ლექსიკონი

ქონებრივი მდგომარეობა

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტება

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებასასამართლო განმარტება

ქონებრივი მდგომარეობა აღნიშნავს პირის მატერიალურ და ფინანსურ მდგომარეობას, რომელსაც მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს მისი უფლებრივი მდგომარეობის კონსტიტუციური შეფასებისას. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში ქონების დაკარგვა განიხილება გარემოებად, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს პირის ქონებრივ მდგომარეობასა და მსყიდველუნარიანობაზე. პირის ფინანსურმა მდგომარეობამ შეიძლება მნიშვნელობა შეიძინოს დაკისრებული ჯარიმის გადახდის ობიექტური შესაძლებლობის შეფასებისას.

გამიჯვნა და გამოყენების ფარგლები

ქონებრივი ხასიათის ვალდებულების დაკისრება თავისთავად არ ნიშნავს ქონებრივი ნიშნით დიფერენცირებას, თუ განსხვავებული მოპყრობის საფუძველი სხვა გარემოებაა. შეზღუდვის პროპორციულობის შეფასებისას მხედველობაში მიიღება კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობისთვის დამახასიათებელი საფრთხეები და არა მხოლოდ ზოგადი რისკები.

კონსტიტუციის მუხლები:მუხ. 11 (2018)მუხ. 13 (2018)მუხ. 42 (1995)

საკვანძო პრეცედენტები

  • N3/7/68425.07.2025გადაწყვეტილება
    „15. საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლო თავად მოეხდინა კონსტიტუციურ წარდგინებაში გადმოცემული სამართლებრივი პრობლემის იდენტიფიცირება, გაჰყოლოდა ზემოხსენებულ გზას და სწორედ ამ კონტექსტში შეეფასებინა სადავო წესის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მეტიც, საკონსტიტუციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონსტიტუციურ წარდგინებაში დანახული პრობლემა წამოჭრის სხვა პრინციპულ საკითხსაც − საერთოდ, რამდენად გამართლებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლთან მიმართებით, სადავო წესის საფუძველზ…“
  • N1/4/138018.12.2020გადაწყვეტილება
    „47. საკონსტიტუციო სასამართლო იზიარებს მოსაზრებას, რომ სასესხო ვალდებულების შეუსრულებლობის და, შესაბამისად, სადავო ნორმით დასახელებული მოძრავი ქონების დაკარვა ზეგავლენას მოახდენს ადამიანის ქონებრივ მდგომარეობაზე და მის მსყიდველუნარიანობაზე, რასაც, მთლიანობაში, ქვეყნის შიგნით ფინანსურ სტაბილურობაზე ექნება გავლენა. ასევე აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი საკრედიტო ურთიერთობა არის ამგვარი რისკის მატარებელი, ვინაიდან პირმა შესაძლოა, ვერ შეძლოს, მათ შორის, ძალიან მცირე ოდენობის სესხის დაფარვა და, შედეგად, მოხდეს მის საკუთრება…“
  • N2/3/63031.07.2015გადაწყვეტილება
    „8. უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისათვის მიყენებული ზარალი შესაძლოა სხვადასხვა სახით იყოს გამოხატული, მათ შორის, არამატერიალური ფორმით. უკანონოდ განთავისუფლებული პირი, გარდა იმისა, რომ ვერ იღებს იძულებითი გაცდენის პერიოდში ნავარაუდებ ანაზღაურებას, განიცდის მის მიმართ განხორციელებული უკანონობის თანმხლებ უარყოფით შედეგებსაც, რაც ცალკეულ შემთხვევაში, შესაძლოა გამოხატულ იქნეს, საზოგადოების ან/და პოტენციური დამსაქმებლების მხრიდან, მის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებაში, რაც ნეგატიურად აისახება გათავისუფლებული მოხელის როგო…“
  • N1/1/53911.04.2013გადაწყვეტილება
    „17. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას, რომ სადავო ნორმით ხდება არსებითად თანასწორი პირების (ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისა და არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი კანდიდატების) დიფერენცირება ქონებრივი ნიშნით. უდავოა, რომ გასაჩივრებული ნორმა ადგენს არსებითად თანასწორი პირების მიმართ არათანაბარ მოპყრობას, მაგრამ ამ პირების დიფერენცირება დაკავშირებულია განსხვავებული სუბიექტების მიერ მათი წარდგენის ფაქტთან და არაფ…“

წყარო: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა