ლექსიკონი

კლიენტის ინტერესების შესაბამისად მოქმედება

ადვოკატთა ეთიკის კომისიის პრაქტიკა

ადვოკატის მოქმედება, მათ შორის სასამართლოში წარმომადგენლობა, უნდა ეფუძნებოდეს კლიენტის ნებას და მასთან შეთანხმებას, ხოლო კლიენტის მითითებით მოქმედება კანონიერი უნდა იყოს. ადვოკატმა უნდა იცოდეს კლიენტის რეალური ნება და საქმის წარმართვის მოლოდინი; მას დამოუკიდებლად არ შეუძლია განსაზღვროს, რა არის კლიენტის ინტერესი კონკრეტული სამართლებრივი პრობლემის მოგვარების გზაზე.

ნორმატიული საფუძველი:ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსი მ. 5

სასამართლო პრეცედენტები

მსგავსი იურიდიული ტერმინები

წყარო: საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია