ლექსიკონი

პირადი საიდუმლოება

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტება

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებასასამართლო განმარტება

პირადი საიდუმლოება უკავშირდება პირის კერძო საკითხებს და ისეთი ინფორმაციის დაცვას, რომლის მიმართაც პირს კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობის გონივრული მოლოდინი აქვს. კერძო საკითხებთან დაკავშირებულ ინფორმაციას მიეკუთვნება, მათ შორის, პირის ჯანმრთელობისა და ფინანსების შესახებ ინფორმაცია. პერსონალური მონაცემების გასაიდუმლოება ყოველთვის არ არის დამოკიდებული პირის ნებაზე: კანონმა შესაძლოა მათი გამხელა დაუშვას ან საიდუმლოება უშუალოდ დაიცვას.

გამიჯვნა და გამოყენების ფარგლები

პირადი საიდუმლოება განსხვავდება საჯარო ინფორმაციის სხვა საიდუმლო კატეგორიებისაგან. მისი ფარგლების განსაზღვრისას გასათვალისწინებელია როგორც ინფორმაციის შინაარსი, ისე მისი დაცვის კანონით დადგენილი წესი.

კონსტიტუციის მუხლები:მუხ. 41 (1995)

საკვანძო პრეცედენტები

  • N2/3/406,40830.10.2008გადაწყვეტილება
    „34. იმის ერთმნიშვნელოვნად დადგენა, თუ რა იგულისხმება საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისიწნებულ ტერმინში „კერძო საკითხები“, მ. ბარათაშვილის აზრით, შეუძლებელია. თუმცა, უდავოა, რომ პირის ჯანმრთელობასთან და ფინანსებთან დაკავშირებული ინფორმაცია მიეკუთვნება კერძო საკითხებთან დაკავშირებულ ინფორმაციას. ამ ტიპის ინფორმაციაში, ასევე, შედის პირის პერსონალური მონაცემები - საჯარო ინფორმაცია, რომელიც პირის იდენტიფიკაციის შესაძლებლობას იძლევა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 27^1 მუხლიდან გამომ…“

წყარო: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა