Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
ლექსიკონიფინანსური ინსტრუმენტი
ლექსიკონი

ფინანსური ინსტრუმენტი

კანონში განსაზღვრული 2 განმარტება

საინვესტიციო ფონდების შესახებ

მუხლი 2

ფინანსურ ინსტრუმენტებს (გარდა საზედამხედველო ორგანოს სამართლებრივი აქტით განსაზღვრული გამონაკლისებისა) მიეკუთვნება შემდეგი უფლებები ან/და ხელშეკრულებები: ჰ 24 .ა) ფასიანი ქაღალდები; ჰ 24 .ბ) ერთეული საინვესტიციო ფონდში; ჰ 24 .გ) ფულადი ბაზრის ინსტრუმენტი; ჰ 24 .დ) ოფციონები, ფიუჩერსები, სვოპები, საპროცენტო განაკვეთზე მიბმული ფორვარდული გარიგებები და სხვა დერივატივები, რომლებიც ფასიან ქაღალდებს, ვალუტებს, საპროცენტო განაკვეთებს, დერივატივებს, ფინანსურ ინდექსებს ან ფინანსურ ინდიკატორებს უკავშირდება და რომლებზედაც ანგარიშსწორება ხორციელდება საბაზისო აქტივის მიწოდებით ან ფულადი ფორმით; ჰ 24 .ე) ოფციონები, ფიუჩერსები, სვოპები, ფორვარდები და სხვა დერივატივები, რომლებიც საქონელს უკავშირდება და ფულადი ანგარიშსწორების განხორციელებას ითვალისწინებს სავალდებულო წესით ან ერთ-ერთი მხარის ინიციატივის საფუძველზე (გარდა დეფოლტის ან ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევებისა); ჰ 24 .ვ) ოფციონები, ფიუჩერსები, სვოპები და სხვა დერივატივები, რომლებიც საქონელს უკავშირდება და რომლებზედაც ანგარიშსწორების განხორციელება შესაძლებელია საბაზისო აქტივის მიწოდებით, თუ ეს ინსტრუმენტები ივაჭრება საფონდო ბირჟაზე; ჰ 24 .ზ) ოფციონები, ფიუჩერსები, სვოპები, ფორვარდები და სხვა დერივატივები (გარდა ამ მუხლის „ჰ 24 .ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინსტრუმენტებისა), რომლებიც საქონელს უკავშირდება და რომლებზედაც ანგარიშსწორების განხორციელება შესაძლებელია საბაზისო აქტივის მიწოდებით, თუ ეს ინსტრუმენტები განკუთვნილი არ არის კომერციული მიზნებისთვის და მათ სხვა ფინანსური ინსტრუმენტების მახასიათებლები აქვს; ჰ 24 .თ) საკრედიტო რისკის გადასაცემად განკუთვნილი დერივატივები; ჰ 24 .ი) კონტრაქტები ფასთა შორის სხვაობაზე; ჰ 24 .კ) ოფციონები, ფიუჩერსები, სვოპები, საპროცენტო განაკვეთზე მიბმული ფორვარდული გარიგებები და სხვა დერივატივები, რომლებიც უკავშირდება კლიმატურ ცვლადებს, ტვირთის გადაზიდვის ტარიფებს, ინფლაციის მაჩვენებლებს ან სხვა ოფიციალურ ეკონომიკურ სტატისტიკას და ფულადი ანგარიშსწორების განხორციელებას ითვალისწინებს სავალდებულო წესით ან ერთ-ერთი მხარის ინიციატივის საფუძველზე (გარდა დეფოლტის ან ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევებისა). ფინანსურ ინსტრუმენტებს აგრეთვე განეკუთვნება სხვა დერივატივები, რომლებიც იმ აქტივებს, უფლებებს, ვალდებულებებს, ინდექსებსა და ინდიკატორებს უკავშირდება, რომლებიც განსაზღვრული არ არის ამ ქვეპუნქტით, თუ ამ ხელშეკრულებებს აქვს სხვა ფინანსური დერივატივების მახასიათებლები, მათ შორის, იმის მიხედვით, ივაჭრება თუ არა ისინი საფონდო ბირჟაზე

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

მუხლი 2

„ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფინანსური ინსტრუმენტი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge)