კულტურული მემკვიდრეობა მოიცავს ისტორიული ან კულტურული ღირებულების მქონე მატერიალურ ფასეულობებს, რომელთა დაცვა და შენარჩუნება კონსტიტუციით აღიარებული სამართლებრივი სიკეთეა. მასზე წვდომა კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლების უმთავრესი მიზანია და სახელმწიფოს მიერ ობიექტების ეფექტურ დაცვას უკავშირდება. სახელმწიფო ვალდებულია გონივრულ ფარგლებში მიმართოს რესურსები დაზიანების თავიდან ასაცილებლად და ობიექტების თავდაპირველი მდგომარეობის მაქსიმალურად შესანარჩუნებლად.
შეფასების ტესტი და ელემენტები
- კულტურული ან ისტორიული ღირებულების მქონე ობიექტის სიძველე, უნიკალურობა და ავთენტიკურობა კულტურული მემკვიდრეობის ხელმისაწვდომობის უფლების დაცვის ობიექტების გამომარჩეველი უმთავრესი კრიტერიუმებია.
გამიჯვნა და გამოყენების ფარგლები
კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება კულტურულ მემკვიდრეობაზე წვდომაზე უფრო ფართოა. სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება, დაიცვას კულტურული მემკვიდრეობა, გამყარებულია კონსტიტუციის ძველი რედაქციის ოცდამეთოთხმეტე მუხლის მეორე პუნქტით და არა მისი პირველი პუნქტით.
საკვანძო პრეცედენტები
„2. საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „საქართველოს ყოველი მოქალაქე ვალდებულია ზრუნავდეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა - შენარჩუნებაზე. კულტურულ მემკვიდრეობას სახელმწიფო იცავს კანონით“. დასახელებული კონსტიტუციური დანაწესი ადგენს საქართველოს თითოეული მოქალაქისა და სახელმწიფოს ვალდებულებას, იზრუნოს და დაიცვას კულტურული მემკვიდრეობა. აღნიშნული პოზიტიური ვალდებულების სახელმწიფოს მიერ ჯეროვნად შესრულება წარმოადგენს აუცილებელ საფუძველს კულტურული გარემოთი სარგებლობის უფლების რეალიზებისათვის. სახელმ…“
„24. საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, „საქართველოს ყოველი მოქალაქე ვალდებულია ზრუნავდეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა - შენარჩუნებაზე. კულტურულ მემკვიდრეობას სახელმწიფო იცავს კანონით“. აღნიშნული ნორმა მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუცია ადგენს კულტურულ მემკვიდრეობას მიკუთვნებული ნაგებობების დაცვის გარანტიებს. იმავდროულად, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქა…“
„8. საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადების თანახმად, „კულტურულ მემკვიდრეობას სახელმწიფო იცავს კანონით“. შესაბამისად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის თაობაზე სახელმწიფოს ვალდებულება, მისი განხორციელების ფორმები, ფარგლები და შინაარსი სწორედ აღნიშნული კონსტიტუციური დებულებით არის განმტკიცებული. [...] 18. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე მხარის მიერ დასახელებულ სადავო ნორმიდან მომდინარე პრობლემას წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ კულტურული მემკვიდრეობის არასათანადო დაცვა და მისთვის დაკისრებული პოზიტიური…“

