ლექსიკონი

მოსაკრებელი

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტება

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებასასამართლო განმარტება

მოსაკრებელი არის კონკრეტული სიკეთისათვის და სპეციფიკური მიზნით დადგენილი აუცილებელი გადასახდელი, რომელიც საჯარო დაწესებულების მიერ გაწეული მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას უკავშირდება. საზოგადოებრივი სიკეთის უზრუნველყოფის ხარჯები ნაწილდება იმ პირებზე, რომლებიც ამ სიკეთით სარგებლობენ ან პოტენციურად სარგებლობენ. მოსაკრებლის სახით დაკისრებული ფინანსური ვალდებულება მოითხოვს საჯარო ორგანოს საპასუხო შესრულებას, რომელიც შეიძლება გამოიხატოს მომსახურების გაწევით ან კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების ან სარგებლობის უფლების მინიჭებით.

შეფასების ტესტი და ელემენტები

  1. კონკრეტული სიკეთე და მოსაკრებლის აკრეფის სპეციფიკური მიზანი
  2. საჯარო ორგანოს საპასუხო შესრულება
  3. საზოგადოებრივი სიკეთის უზრუნველყოფის ხარჯების განაწილება ამ სიკეთით მოსარგებლე ან პოტენციურად მოსარგებლე პირებზე
  4. მოსაკრებლის სტრუქტურის განმსაზღვრელი პარამეტრები, მათ შორის გადასახდელის ობიექტი, გადამხდელი სუბიექტი და ოდენობის განსაზღვრის პრინციპები

გამიჯვნა და გამოყენების ფარგლები

გადასახადისგან განსხვავებით, რომელიც სახელმწიფოს სასარგებლოდ კონკრეტული საპასუხო შესრულების გარეშე იხდევინება, მოსაკრებელი კონკრეტულ სიკეთესა და საპასუხო შესრულებას უკავშირდება. კერძო უფლებათა მფლობელებს შორის გასანაწილებელი ჰონორარი, რომელიც არ გაიღება სახელმწიფოს სასარგებლოდ საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, კონსტიტუციით გათვალისწინებულ მოსაკრებელს არ წარმოადგენს.

კონსტიტუციის მუხლები:მუხ. 67 (2018)მუხ. 19 (2018)

საკვანძო პრეცედენტები

  • N1/2/124805.07.2021გადაწყვეტილება
    „70. დასუფთავების მომსახურების განხორციელება და ნარჩენებზე ზრუნვა საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის თანახმად, წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას. აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით. ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების, გაუქმებისა და მათზე შეღავათების დაწესების უფლებამოსილება გააჩნია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოს. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-46 დადგენილებით, შემოღებულ იქნა დასუფთა…“
  • N2/1/87725.12.2020გადაწყვეტილება
    „24. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლით გათვალისწინებული გადასახადი არის პირის მიერ სახელმწიფოს სასარგებლოდ გაღებული სავალდებულო შენატანი, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი კონკრეტული საპასუხო შესრულების გარეშე. გადასახადი ემსახურება სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვის საჭირო ფინანსური რესურსების კონსოლიდირებას. სხვა ტიპის გადასახდელებისაგან განსხვავებით, იგი არ გადაიხდება რაიმე ინდივიდუალური სიკეთით სარგებლობისთვის და რაიმე კონკრეტული მიზნის მისაღწევად. გ…“
  • N1/23/148712.11.2020განჩინება
    „8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლით განსაზღვრული მოსაკრებელი, გადასახადისგან განსხვავებით, კონკრეტული სიკეთისათვის დადგენილი გადასახდელია და მისი აკრეფა ხდება სპეციფიკური მიზნებით. მოსაკრებელი არის ის კონტრიბუცია, რომელსაც გადამხდელი იხდის კონკრეტული საჯარო დაწესებულების მიერ გაწეული მომსახურების ხარჯების ანაზღაურებისათვის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 5 ივლისის №2/3/1279 გადაწყვეტილება საქმეზე „ლევან ალაფიშვილი და „კს ალაფიშვილი და ყავლაშვ…“
  • N2/3/127905.07.2019გადაწყვეტილება
    „25. სადავო ნორმის საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის პირველ პუნქტთან შესაბამისობის შესაფასებლად, პირველ რიგში, უნდა დადგინდეს, მიეკუთვნება თუ არა აღნიშნული ნორმით განსაზღვრული ღონისძიება საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ გადასახადს ან მოსაკრებელს. ამისათვის აუცილებელია საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადასახადისა და მოსაკრებლის შინაარსის იდენტიფიცირება. [...] 37. საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოსაკრებლის სტრუქტურა გულისხმობს ამ გ…“
  • N1/3/61130.09.2016გადაწყვეტილება
    „37. რაც შეეხება რეგულირების საფასურის ბუნებას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე „შპს აირზენა საქართველოს ავიახაზები“ საქართველოს პარლამენტის და საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს წინააღმდეგ“ მიღებულ 2003 წლის 10 იანვრის №2/1/187-188 გადაწყვეტილებაში ისაუბრა სატრანსპორტო საქმიანობის რეგულირების ყოველწლიური საფასურის არსზე და აღნიშნა, რომ „რეგულირების საფასური ატარებს როგორც გადასახადის, ისე მოსაკრებლის ნიშნებს [...] საბოლოო ჯამში საფასური უფრო ბეგარაა, რომლის გადახდას კანონი ავალდებუ…“

წყარო: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა