უზენაესი სასამართლო · ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სასამართლო პრაქტიკა
სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით, ეს არის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, შენობა-ნაგებობებით ან მათ გარეშე, რომელზედაც შესაბამის პირს კანონის ამოქმედებამდე წარმოეშვა მართლზომიერი მფლობელობის უფლება; იგი ასევე მოიცავს ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხულ, ათას ცხრაას ოთხმოცდათოთხმეტ წლამდე თვითნებურად დაკავებულ მიწას.
ნორმატიული საფუძველი:მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ კანონის მეორე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი
სასამართლო პრეცედენტები
- №ბს-302(კ-20)2020-07-29

