ლექსიკონი

ნეგატიური ვალდებულება

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტება

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებაკონსტიტუციური პრინციპი

ნეგატიური ვალდებულება სახელმწიფოს ავალდებულებს, თავი შეიკავოს კონსტიტუციით დაცული უფლების ხელყოფისა და მასში თვითნებური ჩარევისაგან. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის სფეროში იგი მოითხოვს, რომ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები და თანამდებობის პირები თვითნებურად არ ჩაერიონ პირის პირად ცხოვრებაში. წამებისა და სხვაგვარი არასათანადო მოპყრობის აკრძალვის სფეროში სახელმწიფომ თავი უნდა შეიკავოს აკრძალული მოპყრობისაგან.

სინონიმები: სახელმწიფოს ნეგატიური ვალდებულება

შეფასების ტესტი და ელემენტები

  1. კონსტიტუციით დაცული უფლების ან თავისუფლების განსაზღვრა
  2. სახელმწიფო ორგანოს ან თანამდებობის პირის ქმედებით დაცულ სფეროში ჩარევის შეფასება
  3. ჩარევის კონსტიტუციურობის შეფასება შესაბამისი უფლების ბუნებისა და მის მიმართ მოქმედი სტანდარტის გათვალისწინებით

გამიჯვნა და გამოყენების ფარგლები

ნეგატიური ვალდებულება გულისხმობს სახელმწიფოს მიერ უფლების ხელყოფისაგან თავის შეკავებას, ხოლო პოზიტიური ვალდებულება შეიძლება მოითხოვდეს უფლების ეფექტიანი დაცვისათვის ქმედითი ღონისძიებების გატარებას. ერთი და იმავე უფლების დაცვა შესაძლოა ორივე სახის ვალდებულებას მოიცავდეს.

კონსტიტუციის მუხლები:მუხ. 15 (2018)მუხ. 9 (2018)მუხ. 20 (1995)

საკვანძო პრეცედენტები

  • N1/5/163004.06.2025გადაწყვეტილება
    „9. ამგვარად, დასახელებული კონსტიტუციური უფლებით სარგებლობის შესაძლებლობისთვის ადამიანებს უნდა გააჩნდეთ მყარი საკანონმდებლო გარანტიები, რამაც უნდა უზრუნველყოს ძალიან მყარი შეგრძნება ანონიმურობის, ადამიანების ნებისა და გადაწყვეტილების გარეშე, მათი პირადი სივრცის ხელმიუწვდომლობისა ნებისმიერი მესამე მხარისთვის, სახელმწიფოს ჩათვლით. ამ თვალსაზრისით, სახელმწიფოში მოქმედი სამართალი და სახელმწიფოს შესაბამისი ქმედებები ადამიანებს უნდა უქმნიდეს რწმენას, რომ მათი პირადი სივრცე რეალურად არის დაცული და ისინი არ გახდებიან სახელმ…“
  • N1/3/144105.07.2021გადაწყვეტილება
    „5. ამასთან, ისიც აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედების არეალი და მიზანმიმართულება არ ამოიწურება მხოლოდ სახელმწიფოსათვის ნეგატიური ვალდებულების დაწესებით, თავი შეიკავოს ამავე კონსტიტუციური დებულებით გათვალისწინებულ უფლებებში ჩარევისაგან. წამებისა და სხვაგვარი არასათანადო მოპყრობის აკრძალვის აბსოლუტურობა სახელმწიფოს აკისრებს მთელ რიგ პოზიტიურ ვალდებულებებს მისი იურისდიქციის ფარგლებში, მათ შორის, ვალდებულებებს, გაატაროს ეფექტიანი ღონისძიებები როგორც არასათანადო მოპყრობის ფაქტების პრევენციი…“
  • N1/3/40726.12.2007გადაწყვეტილება
    „პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას უზრუნველყოფს კონსტიტუციის ამავე მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფოს შესაბამისი ვალდებულებები: ერთი მხრივ, არსებობს სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება, უზრუნველყოს პირადი ცხოვრების პატივისცემა და ამ უფლებით ეფექტიანი სარგებლობა, რაც, პირველ რიგში, გულისხმობს პიროვნების თავისუფალი განვითარების ხელშემშლელი გარემოებების, შეზღუდვების უგულებელყოფას, აღკვეთას. მეორე მხრივ, სახელმწიფოს აქვს ნეგატიური ვალდებულება, არ ჩაერიოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით დაცული უფლებებით სარგებლობაში და, შ…“

წყარო: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა