უზენაესი სასამართლო · სისხლის სამართლის პალატა
სასამართლო პრაქტიკა
პოლიციელის ჩვენება, რომელიც დამატებითი ინფორმაციის გარეშე ოპერატიული ინფორმაციის მიმწოდებლის მონათხრობს გადმოსცემს, შინაარსობრივად ირიბი ჩვენების ერთგვარი ფორმაა. მისი გამოყენება უკავშირდება საფრთხეს, რომ დაცვა ვერ დაკითხავს წყაროს და ვერ შეამოწმებს მის სანდოობას.

