოჭავს ხელისუფლებას ისეთივე აბსოლუტური, უპირობო ვალდებულებით, როგორსაც წარმოადგენს ამავე ნორმით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დამდგენი ან დამამძიმებელი კანონის უკუძალით გავრცელების აკრძალვა, მაგრამ, ნამდვილად, დამატებით ზღუდავს სახელმწიფოს თავისუფალი მიხედულების ფარგლებს პრინციპით - არ მოხდეს ადამიანის თავისუფლებაშ…“
  • №1/4/557,571,57613.11.2014გადაწყვეტილება
    „65. ცხადია, ასეთი ზოგადი მიდგომა თავისთავად არ გულისხმობს პასუხისმგებლობისაგან განმათავისუფლებელი ან პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი კანონის უკუძალით გავრცელების აბსოლუტურ და უპირობო ვალდებულებას. [...] 71. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპზე და ზოგადად, კონსტიტუციურ წესრიგზე დაყრდნობით, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-2 წინადადება ადგენს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და გამაუქმებელი კანონის უკუძალით გავრცელებისთვის კონსტიტუციურ საფუძველს. მართალია, ის…“
  • N2/2/516,54214.05.2013გადაწყვეტილება
    „28. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტი განამტკიცებს პირის ქმედობის სამართალდარღვევად განსაზღვრისა და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაწესების კონსტიტუციურ სტანდარტებს. აღნიშნული დებულების თანახმად, „არავინ არ აგებს პასუხს იმ ქმედობისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. კანონს, თუ ის არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს“. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-2 წინადადებით მოწესრიგებულია კანონის უკუძალით გამოყენების აკრძალვის კონსტიტუციუ…“
  • N1/1/428,447,45913.05.2009გადაწყვეტილება
    „4. სადავო ნორმების შესაფასებლად აუცილებელია გაირკვეს იმ სამართლებრივ კატეგორიათა შინაარსი, რომლებთან დაკავშირებითაც შემოიღო კონსტიტუციამ უკუძალის აკრძალვის წესი. კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველი წინადადებიდან ჩანს, რომ საქმე ეხება ქმედებას, რომელიც შეიძლება შეფასდეს სამართალდარღვევის კუთხით. კონსტიტუცია ზოგადად საუბრობს სამართალდარღვევაზე და უნდა ვიფიქროთ, რომ მასში არ მოიაზრება მარტო სისხლისსამართლებრივი დელიქტები. რაც შეეხება აღნიშნული პუნქტის მე-2 წინადადებას, კანონის უკუძალის აკრძალვა - დაშვება პას…“

წყარო: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა