უზენაესი სასამართლო · სისხლის სამართლის პალატა
სასამართლო პრაქტიკა
პალატის განმარტებით, ორი ან მეტი პირის მკვლელობა გულისხმობს ორი ან მეტი დაზარალებულისათვის სიცოცხლის ერთდროულად მოსპობას ან მეორე პირისათვის სიცოცხლის მოსპობას პირველი მსხვერპლის მკვლელობიდან მცირე დროის განმავლობაში; ამ ნიშნით კვალიფიკაციისათვის აუცილებელია ერთიანი განზრახვა.
ნორმატიული საფუძველი:სსკ 109(3)(ა)

