უზენაესი სასამართლო · სისხლის სამართლის პალატა
სასამართლო პრაქტიკა
Acceptance of a bribe
პალატის განმარტებით, ქრთამის აღების ობიექტური შემადგენლობა გულისხმობს მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ქრთამის მიღებას მიმცემის სასარგებლოდ მოქმედების შესრულების ან შეუსრულებლობისათვის. მოქმედება შეიძლება შედიოდეს მოხელის უფლებამოსილებაში, მის განხორციელებას ხელს უწყობდეს მოხელის ავტორიტეტი და გავლენა, ან გამოიხატებოდეს სამსახურებრივ მფარველობაში.
ნორმატიული საფუძველი:სსკ 338

