ლექსიკონი

მკაცრი თანასწორობა

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტება

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებასასამართლო განმარტება

მკაცრი თანასწორობა საარჩევნო სუბიექტებისთვის მედიაში თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის ერთ-ერთი გაგებაა. იგი გულისხმობს ყველა პოლიტიკური სუბიექტისთვის პოლიტიკური რეკლამირების თვალსაზრისით თანაბარი უფლებების მინიჭებას, მათი მხარდაჭერისა და სიძლიერის მიუხედავად. პრინციპი ემსახურება საარჩევნო სუბიექტების თანაბარ შესაძლებლობას, ამომრჩეველს საკუთარი პოლიტიკური ხედვა და შეხედულებები გააცნონ.

გამიჯვნა და გამოყენების ფარგლები

პროპორციული თანასწორობისგან განსხვავებით, მკაცრი თანასწორობა პოლიტიკური რეკლამირების უფლებებს არ უკავშირებს სუბიექტის მხარდაჭერას ან სიძლიერეს. პროპორციული თანასწორობისას სარეკლამო სივრცის განაწილებისას მხედველობაში მიიღება სუბიექტის რეალური გავლენა და წინა არჩევნებზე მისი წარმატების დონე.

საკვანძო პრეცედენტები

  • N1/2/175306.06.2024გადაწყვეტილება
    „25. საკონსტიტუციო სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს ვენეციის კომისიის მიერ 2018 წელს მომზადებული დოკუმენტს - „საარჩევნო საკითხებში საუკეთესო პრაქტიკის კოდექსს“. დასახელებული დოკუმენტი არ იძლევა არავითარ რეკომენდაციას იმასთან დაკავშირებით, სასყიდლიანი უნდა იყოს პოლიტიკური რეკლამები თუ უსასყიდლო. ერთადერთი, რაც, კომისიის აზრით, აუცილებლად უნდა უზრუნველყონ სახელმწიფოებმა, არის მედიაში თანაბარი შესაძლებლობების პრინციპის დაცვა. ამ პრინციპის მთავარი მიზანია, რომ საარჩევნო სუბიექტებს გააჩნდეთ თანაბარი შესაძლებლობა, გააც…“

წყარო: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა