უზენაესი სასამართლო · ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სასამართლო პრაქტიკა
სასამართლოს განმარტებით, პაციენტი დროებით აღირიცხება როგორც უცნობი, როდესაც საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის გამო მისი იდენტიფიცირება ვერ ხერხდება; აღნიშვნა მოქმედებს საბოლოო იდენტიფიცირებამდე.
ნორმატიული საფუძველი:საქართველოს მთავრობის 2013 წლის №36 დადგენილების მეორე თავის მე-11 მუხლის მესამე პუნქტი
სასამართლო პრეცედენტები
- №ბს-132(კ-21)2022-06-01

