ლექსიკონი

კეთილსინდისიერება

უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო პრაქტიკა · უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული პრაქტიკა · ადვოკატთა ეთიკის კომისიის პრაქტიკა

უზენაესი სასამართლო · სამოქალაქო საქმეთა პალატა
სასამართლო პრაქტიკა73 გადაწყვეტილება

good faith

ობიექტური გაგებით იგი გამოხატავს სამოქალაქო ბრუნვაში პირის ზნეობრივად მოქმედების შესახებ საზოგადოებაში ჩამოყალიბებულ წარმოდგენებს; სუბიექტური გაგებით კი გულისხმობს პირის არცოდნას, რომ მისი ქცევა მართლსაწინააღმდეგოა და სხვის უფლებას ლახავს.

სასამართლო პრეცედენტები

წყარო: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო პრაქტიკა

უზენაესი სასამართლო · ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სასამართლო პრაქტიკა4 გადაწყვეტილება

Good faith

სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა პასუხისმგებლობით მოქმედება, ერთმანეთის უფლებების პატივისცემა და უფლებებისა და მოვალეობების პატიოსნად განხორციელება.

ნორმატიული საფუძველი:საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

სასამართლო პრეცედენტები

წყარო: საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული პრაქტიკა

ადვოკატთა ეთიკის კომისიის პრაქტიკა
სასამართლო პრაქტიკა20 გადაწყვეტილება

Good faith

სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილემ პატივი უნდა სცეს მეორე მონაწილის ინტერესებს და გაითავისოს საკუთარი როლი და პასუხისმგებლობა მაშინაც, როცა კონკრეტული პირდაპირი ვალდებულება არ ეკისრება. ადვოკატისა და კლიენტის ურთიერთობაში კომისიამ ეს დაუკავშირა უშუალოდ კლიენტის მიერ ადვოკატის მოქმედებათა მოწონებას.

ნორმატიული საფუძველი:ადვოკატთა შესახებ კანონი მ. 5(ა)

სასამართლო პრეცედენტები

წყარო: საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია

წყაროები: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა · საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია