ლექსიკონი

ხანდაზმულობა

უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო პრაქტიკა · უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული პრაქტიკა · ადვოკატთა ეთიკის კომისიის პრაქტიკა

უზენაესი სასამართლო · სამოქალაქო საქმეთა პალატა
სასამართლო პრაქტიკა31 გადაწყვეტილება

ვადა, რომლის განმავლობაშიც უფლების დარღვევის მქონე პირს შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა; ვადის გასვლისას მოთხოვნის სასამართლოს ან სხვა ორგანოს მეშვეობით იძულებით განხორციელების შესაძლებლობა ისპობა.

სასამართლო პრეცედენტები

წყარო: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო პრაქტიკა

უზენაესი სასამართლო · ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სასამართლო პრაქტიკა5 გადაწყვეტილება

ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა; ვადის დენა უკავშირდება იმას, თუ როდის შეიტყო ან უნდა შეეტყო პირს უფლების დარღვევის შესახებ.

ნორმატიული საფუძველი:საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

სასამართლო პრეცედენტები

წყარო: საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული პრაქტიკა

ხანდაზმულობა არის კანონმდებლის მიერ დადგენილი ზღვრული ვადა, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევა და პასუხისმგებლობის დაკისრება. მას აქვს დასაწყისი და დასასრული.

ნორმატიული საფუძველი:ადვოკატთა შესახებ კანონი მ. 32.2

სასამართლო პრეცედენტები

წყარო: საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია

წყაროები: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა · საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია