ავთენტიფიკაცია, რომელიც დამყარებულია ორი ან ორზე მეტი შემდეგი სხვადასხვა კატეგორიის ელემენტის გამოყენებაზე: ცოდნა (ის, რაც მხოლოდ მომხმარებელმა იცის), ფლობა (ის, რასაც მხოლოდ მომხმარებელი ფლობს) და უნიკალურობა (ის, რაც თვით მომხმარებელია); ისინი ერთმანეთისგან დამოუკიდებელია იმგვარად, რომ ერთი კატეგორიის ელემენტის ნებისმიერი გზით გამჟღავნება არ გამოიწვევს დანარჩენი კატეგორიების ელემენტის/ელემენტების საიმედოობის კომპრომეტირებას. ავთენტიფიკაციის პროცედურა შემუშავებული და დანერგილი უნდა იყოს იმგვარად, რომ მისი განხორციელებისას დაცულ იქნეს ავთენტიფიკაციის მონაცემების კონფიდენციალურობა
