ლექსიკონი

ორი სახეობის პენსიის ერთდროულად მიღება

უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული პრაქტიკა

პალატის განმარტებით, საპენსიო უზრუნველყოფის ზოგადი წესიდან გამონაკლისი მოიცავს ომის ინვალიდობისა და მოხუცებულობის პენსიების ერთდროულად მიღებას დანამატით; იგი არ მოიცავს წელთა ნამსახურობისა და მოხუცებულობის პენსიების ერთდროულად დანიშვნას.

ნორმატიული საფუძველი:სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ კანონის მეოთხე და სამოცდამეათე მუხლები

სასამართლო პრეცედენტები

მსგავსი იურიდიული ტერმინები

წყარო: საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა